მთვარის მეორე ფაზა, მეცხრე დღე🌓ახალი წლის დადგომამდე რჩება 19 დღე🎄🎄🎄
12 დეკემბერს თავისუფლებისმოყვარე ადამიანები იბადებიან. მათ არ უყვართ ოთხ კედელს შუა ყოფნა. ამ ადამიანებს ვერ დააბამ ყოფით, ვალდებულებებით. ისინი აფასებენ პირად სივრცეს, უყვართ მარტო ყოფნა, მაგრამ სოციოფობები არ არიან.
ამ დღეს დაბადებულები ისწრაფვიან შემოქმედებითი, პროფესიული ჰორიზონტების გაფართოებისკენ; უყვართ სწავლა, მოგზაურობა, ორიენტირებული არიან შემეცნებაზე. ცნობისმოყვარეებს გამჭრიახი გონება აქვთ. მათ დადებითი ცხოვრებისეული განწყობა გამოარჩევთ - დარწმუნებული არიან, რომ ყველაფერი კარგად იქნება.
12 დეკემბერს დაბადებულნი:
ფრანგი მწერალი გუსტავ ფლობერი:
თქვენი ცხოვრების ყველაზე დიდებული მომენტებია არა ის დღეები, როდესაც წარმატებული ხართ, არამედ ის დღეები, როდესაც სასოწარკვეთილებისა და სასოწარკვეთის გამო გრძნობთ ცხოვრებას, როგორც გამოწვევას და სამომავლო მიღწევების დაპირებას.
ამერიკელი მომღერალი ფრენკ სინატრა. მისი ცნობილი ფრაზაა :
“თუ თქვენ ფლობთ რაღაცას, რისი გაცემაც არ შეგიძლიათ, ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენ კი არ ფლობთ მას, არამედ ის გფლობთ თქვენ.”
მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს შემდეგი წმინდანების ხსენების დღეს:
აკაკი სინელი
ღირსი აკაკი მორჩილი - "ჭაბუკი... წრფელი ბუნებითა და ბრძენი გონებითა" ასიის ერთ-ერთ მონასტერში მოღვაწე ფრიად უდები და ფიცხი ბერის მორჩილებაში იმყოფებოდა. მრისხანე ბერი "არათუ ოდენ გინებითა და შეურაცხებითა, არამედ ცემითა და გვემითა მარადღე სტანჯვიდა მას". წმიდა მამას, იოანე საბაწმინდელს უთქვამს: "მე ვხედევდ მას მარადდღე გვემასა შინა ფრიადსა და ჭირსა მსგავსად მონისა, სყიდულისა". ჭაბუკი ყველაფერს სულგრძელებით და მადლობით ითმენდა.აკაკიმ ცხრა წელი დაჰყო უწყალო ბერთან და მიიცვალა. "დამარხეს იგი სამარხოსა მამათასა". დასაფლავებიდან ხუთი დღის შემდეგ აკაკის მრისხანე მოძღვარი იმავე მონასტერში დაყუდებულ ერთ წმიდა მამასთან მივიდა და მწუხარებით ამცნო სულიერი შვილის გარდაცვალება. პასუხად მიიღო: "გრწმენინ, ბერო, არა მრწამს, თუმცა მომკვდარ იყო იგი". მაშინ აკაკის მოძღვარმა ახალ საფლავთან მიიყვანა ბერი. წმიდა მამამ სოფლიდან გასულს ჩასძახა: "ძმაო აკაკი, მოკვდი?" ნეტარმა კი სიკვდილის შემდგომაც მორჩილება გამოიჩინა - საფლავიდან გაისმა: "ვითარ შესაძლებელ არს, მამაო, სიკვდილი მორჩილისა". ეს რომ ესმა, მწარე სინანულმა შეიპყრო მორჩილი ბერის სულიერი მამა და "დავარდა პირსა ზედა თვისსა დიდითა ტირილითა". ამის შემდეგ იგი აკაკის სამარესთან დამკვიდრდა და ყველა მნახველს სიმდაბლით ეუბნებოდა: "კაცის კვლა მიქმნიეს".ეს გადმოცემა თავის "სათნოებათა კიბეში" მოთმინებისა და მორჩილების მაგალითად მოიყვანა ღირსმა იოანე კიბისაღმწერელმა (ხს. 30 მარტს).
აბიბო ნეკრესელის ხსენების დღეს.
“მორალი ორგვარია, ერთია მცირე, პირობითი, ადამიანების მორალი, რომელიც განუწყვეტლივ იცვლება და დაუღალავად ამოგძახის საიდანღაც ქვემოდან, მიწაში იჩიჩქნება, როგორც აი, ის სულელთა კრება, რომელსაც უცქერით, მეორე კი მარადიულია. იგი ჩვენ გარშემოა, ჩვენ ზემოთ, როგორც გარშემორტყმული ბუნება, როგორც ლურჯი ცა, რომელიც გვინათებს.”
გუსტავ ფლობერი
სალათი:
ინგრედიენტები:
ქამა სოკო - 300 გ
ქათმის ფილე - 300 გ
არაჟანი - 150 გ
ყველი - 100 გ
კვერცხი - 3 ც.
კონსერვირებული ანანასების პატარა ქილა
კივი - 1 ც.
ხახვი - 1 ც.
მაიონეზი - გემოვნებით
მომზადება:
სოკო და ხახვი დაჭერით და მოშუშეთ არაჟანში. გააციეთ და გადაიღეთ სასალათეში, რომელსაც დააფინეთ სალათის ფურცლები.
მარილიან წყალში მოხარშეთ ქათმის ფილე. გააციეთ და დაჭერით პატარა ნაჭრებად. გადაიღეთ სასალათეში როგორც მეორე ფენა, ზემოდან წაუსვით მაიონეზი.
მოხარშული კვერცხი გახეხეთ მსხვილ სახეხზე. მოაყარეთ ქათმის ნაჭრებს და წაუსვით მაიონეზი. დაჭერით კონსერვირებული ანანასი, გადაიღეთ სასალათეში შემდეგ ფენად და ზემოდან ისევ მაიონეზი. ბოლო ფენა - გახეხილი ყველი და ზემოდან მაიონეზი. ბოლოს მორთეთ სალათი კივის ნაჭრებით.