სამტრედიაში კომენდანტის საათის დროს მაღაზია გაქურდეს
Pirveliradio Ge
http://pirveliradio.ge/?newsid=143430
კომენდანტის საათის დროს სამტრედიის ცენტრში მაღაზია გაქურდეს. შემთხვევა დღეს გამთენიისას მოხდა. ადგილობრივების ინფორმაციით, მაღაზია „ალტჰაუსიდან“ მობილური ტელეფონებია წაღებული.
ადგილზე პოლიციაც იმყოფებოდა. ფაქტის შესახებ ინფორმაციას მაღაზიის თანამშრომლები არ ადასტურებენ მაშინ, როდესაც მომხდარის შესახებ ახლომდებარე მარკეტების თანამშრომლები ღიად საუბრობენ.