ინდოეთში კორონავირუსის 75,829 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

Tbilisi Daily

ინდოეთში კორონავირუსის 75,829 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა კი 6,549,374-ს უტოლდება. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. ინდოეთში ბოლო 24 საათში ვირუსით 940 ადამიანი გარდაიცვალა, მსხვერპლთა საერთო რაოდენობა 101,782-ს აღწევს, ჯამში გამოჯანმრთელებულთა რიცხვი კი 5,509,966-ს უტოლდება. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით. 21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.