ეკო რჩევა

0
❗️არ მიირთვათ საჭმელ-სასმელი ბიფენოლის შემცველი პლასტმასის ჭურჭლიდან. ☢️ბიფენოლი (BPA) არის ქიმიური ნივთიერება, რომელიც ჯერ კიდევ 1960 წლიდან გამოყენება პლასტმასის და რეზინის დასამზადებლად. ☢️ბიფენოლს შეიცავს პოლიკარბონატის პლასტმასი და ეპოქსიდის რეზინა. ამ ტიპის პლასტიკი გამოიყენება საკვების ან სითხის შესანახ ჭურჭელში, მაგალითად ბოთლებსა თუ კონტეინერებში, თუმცა ეს ნივთიერება სხვა ტიპის ნაწარმშიც გვხვდება. ☢️ეპოქსიდის რეზინა გამოიყენება მეტალის ქილების, ბოთლის სახურავების და კონტეინერების შიგთავსის დასაფარად. ☢️კვლევებმა აჩვენა, რომ ჭურჭლიდან ბიფენოლი შეიძლება შეერიოს საკვებს, რაც საფრთხისშემცველია ადამიანის ჯანმრთელობისთვის. ☢️სითბოს ზემოქმედების შემთხვევაში პლასტმასიდან გამოიყოფა ბიფენოლი და ჟონავს საკვებში, რაც იწვევს ჰორმონალურ დარღვევებს, ღვიძლის პრობლემებს, ხელს უწყობს სიმსივნის განვითარებას და ბავშვებში ქცევის ნორმების დარღვევასაც კი იწვევს. საფრთხის მაქსიმალურად შესამცირებლად და ზიანისგან თავდასაცავად👇 ✅ გამოიყენეთ ისეთი პლასტმასი რომელიც არ შეიცავს ბიფენოლს და მასზე დატანილი არ არის წარწერა BPA (Bisphenol-A) ✅ შეამცირეთ ქილებში დაკონსერვებული პროდუქტის მოხმარება. ✅ ჭურჭელი მოარიდეთ სითბოს, ნუ გამოიყენებთ მიკროტალღურ ღუმელს კონტერში მოთავსებული საკვების გასათბობად, მზის სხივებს მოარიდეთ წყლის ბოთლები და ა.შ. ტემპერატურის აწევასთან ერთად იზრდება იმის ალბათობა, რომ ბიფენოლი მიხვდება იმ საკვებსა თუ სასმელში რაც პლასტმასის ჭურჭელშია მოთავსებული. ✅პლასტმასი ჩაანაცვლეთ შუშით ან უჟანგავი რკინით და ცხელი საკვებისა თუ სითხის მოსათავსებლად გამოიყენეთ ისინი პლასტმასის ჭურჭლის ნაცვლად.
0