0
Microsoft Office-ის ფაილების რედაქტირება Google Docs-ში პრობლემატურია - პროგრამაში Microsoft-ის დოკუმენტების გახსნა უპრობლემოდ არის შესაძლებელი, თუმცა რექდაქტირებისთვის თავდაპირველად მათი ფორმატის კონვერტაციაა საჭირო. აღნიშნული პრობლემა უახლოეს მომავალში გადაიჭრება, რადგან Google-მა დააანონსა, რომ Docs-ს Microsoft-ის Word-ის, Excel-ის და PowerPoint-ის მხარდაჭერა დაემატება, შესაბამისად Microsoft-ის დოკუმენტებზე კოლაბორაციულ მუშაობას Google-ის შემდეგი სერვისებიდან: Docs, Sheets, და Slides-იდანაც შეძლებთ. ამ ეტაპზე Microsoft-ის მხარდაჭერა მხოლოდ Google-ის სერვისების კომერციულ ვერსიებს ემატება, თუმცა კომპანიის თქმით, სიახლე თვის ბოლომდე ყველა მომხმარებელთან აისახება. დოკუმენტების ფორმატების სრული ჩამონათვალი: Microsoft Word: .doc, .docx, .dot Microsoft Excel: .xls, .xlsx, .xlsm, .xlt Microsoft Powerpoint: .ppt, .pptx, .pps, .pot
0