კორონავირუსი მთლიანად არ გაქრება, იქნება ინფიცირების შემთხვევები - ცერცვაძე

Pirveliradio Ge

http://pirveliradio.ge/?newsid=142589 წამყვანის შეკითხვაზე, იზიარებს თუ არა სინგაპურის კვლევითი ინსტიტუტის კვლევას, რომლის მიხედვითაც, საქართველოში ივნისის დასაწყისში პანდემია დასრულდება, ცერცვაძე აცხადებს, რომ მათემატიკური მოდელირებით გაკეთებული დასკვნების არ სჯერა, თუმცა აცხადებს, რომ მათი მოლოდინი მათემატიკური მოდელით მიღებულ კვლევას დაემთხვა. „სინგაპურის კვლევითი ინსტიტუტი ამბობს, რომ პანდემია 97%-ით ივნისში, 100%-ით კი ივლისში დასრულდება. გულწრფელად გეტყვით, მათემატიკური მოდელირებების, ამ მეთოდებით გაკეთებული დასკვნებისა და შეფასებების არ მჯერა, მაგრამ ჩვენი ექსპერტული გამოცდილებით, ზუსტად იმავეს ვფიქრობთ, ჩვენი მოლოდინი მათემატიკური მოდელით მიღებულ კვლევას დაემთხვა. ეს ეპიდემია მთლიანად არ გაქრება. უნდა შევძლოთ, როცა ეპიდემიის პიკს მივაღწევთ, შემდეგ 2-3 კვირა პლატო იქნება და შემდეგ დაღმავალი გზით წავიყვანოთ. ამაში ძალიან დიდი მნიშვნელობა ექნება მთელი მოსახლეობის საზოგადოებრივი პასუხისმგებლობის დონეს. ასეთ შემთხვევაში ეპიდემია დაღმავალი გზით წავა და მართვადი ეპიდემია დაგვრჩება. კორონავირუსი მთლიანად არ გაქრება. იქნება კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები, მაგრამ იმ რაოდენობით, რომელიც არ გამოიწვევს განგაშს, ცხოვრების პარალიზებას და საგანგებო ზომების მიღების აუცილებლობას. კორონავირუსთან კოჰაბიტაცია მოგვიწევს“,- განაცხადა ცერცვაძემ.