სტიქიის შემდეგ ოჯახში გადარჩენილ ერთადერთ წევრს სტიპენდია დაენიშნება
Batumi Daily
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დერექტორი, გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს.
მისი ინფორმაციით, ხელვაჩაურში, მეწყერში მოყოლილი ოჯახის ერთადერთი გადარჩენილი წევრი დეკემბრიდან გურული დღიურების ფონდის სტიპენდიას მიიღებს.
“ხელვაჩაურში, სტიქიას შეწირული ოჯახიდან, ცოცხალი მხოლოდ 12 წლის თიკა თედორაძე დარჩა. გოგონას დეკემბრიდან გურული დღიურების ფონდის სტიპენდიას დავუნიშნავთ და მერეც სულ მივადევნებთ თვალ-ყურს - თიკა საუკეთესო განათლებას მიიღებს.” - წერს კეკელიძე პირად ფეისბუქ გვერდზე.
შეგახსენებთ, რომ ხელვაჩაურის რამდენიმე სოფელში მეწყერი 1 ოქტომბრის ღამით ჩამოწვა. შედეგად 40 0000 ტონა მიწის მასის ქვეშ აღმოჩნდა საცხოვრებელი სახლი, რომელშიც თედორაძეების ოჯახი ცხოვრობდა. დაღუპულებს შორის არასრულწლოვანი ვაჟიცაა.
________________
თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე. Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს.
#batumidaily #ახალიამბებიაჭარაში #აჭარა