15 votes
0 comments
0 shares
Save
1 views
Ninya Khachiuri
Tbilisi · 1 year ago

ჰაერი


Ninya Khachiuri
Tbilisi · 1 year ago
Similar Posts
Tbilisi Daily
Tbilisi, Georgia · 2 weeks ago
რა ახალი წესები ამოქმედდება ევროკავშირში შესვლის მსურველი ავიამგზავრებისთვის
1-ელ ივლისს ევროკავშირი თავის საზღვრებს მესამე სამყაროს ქვეყნების მხოლოდ მცირე ნაწილთან გახსნის. თუმცა უახლოეს მომავალში ამ ჩამონათვალის გაფართოებაც იგეგმება. რომელი განვითარებადი ქვეყნების მოქალაქეებს შეუშვებენ მალე ევროკავშირში და როგორ უნდა მოიქცნენ ევროპაში გაფრენის მსურველი მგზავრები? ამ და სხვა აქტუალურ კითხვებს პასუხი Deutsche Welle-მ გასცა. რა იცვლება 1-ლი ივლისიდან? ევროკავშირში შესვლის შეზღუდვა განვითარებადი ქვეყნების მოქალაქეთათვის 1-ლი ივლისიდან ეტაპობრივად მოიხსნება. თავდაპირველად მოსალოდნელია, რომ აღნიშნული ინიციატივა დასავლეთ ბალკანეთის მხოლოდ 6 ქვეყანას შეეხება. ესენია ალბანეთი, ბოსნია და ჰერცეგოვინა, კოსოვო, მონტენეგრო, ჩრდილოეთ მაკედონია და სერბეთი. ამის მიზეზი არის ის, რომ ზემოთ ჩამოთვლილ ქვეყნებში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა ანალოგიური ან უკეთესიც კია, ვიდრე - ევროკავშირში. სამომავლოდ, ამ ჩამონათვალის გაფართოება იგეგმება და სავარაუდოდ, მათ შორის იქნება საქართველოც. რაც შეეხება შენგენის ზონის შიდა საზღვრებს, ის 15 ივნისიდან უკვე გახსნილია. შესაბამისად, სასკოლო არდადეგების დაწყებამდე, შენგენის 26 ქვეყნის მოქალაქეებს საშუალება ჰქონდათ შიდა ავიამიმოსვლით ესარგებლათ. ამიტომაც სწორედ ამ მიმართულებით ტურისტულმა სააგენტოებმა და ავიაკომპანიებმა სარეკლამო რგოლები გაააქტიურეს. ამ დროს განსაკუთრებული აქცენტი კეთდებოდა თვითმფრინავებსა თუ აეროპორტებში შემუშავებულ და განხორციელებულ უსაფრთხოების ზომებზე, რომელთა დაცვაც ახალი კორონავირუსული ინფექციის თავიდან ასარიდებლად აუცილებელია. კონკრეტულად რა წესებზეა საუბარი და როგორ უნდა მოიქცეს ევროპაში გაფრენის მსურველი მგზავრი? ნიღაბი როგორც თვითმფრინავში, ასევე - აეროპორტის შენობაში აუცილებელია იმის აღნიშვნა, რომ ევროპაში გაფრენის მსურველი ადამიანისთვის ნიღბის ტარება სავალდებულოა. ევროკავშირის სტრუქტურების მიერ გამოქვეყნებული სამგზავრო საჰაერო მიმოსვლის ინსტრუქციის თანახმად, ამ წესის დაცვა აუცილებელია "გამგზავრების მიზნით, აეროპორტის შენობაში შესვლის მომენტიდან დანიშნულების აეროპორტიდან გასვლამდე". გამონაკლისს წარმოადგენენ მხოლოდ 6-წლამდე ასაკის ბავშვები და ის პირები, ვისთვისაც ნიღბის ტარება სამედიცინო მიზეზების გამო დაუშვებელია. გარდა ამისა, აუცილებელია, რომ მგზავრებმა ნიღაბი ყოველ 4 საათში შეიცვალონ. მათ ხელები რეგულარულად უნდა დაიბანონ და დეზინფექცია ჩაიტარონ. როგორც წესი, ფრენა 4 საათზე მეტხანს გრძელდება, ამიტომაც მგზავრს, სულ ცოტა, 1 სათადარიგო ნიღაბი მაინც უნდა ჰქონდეს. თვითმფრინავის სალონში ხელბარგის ატანა გერმანიის აეროპორტების უმრავლესობაში დაინერგა წესი, რომლის თანახმადაც, მგზავრს სალონში მხოლოდ ერთი ცალი ჩანთის ატანა შეუძლია. სავარაუდოდ, ამან მგზავრის ბარგის შემოწმების პროცესი უნდა დააჩქაროს და აეროპორტში ინფიცირების რისკი მინიმუმამდე დაიყვანოს. ბარგის