ეროვნული გამოცდები გრძელდება

Tbilisi Daily

ერთიანი ეროვნული გამოცდები ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით გრძელდება. საქართველოს მასშტაბით 24 საგამოცდო ცენტრია გახსნილი. COVID-19-ის შემდეგ გავრცელების შემდეგ ეს პირველი მასშტაბური შეკრებაა. საფრთხის მინიმუმამდე დასაყვანად საგამოცდო ცენტრებში მისულებს წინა წლებისგან გასხვავებული გარემო დახვდათ. საგამოცდო ცენტრებში გუშინდელ გამოცდაზე რეგისტრირებული აბიტურიენტების 93% მივიდა. ქვეყნის მასშტაბით გამოცდიდან მხოლოდ ხუთი ახალგაზრდა მოიხსნა. ორს მაღალი სიცხე დაუდასტურდა, ორმა დააგვიანა, ერთს კი დამკვირვებლებმა მობილური ტელეფონი აღმოუჩინეს.