ჭიჭინაძის თქმით, მმართველ გუნდს ხელისუფლებაში დარჩენა არჩევნების გარეშე სურს

Pirveliradio Ge

http://pirveliradio.ge/?newsid=143664 პირდაპირ შეუძლიათ თქვან, რომ მათ ხელისუფლებაში დარჩენა არჩევნების გარეშე უნდათ, რადგან ეს არჩევნები კი არა, ფარსი იქნება - ამის შესახებ განცხადება, პოლიტიკური მოძრაობა, „ტრიბუნას“ ლიდერმა, დავით ჭიჭინაძემ "ფორმულასთან" საუბრისას გააკეთა. „ხელისუფლებას იმედი აღარ აქვს, რომ ჩვენს მოსახლეობას ნორმალურ გარემოში რაიმე სიკეთეს გაუკეთებს და უნდათ, რომ დაძაბული სიტუაცია შეინარჩუნონ. მე არ მესმის, საგანგებო სიტუაციის დასრულების შემდეგ რა ძალაუფლების შენარჩუნება სურთ. მაშინ პირდაპირ შეუძლიათ თქვან, რომ მათ ხელისუფლებაში დარჩენა არჩევნების გარეშე უნდათ, რადგან ეს არჩევნები კი არა, ფარსი იქნება. როდესაც ხელისუფლების მიტაცებას ცდილობ, ამაზე კონსტიტუციაში ნათლად წერია და იმ მუხლს ვერ გააუქმებ“, - განაცხადა ჭიჭინაძემ.