შემოწმებისას 1,5-მეტრიანი სოციალური დისტანციის დაცვა აუცილებელია. ამისათვის კი ავიაკომპანიებმა სახმელეთო სამსახურებთან ერთად აეროპორტებში სპეციალური ნიშნულები უნდა გააკეთონ და მგზავრებისთვის დამატებითი სარეგისტრაციო პუნქტები გახსნან. სამედიცინო კონტროლი აეროპორტებში ამ დროისთვის გერმანიის აეროპორტებში თერმოსკრინინგი ყველა მგზავრისთვის აუცილებელი არ არის. თუმცა ყველა აეროპორტი ვალდებულია, ტემპერატურის საზომი აპარატურა ჰქონდეს და სიტუაციის შესაბამისად, მასობრივი თერმოსკრინინგის დასაწყებად ნებისმიერ დროს მზად იყოს. თუმცა ავიაკომპანიებს შეიძლება საკუთარი წესები ჰქონდეთ. მაგალითად, Lufthansa უახლოეს მომავალში გეგმავს, რომ მგზავრებს ახალ კორონავირუსზე ნებაყოფლობითი ტესტირება შესთავაზოს. აღნიშნული მომსახურება მიუნხენისა და ფრანკფურტის (მაინის) აეროპორტებში იგეგმება. ტესტის შედეგები 4 საათში ცნობილი იქნება. ავიაკომპანიის განცხადებით, ამ მომსახურებაზე მოთხოვნა, უპირველეს ყოვლისა, ექნებათ იმ ადამიანებს, რომლებიც მიემგზავრებიან ქვეყნებში, სადაც შესვლა მხოლოდ ახლახან ჩატარებული SARS-CoV-2-ის ტესტის პასუხით არის შესაძლებელი. რამდენად დიდია ბორტზე ინფიცირების რისკი? ბორტზე ინფიცირების რისკი არსებობს, მაგრამ ის არც თუ ისე დიდია- ამტკიცებენ ავიაკომპანიებისა და თვითმფრინავების მწარმოებელი ევროპული კონცერნის- Airbus-ის წარმომადგენლები. ამას კი იმით ხსნიან, რომ თვითმფრინავის სალონში ჰაერის მიმოქცევა ზევიდან ქვევით ხდება. ამიტომაც მგზავრების მიერ ამოსუნთქული ჰაერი სხვა წვეთებთან ერთად დაუყოვნებლივ სალონის იატაკზე ეცემა და გვერდით მჯდომს არ ხვდება. ”ჩვენს თვითმფრინავებში ჰაერწვეთოვანი გზით ინფიცირების რისკი ისეთივე უმნიშვნელოა, როგორც რომელიმე გერმანული კლინიკის საოპერაციოში”, - წერს თავის ვებგვერდზე ავიაკომპანია Condor-ი. გერმანელი ვირუსოლოგი იონას შმიდტ-ხანასიტი (Jonas Schmidt-Chanasit) ასეთ განცხადებებს სკეპტიკურად უყურებს. ჰამბურგის ტროპიკული მედიცინის ინსტიტუტის ხელმძღვანელი გვახსენებს, რომ თვითმფრინავში ჰაერის ფილტრაციის ყველაზე თანამედროვე სისტემის არსებობის შემთხვევაშიც კი ფრენა ინფიცირების რისკს თავისთავად შეიცავს. რაც უფრო ხანგრძლივია ეს მგზავრობა, საფრთხეც მეტია - აღნიშნავს ვირუსოლოგი. იქნება თუ არა შუა ადგილები ცარიელი? ევროკავშირის ავიაკომპანიებს არ ევალებათ, ფანჯარასა და გასასვლელს შორის არსებული შუა ადგილები ცარიელი დატოვონ. გადამზიდველს ამის გაკეთება შეუძლია, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ თვითმფრინავის დატვირთვა ამის საშუალებას მისცემს. ამრიგად, მგზავრებს ავიაკომპანიისგან შუა ადგილების გამოთავისუფლების მოთხოვნის უფლება არ აქვთ. imedinews.ge
ნამდვილი ფერები მსოფლიოზე
Tbilisi, Georgia · 3 days ago
ეკოლოგია
