ტიკარაძე: კოვიდინფიცირებული პაციენტები განთავსებული არიან 9 კლინიკაში, სულ მობილიზებულია 29 კლინიკა

Tbilisi Daily

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის ინფორმაციით, საქართველოში კოვიდინფიცირებული პაციენტები დღეს ცხრა კლინიკაში არიან განთავსებული, იმ მოცულობიდან გამომდინარე, რომელიც დღეისთვის საქართველოში არის. ამასთან, მისივე თქმით, „კოვიდ-19“-ის მართვისთვის ქვეყანაში მობილიზებულია 29 კლინიკა, რომლებიც დეტალურად არის შესწავლილი ხარისხობრივი კუთხით და ზრუნველყოფილია ყველა საჭირო ტექნიკური ინვენტარით. რაც შეეხება მიზნობრივ ტესტებს, ტიკარაძის განცხადებით, სამინისტროსთვის მნიშვნელოვანია ტესტის ყველა სახეობა გამოყენებული იყოს ეფექტურად. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ ექიმის მხრიდან დეტალური ანალიზი მომზადდეს და მხოლოდ შემდეგ მოხდეს პაციენტზე მიზნობრივი ტესტირება, რომელსაც ჩვენ დღემდე ვიყენებთ. „ჩვენ განვიხილავთ საკითხს, რომ ვინაიდან „კოვიდინფექციის“ დაფიქსირება ყველა მისი სიმპტომის გამოვლენისა და ასევე, მისი გავრცელების ეტაპზე სხვადასხვა ტესტით ხერხდება, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ყველა ტესტის სახეობა იყოს გამოყენებული ეფექტურად“, – განაცხადა მინისტრმა ჯანდაცვის სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე, სადაც ალგორითმის გაფართოებაზე მსჯელობენ. #კორონავირუსი #პანდემია #ტესტები #tbilisidaily