12 იანვარი

14
მთვარის მეათე დღე 🌗🌗🌗მეორე ფაზა🌛🌛🌛

12 იანვარს დაბადებულები

12 იანვარს დაბადებულები არაორდინარულობით გამოირჩევიან, არიან ძლიერი, მტკიცე და ამბიციური ადამიანები. თუ მიზანს დაისახავენ, გზიდან არასდროს გადაუხვევენ; უდრეკობა სიძნელეების გადალახვაში მათი მთავარი დამხმარე თვისება ხდება. ამ დღეს დაბადებულების ცხოვრება სავსეა მოვლენებით, ხანდახან ეს მარათონს ემსგავსება, ხან კი - არსებობისთვის ბრძოლას. ცხოვრება მათ მუდამ აიძულებს, დაამტკიცონ საკუთარი გონებისა და იდეების უპირატესობა, მოუწევთ, პრაქტიკაში აჩვენონ თავისი სიცოცხლისუნარიანობა. ისინი იპყრობენ მოშურნეების ყურადღებას, რომლებიც უსიამოვნებებს ზურგს უკან უწყობენ. ყოველი არასწორი ნაბიჯი მოშურნეების განხილვისა და ინტრიგების ხლართვის საგანი ხდება. მატერიალური მხარე არამდგრადი აქვთ - მორიგ აღმაფრენას მორიგი მარცხი მოსდევს და ასე, გამუდმებით... მათ ოჯახურ ცხოვრებას, თუ ცივი არა, ნეიტრალური შეიძლება ვუწოდოთ.
12 იანვარს დაბადებულების გონება მთლიანად პროფესიასა და ყოველივე მასთან დაკავშირებულს უკავშირდება. კარიერის მოწყობას ყმაწვილობიდანვე იწყებენ და წარმატებისთვის მრავალი საკუთარი ინტერესის დათმობა შეუძლიათ. გარშემომყოფთა მსახურება კმაყოფილებას ანიჭებთ, თუმცა ყველაზე პრიორიტეტულია ცხოვრების საიდუმლოებით მოცული და ამაღელვებელი ასპექტები, რომლებიც, როგორც წესი, მხოლოდ მათ მონაწილეობას მოითხოვს, სხვების გარეშე. რადგანაც ამ დღეს დაბადებულებისთვის პროფესიული ზრდა ძალზე მნიშვნელოვანია, სპეციალობა ძალიან სერიოზულად უნდა შეარჩიონ. მათთვის სარგებლის მომტანი იქნება, თუ საკუთარ ეთიკურ პრინციპებს ზოგადსაკაცობრიო ფასეულობებთან შეაჯერებენ. ასევე არ ღირს უკიდურესობაში გადავარდნა - მსხვერპლშეწირვიდან ეგოიზმამდე, რადგან, შესაძლოა, გაუკონტროლებელნი გახდნენ.
მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს:
წმინდა ანისიას ხსენების დღეს.
წმიდა მოწამე ანისია ქალაქ თესალონიკში ცხოვრობდა იმპერატორ მაქსიმიანეს (284-305; 307-311) ზეობისას. მშობლებმა - კეთილმსახურმა და დიდგვაროვანმა ქრისტიანებმა - იგი ღვთის მცნებების ერთგულებით აღზარდეს. მათი გარდაცვალების შემდეგ ნეტარმა მთელი ქონება გლახაკებს დაურიგა და მკაცრი მოსაგრე ცხოვრება დაიწყო.
იმ ხანებში იმპერატორმა მაქსიმიანემ გამოსცა ედიქტი, რომლის მიხედვითაც ყველას შეეძლო, მოეკლა ქრისტიანი და მის ქონებას დაპატრონებოდა. ერთხელ, როცა ანისია ტაძარში მიდიოდა ლოცვაზე, იგი წარმართმა მხედარმა შეაჩერა და მოსთხოვა, კერპისთვის მსხვერპლი შეეწირა. წმიდანმა მას მშვიდი უარით უპასუხა. გააფთრებულმა მეომარმა მახვილი იშიშვლა და წმიდა მოწამე იქვე განგმირა. ქრისტიანებმა წმიდა მოწამე ქალაქის კარიბჭის მახლობლად დაკრძალეს, მის საფლავზე კი სამლოცველო სახლი ააგეს.
წმინდა თეოდორა კონსტანტინეპოლელის ხსენების დღეს.

12 იანვარს დაბადებულები

ჯეკ ლონდონი ამერიკელი მწერალი.
ქართველი მხატვარი ლევან ცუცქირიძე. 1980-იანი წლების დამლევს ცუცქირიძემ მოხატა თბილისის სიონის საკათედრო ტაძარი. 1998 წელს წიგნის მოყვარულთა საზოგადოებამ "არსი" 4 წიგნად გამოსცა მის მიერ დასურათებული "წმინდა ოთხთავი".
გურამ საღარაძე ქართველი მსახიობი.
ჰარუკი მურაკამი იაპონელი მწერალი.

დღის საკითხავი :

“დროთა განმავლობაში ბევრი რამ გვავიწყდება. ომიც კი. სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე ყოფნასაც კი ღრმა წარსულად ვხედავთ. ისე ვართ ჩართული ყოველდღიურ ცხოვრებაში, რომ ის ძველი ამბები შორეული ვარსკვლავებივითაა და მათ შესახებ აღარ ვფიქრობთ. იმდენ ახალ რამეზე გვიწევს ყოველდღიურად ფიქრი, იმდენი სიახლე უნდა შევისწავლოთ - ახალი ტენდენციები, ახალი ინფორმაცია, ახალი ტექნოლოგიები, ახალი ლექსიკა... მაგრამ მაინც, რა დროც არ უნდა გავიდეს, რაც არ უნდა ხდებოდეს აწმყოში, არის რაღაც მოვლენები, რაც დავიწყებას არ მიეცემა, მოგონებები, რომლებიც არასდროს გაქრება. ისინი მუდამ ჩვენთან რჩება საზომი ქვებივით.”
“თვალებს თუ დახუჭავ, არაფერი შეიცვლება. არაფერი გაქრება მხოლოდ იმის გამო, რომ შენ ვერ ხედავ, პირიქით, მერე, როდესაც თვალებს დაჭყეტ, ყველაფერი უარესად მოგეჩვენება. ასეთ სამყაროში ვცხოვრობთ, ბატონო ნაკატა. თვალები ფართოდ გაახილე. მხოლოდ ლაჩარი თუ დახუჭავს თვალებს. თვალების ახვევითა და ყურების დაცობით, დრო ვერ შეჩერდება.”          
ჰარუკი მურაკამი
ბედნიერ დღეს გისურვებთ💖💖🌟
14