თვითონ ეს ტერმინი, რომელიც გარემოს დაცვის აღსანიშნავად გამოიყენება ბერძნული სიტყვაა (Oikos - სახლი, გარემო; Logos - შეცნობა) და გარემოს შესწავლას გულისხმობს. იმ გარემოსი რომელსაც ადამიანი დღესაც, 21-ე საუკუნეშიც დიდ ზიანს აყენებს. უამრავ წყაროში გვხვდება ინფორმაცია, იმის შესახებ თუ რა საფრთხის შემცველია მისდამი უყურადღებობა და უდიერი მოპყრობა. მაგრამ ადამიანები არ ითვალისწინებენ წარსულ გამოცდილებას და მაინც არ დგამენ მკვეთრ ნაბიჯებს. რა იგულისხმება მკვეთრ ნაბიჯებში? ჰაერის, ნიადაგის, წყლის დაბინძურება და სხვა. ამ პრობლემების აღმოსაფხვრელად მკვეთრი და კომპლექსური ნაბიჯების გადადგმაა საჭირო. ავიღოთ ჩვენი ქვეყანა, ყველა ვხვდებით რომ, თუ არსებულ ეკოსისტემას არ გავუფრთხილდებით ყველაზე ბრუტალურ შედეგს მივიღებთ, რომელთა შორის უმძიმესი ცოცხალი არსებების განადგურება მათ შორის ადამიანის. სიმართლეს რომ თვალი გავუსწოროთ ეს პროცესი უკვე დაწყებულია, ჩვენი უმოქმედობით. მაგალითისთვის ავიღოთ ბოლო 5 წლის განმავლობაში, ჩვენს ქვეყანაში სხვადასხვა დაავადებებით გარდაცვლილთა სტატისტიკა: სიმსივნე - 35 394 ადამიანი; სასუნთქი სისტემის დაავადებები - 13 893 ადამიანი, სისხლის მიმოქცევის პრობლემები - 101 775 ადამიანი. როგორც კვლევები ამბობენ ზემოთ აღნიშნულ დაავადებებს, კავშირი აქვთ გარემოზე უდეირ მოპყრობასთან და ერთ-ერთი გამომწვევი მიზეზი, ამ დაავადებებისა ესაა. ისიც აღსანიშნავია, რომ საქართველო ჰაერის სისუფთავის ინდექსით 109-ე ადგილს იკავებს. სუფთა ჰაერის პირველი მტერი კი ავტომობილებიდან და ქარხანა-დანადგარებიდან გამოყოფილი გამონაბოლქვია. ნივთიერებები, როგორიცაა: მტვრის მყარი ნაწილაკები; NO2(აზოტის დიოქსიდი); SO2(გოგირდის დიოქსიდი) PM-2.5,PM-10 ერევა იმ ჰაერს რომლსაც ჩვენ ვსუნთქავთ. და მაინც რა პრობლემებს იწვევს ? ის გამომწვევია ისეთი პრობლემებისა, როგორიცაა: სიმსივნე, თვალის გაღიზიანება, ბრონქიტი, სუნთქვის გახშირება, სასუნთქი სისტემის დაზიანება, სიმძიმის შეგრძნება გულმკერდის არეში, რესპირატორული ინფექციებისადმი მაღალი მგრძნობელობა და სხვა. თუმცა ამის მიუხედავად, ქვეყანაში მაინც მიმდინარეობს „დიზელზე“ მომუშავე ავტომობილების გადაადგილება და უფილტრო ქარხნების ფუნქციონირება. უამრავმა სახელმწიფომ დაიწყო ელექტროავტომობილებზე და ველოსიპედებზე გადაჯდომა. მაგალითად: მსოფლიოში პირველად, ავსტრიის ქალაქ ბაირონ ბეიში უნდა მოხდეს 100%-ით მზის ენერგიაზე მომუშავე მატარებლის ამუშავება. „SunMan”-ის მზის პანელები დამონტაჟებულია მატარებლის სახურავზე, რომელიც გამოიმუშავებს ენერგიას, 77კვ/სთ. მატარებლის ელემენტებს დაახლოებით იგივე შესაძლებლობის სიმძლიერე აქვს, რაც „ტესლას S“ მოდელს და დატენვა ჰყოფნის 12-დან 15-მდე მარშუტის შესრულებას. ამასთანავე იგი ინაზღაურებს დახარჯული ენერგიის 25%-ს. თავდაპირველად მატარებლით მოსახლეობა მხოლოდ შაბათ-კვირას ისარგებლებს, მაგრამ იანვრიდან ის სრული დატვირთვით დაიწყებს მუშაობას. ეს არის ერთ-ერთი მაგალითი, იმისა თუ როგორ ებრძვის განვითარებული სახელმწიფო ჰაერის დაბინძურებას. ის ხომ მხოლოდ დაავადებების გამომწვევი არა. დაბინძურებული ჰაერი ტემპერატურის მატების ერთ-ერთი გამომწვევი მიზეზია, რაც თავის მხრივ იწვევს ყინულის საფარის დნობას და ხანძრებს. მაგ: 1972 წლის შემდგომ, გრენლანდიის ყინულის საფარის დნობამ, ზღვის დონის 1,27 სმ-ით აწევა გამოიწვია. აპრილში გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, სტატისტიკის ნახევარი გასულ რვა წელზე მოდის. ამ მაჩვენებლის მიხედვით, ვარაუდობენ რომ, დანიის ყინულოვანი საფარი 1000 წელიწადში გადნება, რაც წყლის 27მ-ით მომატებას გამოიწვევს. დანიის