ესპანეთში კორონავირუსის 16 716 ახალი შემთხვევა დადასტურდა

Tbilisi Daily

ესპანეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 16 716 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 247 ადამიანი გარდაიცვალა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ესპანეთში კორონავირუსის 1 910 218 შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 50 689 ადამიანი გარდაიცვალა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით. 21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.