საპროტესტო აქცია ნაცატუში.
Zugdidi Daily
ადგილობრივებმა ზუგდიდი-წალენჯიხის საავტომობილო გზა სოფელ ნაცატუსთან გზის რეაბილიტაციის მოთხოვნის მიზნით გზა გადაკეტეს. მათი მოხოვნა გზის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით რამდენიმე წელია არ სრულდება.
ადგილობრივები ამასთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებენ :
„პერიოდულად მოდის ტექნიკა გზას გაასწორებს და რამდენიმე ხანში ისევ პრობლემა იჩენს თავს. არ გვინდა გზის მხოლოდ მოსწორება, საჭიროა ასფალტო-ბეტონის გზა.”
მერიის წარმომადგენელო გიგა ფარულავა ამასთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს :
„გზის რეაბილიტაციის პირველი ეტაპი დაწყებულია და 2021 წელს მეორე ეტაპიც დაიწყება. ტექნიკა დღესაც მუშაობს იმისთვის, რომ მოსახლეობამ გადაადგილება შეძლოს. წელს უნდა დაწყებულიყო ამ გზის სრული რეაბილიტაცია, თუმცა პანდემიის გამო ქვეყანაში შექმნილმა ვითარებამ ხელი შეუშალა.“
აქციის მონაწილეებს პოლიცია ზუგდიდი-წალენჯიხის ცენტრალური გზის გადაკეტვის უფლებას არ აძლევდა, რა დროსაც მოხდა დაპირისპირება.
სამართალდამცავებთან შეხლა-შემოხლის დროს ერთი პირი დააკავეს.
#ზუგდიდი #წალენჯიხა #ნაცატუ #საპროტესტოაქცია #გზისრეაბილიტაცია #zugdididaily
_____________
თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე.
Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს.
აპლიკაციის გადმოსაწერად დააჭირეთ ამ ბმულს: download.feedc.com