მეტეოროლოგიური ინსტიტუტის კლიმატოლოგი, რუთ მოტარამი ამ ქრონოლოგიას ეჭვის თვალით უყურებს და თვლის, რომ ტემპერატურის 1,5-2 გრადუსით მომატების შემთხვევაში, დადგება წერტილი რომლის, იქითაც გრენლანდიის ყინულოვანის საფარის შენარჩუნება შეუძლებელი გახდება. დნობის პროცესი ასევეა აჩქარებული დედამიწის მეორე მხარეს, ანტარქტიდაზე. გასული 10 წლის განმავლობაში კონტინენტი ყოველწლიურად 252 მილიარდ ტონა ყინულს კარგავდა, რაც შეეხება გრენლანდიას, ის წელიწადში 286 მილიარდ ტონას. ამ ციფრების ნაწილი ახერხებს განმეორებით გაყინვას, მაგრამ ეს საკმარისი არ არის წყლის დონის დასაწევად. ანტარქტიდისა და გრენლანდიის ყინულოვან საფარში თავმოყრილია მსოფლიო მტკნარი წყლის 99%. მათი გადნობის შემთხვევაში ხმელეთის დიდი ნაწილი დაიფარება წყლით, მაგ: ფლორიდის შტატი. მეორე უდიდესი პრობლემა რასაც ტემპერატურის მატება იწვევს ხანძრებია. იმის გამო რომ ტემპერატურა ხშირად მატულობს, დედამიწის სხვადასხვა კუთხეებში ხშირია ხანძრები, რაც საგრძნობლად ამცირებს ტყით დაფარული ხმელეთის ნაწილს. მცენარეების მიერ გამოყოფილი ჟანგბადი ეხმარება ტემპერატურას დაწეევაში, ადამიანებს კი არსებობაში. აქვე აღსანიშნავია ცხოველები, რომლრბიც ამ ხანძრებს ეწირებიან და უამრავი სახეობა საფრთხის წინაშე დგას. იმისათვის რომ კიდევ ერთხელ გავიაზროთ თუ რამხელა უბედურება მოაქვს ხანძარს გავიხსენოთ, 2019 წელს მომხდარი ხანძარი ამაზონის ჯუნგლებში. „დედამიწის ფილტვებად“ წოდებული ტყის მასივის დაწვამ, რომელიც ტერიტორიული განაწილებით 9 სახელმწიფოს აერთიანებს(,ბრაზილია, პერუ, ვენესუელა, ეკვადორი, ბოლივია, გაიანა, სურინამი, საფრანგეთის გვიანა) უდიდესი ზიანი გამოიწვია თავისი მაშტაბებით. ამ ხანძრის დროს განადგურდა ათასობით ხე და დაიღუპა უამრავი ცხოველი. ეს ერთადერთი შემთხვევა არა. ბოლო ორი წლის განმავლობაში ხშირად ვიგებთ, ამა თუ იმ ტყის დაწვის შესახებ ამბებს, რაც დიდი საფრთხის წინაშე გვაყენებს ჩვენ. განსაკუთრებული პრებლემა იქმნება ახალი ხე-მცენარეების გაზრდაში, რადგან იმისათვის, რომ მიწის დამწვარი ნაწილი აღდგეს და ის კვლავ ნაყოფიერი გახდეს მათ გასაზრდელად წლები საჭირო. ზემოთ აღნიშნულ პრობლემებთან ერთად, აუცილებლად უნდა ვახსენოთ ოზონის პრობლემა, რომელიც არა ნაკლები ზიანის მომტანია. ოზონი უფერო გაზის ერთობაა, რომელიც დედამიწის ატმოსფეროს ნაწილია. ის ქიმიურად აქტიური ნივთიერება, რომელიც თავის მხრივ მარტივად რეაგირებს სხვა ნივთიერებებზე. დედამიწის ზედაპირთან ახლოს მომხდარი რეაგირება, იწვევს მცენარის სიცოცხლის და ფილტვის ქსოვილების დაზიანებას, რადგან ეს რეაგირება რეზინის გახეთქვას ჰგავს. ის ასევე შთანთქავს მზის მავნე კომპონენტებს, რომლებიც „ულტრაიისფერი გამოსხივების“ სახელითაა ცნობილი. მისი ამგვარი ქმედება იცავს ცოცხალ ორგანიზმებს. მაგრამ სამწუხაროდ ქლოროფუეროკარბონების მსგავსი აირების გამო მოხდა მისი მოლეკულური სტრუქტურის დარღვევა, რამაც გამოიწვია მასში ღრმულის წარმოქმნა. ყოველწლიურად, ბოლო რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში, სამხრეთ ნახევარსფეროში, გაზაფხულზე, ქიმიური რეაქციები, რომლებიც შეიცავენ ქლორსა და ბრომს, სამხრეთ პოლარულ რეგიონში ოზონს სწრაფად და სასტიკად