ჯოზეპ ბორელი: „ევროკავშირი ლუკაშენკას არ თვლის კანონიერ პრეზიდენტად“
რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba
ევროკავშირის უზენაესი წარმომადგენელი საგარეო საქმეებსა და უსაფრთხოების პოლიტიკაში, ჯოზეპ ბორელი აცხადებს, ერვოკავშირი არ თვლის ალიაქსანდრ ლუკაშენკას ბელარუსის კანონიერ პრეზიდენტად.
„სიტუაცია ევროკავშირისთვის ნათელია: არჩევნები, რომელიც 9 აგვისტოს გაიმართა ბელარუსში, გაყალბდა, რის გამოც ევროკავშირი არ ცნობს ლუკაშენკას ბელარუსის ლეგიტიმურ პრეზიდენტად", - განაცხადა 15 სექტემბერს ჟოზეპ ბორელიმ ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე, რომელიც ბელარუსში შექმნილ ვითარებას მიეძღვნა.
ბორელი შეეხო სანქციების საკითხს და დასძინა, რომ ბელარუსის რეჟიმის წინააღმდეგ ევროკავშირი ამზადებს პერსონალურ სანქციებს, რომელიც მკლე ხანში ამომქედდება.
ეუთოს დამკვირვებელთა მისია მზად იყო ბელარუსის ხელისუფლებასთან დიალოგის დასაწყებად.
„მაგრამ ჩვენ ვერ შევძელით დავკავშირებოდით ბელარუსის ხელისუფლების რომელიმე შტოს“, - დასძინა ჯოზეპ ბორელიმ.
https://www.radiotavisupleba.ge/a/30840357.html
#ახალი_ამბები
#twitter