0
15 აპრილს პარიზში განვითარებულმა მოვლენებმა მთელი მსოფლიო შეძრა, პარიზის ღვთისმშობლის ტაძარს, რომელიც საუკუნეების მანძილზე ითვლებოდა არა მხოლოდ მსოფლიო მოდის დედაქალაქის, არამედ მთლიანად საფრანგეთის სავიზიტო ბარათად, ცეცხლი გაუჩნდა. ხანძარი რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა და უზარმაზარი ნაგებობიდან მხოლოდ მთავარი სტრუქტურა გადარჩა. აღსანიშნავია, რომ 15 აპრილის ტრაგედია არ არის პირველი, როცა ძეგლის არსებობას საფრთხე შეექმნა, ტაძარი 1871 წელს გადაურჩა დაწვას, როცა ქვეყანაში აჯანყება დაიწყო. ამდენი განსაცდელის მიუხედავად ტაძარი დღემდე ამაყად იდგა პარიზის ცენტრში და ყოველწლიურად 12-დან 14 მილიონამდე ტურისტს მასპინძლობდა. მსგავსი მრავალსაუკუნოვანი ისტორიის განადგურებამ საზოგადოება შეძრა, ფრანგი ხალხი მთელი ღამის განმავლობაში თვალს ადევნებდა საყვარელი ტაძრის ნგრევის შემაძრწუნებელ კადრებს. თვითმხილველების რეაქციები ნოტრ დამში გაჩენილ ხანძარზე ფოტოები: https://2020news.ge/index.php/სიახლეები/item/13790-თვითმხილველთა-ემოციბი-ფოტოები
0