ანადგურებენ. მისი განადგურება ცოცხალი ორგანიზმებისათვის ფატალური შედეგის მომცემია. მისი არ არსებობით მოხდება დედამიწაზე ულტრაიისფერი სხივების მოხვედრა. მეცნიერების თქმით მან შეიძლება გამოიწვიოს: ორგანიზმების დნმ-ს ცვლილება, კანის კიბო უმწვავესი ფორმით და ადამიანების სიკვდილი. ადამიანებიის ქმედებებით ჩვენ უფრო ვასწრაფებთ ამ პროცესს, მაგრამ არსებობს კვლევები, რომელთა თქმითაც ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ამ პროცესის მიმდინარეობა შემცირებულია. მსოფლიო ამ პროცესის უფრო შესამცირებლად ატარებს სხვადასხვა პრევენციებს. ერთ-ერთი ასეთი პრევენციაა: ელექტროავტომობილების მასიური გამოყენება და გამონაბოლქვის შემცირება. ეკოსისტემის უკეთ დასაცავად ადამიანებმა უნდა ვიზრუნოთ მასზე, ნებისმიერი ხერხით რომელიც მისი გადარჩენისთვის იქნება საჭირო. ერთ-ერთი ასეთი ხერხია ნარჩენების გადამუშავება. რომლის მეშვეობითაც მოვახერხებთ გარემო დავიცვათ დაბინძურებისგან. ეს პროცესი დაწყებულია რიგ სახელმწიფოებში, რომელთა შორისაც საქართველოა. მაგრამ ამ შესანიშნავ საქმეში ჩვენ თითოეულმა ადამიანმა უნდა შევიტანოთ ჩვენი წვლილი, თუნდაც გარემოში ნარჩენების არ დაყრა.#feedcgrantFeedc Feedc Support #ჯანსაღიცხოვრება #მეცნიერება #ასტროლოგია #ეკოლოგია#feedc#newsonfeedc#feedcproject#ჩემიქალაქიმკლავს
+8
Tbilisi Daily
Tbilisi, Georgia · 2 months ago
Wizzair ფრენების განახლებას იწყებს
ავიაკომპანია Wizzair მოგზაურობის დროს ნიღბების გამოყენებას სავალდებულოს ხდის და განახლებული მგზავრობის პროტოკოლოს შესახებ აცხადებს. ამის შესახებ ინფორმაცია ავიაკომპანიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე ვრცელდება. როგორც კომპანიის განცხადებაშია აღნიშნული, ქვეყნების ნაწილმა საგანგებო მდგომარეობის შემსუბუქება დაიწყო, შესაბამისად, ავიაკომპანია ფრენებს აახლებს კონკრეტულ ქვეყანაში არსებული მოქმედი რეგულაციის მიხედვით. „Wizzair უსაფრთხოების უპრეცედენტო ზომებს სთავაზობს თავის მომხმარებელს. მგზავრობის დროს დაცული იქნება არამხოლოდ სოციალური დისტაცირების ნორმები, ასევე ჰიგიენის ნორმები. მოხდება ჩვენი თვითმფრინავების ყოველდღიური დეზინფიცირება. გვინდა ავღნიშნოთ, რომ ჩვენი თვითმფრინავის სალონებში ჰაერი ისეთივე სუფთაა, როგორც საავადმყოფოს საოპერაციო ოთახებში, რადგან ის ბევრჯერ იცვლება საჰაერო ფილტრებით (HEPA ფილტრებით), რომლებიც 99,97% -ით ათავისუფლებენ ჰაერს ვირუსებისა და ბაქტერიებისგან“,-აღნიშნულია კომპანიის ოფიციალურ განცხადებაში. როგორც Wizzair აცხდებს, კომპანია ზრდის უკონტაქტო გადახდების ლიმიტს 25 ევრომდე, რაც მომხმარებელს მისცემს ბორტზე საკვების შეძენის საშუალებას სურვილის შემთხვევაში. Wizzair აღნიშნავს, რომ თუკი მომხმარებელი მოგზაურობას ზაფხულის პერიოდში გეგმავს და ჯერ დარწმუნებული არ არის მოხერხდება თუ არა მოგზაურობა აღნიშნული შეზღუდვების გამო, ურჩევს შეიძინოს WIZZ Flex პროდუქტი. „WIZZ Flex მოგცემთ საშუალებას შეცვალოთ ფრენის თარიღი ინტერნეტით ყველანაირი საფასურის გარეშე ან დაიბრუნოთ თანხა უკან, თუკი გამგზავრებას გადაიფიქრებთ. ავიაკომპანია ფრენებზე ისევ ყველაზე დაბალ ფასებს გპირდებათ“, - აღნიშნულია კომპანიის ოფიციალურ განცხადებაში.
