3 მიზეზი ,თუ რატომ უნდა ესტუმროთ ბათუმს შემოდგომაზე

Batumi Daily

შემოდგომის დღეების გასატარებლად საუკეთესო ადგილი ბათუმია. მაშინ როცა ისედაც ნაირფერ ბათუმს შემოდგომის ულამაზესი ფერებიც ემატება , ეს ადგილი ნამდვილ სამოთხეს ჰგავს,თუმცა არსებობს 3 მთავარი მიზეზი, რის გამოც უნდა ეწვიოთ ზღვისპირეთის ამ ქალაქს. სიმყუდროვე შემოდგომის ბათუმი სულაც არ ჰგავს ზაფხულის ხმაურიან ბათუმს. ფერადი ფოთლებით მოფენილ ქუჩებში ცოტა ხალხია. კაფე-ბარებშიც არ ირევა უამრავი ტურისტი. ბუნებით რომანტიკოსი ადამიანისთვის არაფერია იმაზე სასიამოვნო, როგორც დაცარიელებულ ბულვარში, ან სანაპიროზე სეირნობა. მერე, რომელიმე მყუდრო კაფეში ცხელი არომატული ჩაის, ან ლატეს დალევა, წიგნის კითხვა და საკუტარ თავთან განმარტოვება. შემოდგომის ფერები თუ ერთხელ მაინც ხართ ნამყოფი ბათუმის ბოტანიკურ ბაღში, ალბათ ადვილად მიხვდებით, რომ იქაურობა ყველაზე ლამაზი - შემოდგომაზე იქნება. ეს ერთ-ერთი გამორჩეული ადგილია, სადაც თავს ყველაზე ლამაზი ფერები იყრის. შემოდგომაზე იქაურობა ზღაპრულ ადგილს ემსგავსება და წარმოიდგინეთ, რა ლამაზი ფოტოების გადაღებას შეძლებთ... კლიმატი სანამ ზამთრის სუსხი მყარად მოიკიდებს ფეხს, ჯერ კიდევ შესაძლებელია ზაფხულის ნოსტალგია ბათუმში სტუმრობით დავიკმაყოფილოთ. იქ თბილისთან შედარებით ბევრად თბილი კლიმატია, რაც საშუალებას მოგვცემს, საყვარელ ადამიანებთან ერთად სასიამოვნო დრო გავატაროთ და ბევრი ვისეირნოთ. #ახალიამბები #ბლოგი #ბლოგპოსტი #ბათუმი #შემოდგომა #batumidaily #მოგზაურობა #ხელოვნება