შოიგუმ პუტინს აცნობა, რომ მობილიზაცია დასრულებულია
რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba
28 ოქტომბერს რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს აცნობა, რომ ნაწილობრივი მობილიზაციის ფარგლებში გატარებული ზომები დასრულებულია. მობილიზაცია პრეზიდენტ პუტინის ბრძანებით სექტემბერში გამოცხადდა, რითიც 300 000 რეზერვისტი უნდა დამატებოდა უკრაინაში შეჭრილ რუსეთის ძალებს.
პუტინთან სატელევიზიო ეთერით გადაცემული შეხვედრის დროს, შოიგუმ მას უთხრა: "თქვენს მიერ დასახული ამოცანა 300 000 პირის (მობილიზების) შესახებ შესრულებულია. დამატებითი ზომები არ იგეგმება".
https://www.radiotavisupleba.ge/a/32105760.html
Source: radiotavisupleba.ge