ჩემი ქალაქი მკლავს
Tbilisi, Georgia · 2 weeks ago
დროა დავემშვიდობოთ ჰაერის დაბინძურებას
😷კორონა ვირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების შედეგად, ადამიანებს მსოფლიო მასშტაბით, მოგვეცა საშუალება გვესიამოვნა სუფთა ჰაერით. მოულოდნელი არ იყო, თუმცა მაინც სამწუხაროა-როგორც კი შემსუბუქდა პანდემიით გამოწვეული შეზღუდვები, ჰაერის დაბინძურებამ კვლავ იფეთქა. ბოლო კვლევების თანახმად, ჩინეთში აპრილის ბოლოს, მაისის დასაწყისში ჰაერის დაბინძურების იგივე მაჩვენებელი დაფიქსირდა რაც კარანტინამდე იყო, ფილიპინებიც ამ ტენდენციას მიჰყვება. 😷წიაღისეული საწვავის წვის შედეგად დაბინძურებული ჰაერის გამო, მსოფლიოში ყოველწლიურად 4,5 მილიონი ნაადრევი სიკვდილი ფიქსირდება. 2018 წლის რეპორტის თანახმად კი, ჰაერის დაბინძურების საფასური დღეში 8 მილიარდს შეადგენდა, რაც უხეშად რომ ვთქვათ, მსოფლიო შიდა პროდუქტის 3,3 %-ს შეადგენს. ხოლო ჯანმოს მიხედვით, მსოფლიო მოსახლეობის 91%-ის საცხოვრებელ ადგილას ჰაერის დაბინძურება, დადგენილ სტანდარტზე მაღალია, ანუ ძალინ საშიშია. 😷რაც ყველაზე ცუდი და თან ცხადია, ჰაერის დაბინძურება ასუსტებს ორგანიზმს, რის შედეგადაც იგი უფრო მგრძნობიარე ხდება რესპირატორული დაავადებების მიმართ (მაგ.: კოვიდ-19). იგი ძალიან სარისკოა ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანებისთვის, სწორედ ამიტომ არის მათ შემთხვევებში კორონა ვირუსი მომაკვდინებელი. სხვა კვლევამ კი აჩვენა, რომ ჰაერის დაბინძურებას შეუძლია გაზარდოს კოვიდ-19 -ით გამოწვეული სიკვდილიანობა. 🆘და აქვე, უბრალოდ შეგახსენებთ, რომ სწორედ ეს მომაკვდინებელი ჰაერის დაბინძურება, ისევ ჩვენთან არის!😷 🌍კორონა ვირუსისგან მიღებული გაკვეთილები კორონავირუსის კრიზისის გამო, მსოფლიო დრამატულად შეიცვალა. პანდემიის შედეგად, ჰაერის დაბინძურების საკითხმა ბევრი ქვეყანის ყურადღება მიიპყრო, რადგან მათ ძალიან დიდი ხნის მანძილზე პირველად იხილეს ლურჯი, სუფთა ცა. ♻️ალბათ ჩნდება კითხვა, როგორ მივაღწიეთ ამას? მთელს მსოფლიოში, ბევრმა ქარხანამ და ინდუსტრიულმა საწარმომ შეწყვიტა მუშაობა პანდემიის გამო, რამაც ბუნებრივად შეამცირა წიაღისეული საწვავის წვა. ზოგიერთ ქვეყანაში კი, როგორიც არის ინდოეთი, უბრალოდ შეამცირეს მუშაობა, რამაც პროპორციულად შეამცირა ჰაერის დაბინძურება. ქუჩები და ტრასები დაცარიელდა ტრანსპორტისაგან, რამაც ასევე ხელი შეუწყო, ჰაერის სისუფთავეს. 🌍სწორედ ამ მსოფლიოში არსებული ყოველდღიური ბიზნეს ოპერაციების დრამატულად გაჩერების შედეგად ჩვენ ვსუნთქავდით სუფთა ჰაერს. ნასას სატელიტით დაფიქსირებული მონაცემები, გვიჩვენებს აზოტის დიოქსიდის (NO2) მნიშვნელოვან ვარდნას კორონა ვირუსის დაფიქსირების შემდეგ. „ეირ ვიზუალ“-ის სპეც. რეპორტიდან აღმოვაჩენთ, რომ წვრილი ნაწილაკები - PM2.5- იც საგრძნობლად დაეცა 10 დიდ ქალაქში. გრინფისის ინდოეთის ანალიზის მიხედვით კი, ამ ქვეყანაში ბოლო 30 წლის მანძილზე პირელად გამოჩნდა ჰიმალაის მთები, კარანტინის გამოცხადებიდან 10 დღის შემდეგ.