ნინო ბაციაშვილი ონლაინ ჭადრაკში ევროპის ჩემპიონი გახდა
Tbilisi Daily
საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრი ნინო ბაციაშვილი ონლაინ ჭადრაკში ევროპის ჩემპიონია.
ქართველმა მოჭადრაკემ ორი სათამაშო დღის განმავლობაში 16 შესაძლებლობიდან 10 ქულა დააგროვა, რაც ჩემპიონობისთვის საკმარისი აღმოჩნდა.
ევროპის პირველი ონლაინ ჩემპიონატი 16-დან 31 მაისის ჩათვლით მიმდინარეობდა. კონტინენტის პირველობაზე 70-მდე ქართველმა მოჭადრაკემ მიიღო მონაწილეობა.