🌲🌳 პანდემიამ ჩვენი აწმყო აქცია ულევი გამოწვევების ხანად და ამავდროულად ბევრი ფასეული გაკვეთილი მოგვცა: • შესაძლებელია მივიღოთ სუფთა ჰაერი, როდესაც მიღებულია სწრაფი და გადამწყვეტი ქმედებები. • ჩვენ შეგვიძლია დავიბრუნოთ ლურჯი ცა, თუ გავაუქმებთ წიაღისეული საწვავის წვას ყველა ინდუსტრიასა და სექტორში. • ჩვენ შეგვიძლია ვიცხოვროთ ისე, რომ ინდივიდუალურ დონეზე რაც შეიძლება ნაკლები დაბინძურება გამოვიწვიოთ, მაგ.: ვიმოგზაუროთ ნაკლები, მოკლე დისტანციებზე ვიაროთ ფეხით ან ველოსიპედით, ვიმუშაოთ სახლიდან (თუ ეს შესაძლებელია). ♻️სუფთა ჰაერის სუნთქვა რეალურია ქვეყნების ჩვეულ რეჟიმში დაბრუნებასთან ერთად, ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ შეგვიძლია ვისუნთქოთ სუფთა ჰაერი. ეს კი სულაც არ გულისხმობს ისევ კარანტინში მოქცევას ქვეყნებსა და ქალაქებს, ამისათვის მთავრობების სწორი აქცენტები და გადაწყვეტილებებია საჭირო.🌍 ♻️წარმოგიდგენთ სამ ძირითად ცვლილებას რომელიც დაგვეხმარება სუფთა ჰაერის შენარჩუნებაში, იმ დროს როდესაც თან ეკონომიკის სტიმულაცია უნდა მოხდეს და თან კლიმატის ცვლილებებს უნდა ვებრძოლოთ.♻️ 1️⃣ ფოკუსირება უნდა მოხდეს მწვანე საფარზე გრძელვადიან პერიოდში ჰაერის დაბინძურების შესამცირებლად, მთავრობის დაფინანსებამ და სტიმულირების ზომებმა არ უნდა შეუწყოს ხელი ისეთი ინდუსტრიების წარმოებას, რომლებიც გამოყოფენ დამაბინძურებლებს. მთავრობის მიერ გაცემული ფინანსური პაკეტები უნდა ასტიმულირებდეს მწვანე საფარის შექმნას. მაგალითად, მათ ხელი უნდა შეუწყონ დამაბინძურებელი ინდუსტრიიდან კადრების გადამზადება/გადაყვანას ეკომეგობრულ ინდუსტრიებში. ✊მთავრობამ ასევე უნდა მოსთხოვოს დამაბინძურებელ სექტორებსა და კომპანიებს დამაბინძურებელი ნივთიერებების გამოშვების შემცირება. ეს ქმედებები ასევე დაეხმარება პარიზის შეთანხმების მიზნის განხორციელებას- გლობალურ დათბობის ლიმიტირებას 1,5 გრადუსის ქვემოთ, რაც ნახშირბადის გამოყოფის შემცირებით, სავსებით რეალურია. 🇩🇪 ამის კარგი მაგალითია გერმანიის განცხადება, რომ ქვეყნისგან კოვიდ 19 შემდგომი ეტაპისთვის დასახმარებლად გამოყოფილი 130 მილიარდი, არ გაიცემა პრემიებად, ბენზინის ან დიზელის მანქანის მყიდველებზე. რაც უფრო მეტი ქვეყანა გამოიყენებს მასტიმულირებელ ბიუჯეტს დაბინძურების წინააღმდეგ, მით უფრო მკვეთრი იქნება ამ ქმედებების პოზიტიური ეფექტი. 2️⃣ ახლანდელი ენერგიის სისტემების რეფორმა განახლებად ენერგიას მინიმუმამდე დაჰყავს ჰაერის დაბინძურება, რასაც ნამდვილად ვერ ვიტყვით წიაღისეული საწვავით მიღებულ ენერგიაზე, რომელიც ამწვავებს ჰაერის დაბინძურებას. მთავრობებმა უნდა გააუქმონ ყველა სამომავლო გეგმა, ნახშირზე მომუშავე ელექტროსადგურების მშენებლობისა და მაქსიმალურად გადავიდნენ განახლებადი ენერგიის წარმოებაზე. 3️⃣ საზოგადოებრივი ტრანსპორტის სისტემა იყოს „მწვანე“ და ხალხზე მორგებული ტრანსპორტის სისტემა არის კიდევ ერთი და მთავარი ჰაერის დაბინძურების წყარო, რომელიც განსაკუთრებით აბინძურებს ჰაერს ურბანულ ადგილებში. თუმცა ამის გამოსწორებაც შეიძლება, პირველ რიგში მეტი ტროტუარისა და ველო ბილიკების შექმნით. ♻️ასევე შიდა წვის ძრავის მქონე ტრანსპორტის ხმარებიდან ამოღება და ნულოვანი დაბინძურების მქონე, ელექტრო ძრავის ან სხვა ნაკლებად მავნებელი ტრანსპორტით ჩანაცვლება, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ამ ყველაფრის გარდა, ძალიან მნიშვნელოვანია კომფორტული და ხელმისაწვდომი საზ. ტრანსპორტის სისტემის დანერგვა, რათა ადამიანებს შეეძლოთ საკუთარ ავტომობილზე უარის თქმა. ზოგიერთი ქვეყანა, რომელიც კარანტინმა, ასე ვთქვათ გამოაღვიძა, უკვე მუშაობს ზემოთ ხსენებულ ცვლილებებზე, რათა ნაკლები ზეგავლენა მოახდინონ გლობალურ დათბობაზე და ისუნთქონ სუფთა ჰაერი. 4️⃣ გამკაცრდეს რეგულაციები ჰაერის დაბინძურებაზე ქვეყნებში ჰაერის დაბინძურებაზე გამკაცრებული რეგულაციების შემოღება, ხელს შეუწყობს გლობალურ დონეზე ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებას. ✊თუ კი რეგულაციები გამკაცრდება ელექტრო სადგურების, ინდუსტრიული დაწესებულებებისა და ტრანსპორტის მიმართ, ჩვენ მარტივად მივიღებთ გაუმჯობესებულ ჰაერს. რა თქმა უნდა ჩვენი მიზანია ჰაერის დაბინძურების სრულად აღმოფხვრა და თუ ჩვენ ამ ძირითადი პრობლემების გადაჭრას მოვახერხებთ, დანარჩენსაც აუცილებლად მივაღწევთ. 👌ასევე აუცილებელია რეალურ დროში ჰაერის მონაცემების დეტალურად შესწავლა და დაწვრილებითი მონაცემების ქონა, ამ შემთხვევაში ხალხი უფრო მეტად ინფორმირებული იქნება და კიდევ უფრო მოწადინებული, გაუარესების შემთხვევაში, გამოასწოროს მდგომარეობა. სამწუხაროდ, ისეთ ქვეყნებში როგორიც არის ამერიკა და სამხრეთ აფრიკა, მანქანებზე და ნახშირზე მომუშავე ელექტრო სადგურებზე, არა მხოლოდ არ გამკაცრებულა არამედ, რეგულაციები საგრძნობლად შემცირებულია. ასეთი მიდგომა კი გააუარესებს ჰაერის დაბინძურებას და უფრო მეტი ხალხის სიცოცხლეს მოაქცევს რისკ ქვეშ. ბევრი ექსპერტი ამბობს, თუ მსოფლიო დაიწყებს სიმწვანის სტიმულირებას ეს არა მხოლოდ გააუმჯობესებს ჰაერს, არამედ იძლევა უზარმაზარ პოტენციალს გადააქციოს დედამიწა მცირე ნახშირის მომხმარებელ საზოგადოებად. ბევრ ჩვენგანს აქვს იმედი რომ ჰაერი გაუმჯობესდება, ამასობაში კი ყველაფერი უნდა ვქნათ რომ ჰაერის დონე არ დაუბრუნდეს პრე-პანდემიის მაჩვენებელს. კოვიდ 19-ის საწინააღმდეგოდ მიღებულმა ზომებმა გვაჩვენა რომ შეგვიძლია რეალურად ჯანსაღ და მწვანე გარემოში ცხოვრება, ახლა კი მომავალი ჩვენზეა დამოკიდებული.
Sokhumi Daily
Tbilisi, Georgia · 1 month ago
როგორია ოჩამჩირეში გატარებული ზაფხულის დიდი არდადეგები - ქართველი გოგოს ჩანაწერი ოჩამჩირედან
გამარჯობა, მე ნინო ცუცხუბაია ვარ აფხაზეთიდან,კერძოდ კი გალის რაიონში სოფ.საბერიოში ვცხოვრობ. მე მინდა მოგიყვეთ ჩემს სამშობლოზე,ჩემს აფხაზეთზე,მაგრამ ვინიდან სათქმელი ძალიან ბევრია და რა თქმა უნდა ყველაფრის მოყოლას ამ თემით ვერ მოვახერხებ. მე მოგიყვებით აფხაზეთის ერთ-ერთ საკურორტო და უდიდეს რაიონზე - ოჩამჩირეზე. ბებიაჩემი,ნაზო ვარდაია,დედით ქართველი და მამით აფხაზი იყო. იგი ოჩამჩირეში დაიბადა,დღესაც მამაჩემის დეიდა (ბებიაჩემის და) ოჩამჩირეში ცხოვრობს და მე ბიძაშვილებთან ერთად ყოველი ზაფხულის არდადეგებზე ოჩამჩირეში და სოხუმში დავდიოდი,იქ გავატარეთ ბავშოვობის დაუვიწყარი და სასიამოვნო პერიოდი,სწორედ ამიტომ მინდა გადმოგცეთ ჩემი სიყვარული და გრძნობები ოჩამჩირის მიმართ და გამოგზაუროთ ამ საოცარ ადგილას. სუფთა ჰაერი, კამკამა ლურჯი ზღვა,სულ სხვანაირად მცხუნვარე მზის სითბო და მშვენიერი ბუნება, აი რა მიიქცევს უპირველეს ყოვლისა თქვენს ყურადღებას ოჩამჩირეში. ყოველთვის ერთი სული მქონდა როდის დაიწყებოდა ზაფხულის დიდი არდადეგები,რომ ჩქარა წავსულიყავი ოჩამჩირეში და მთელი სამი თვე იქ გამეტარებინა,არასდროს მომბეზრდებოდა იქ ყოფნა და სახლში წასვლაზეც არასდროს მიფიქრია,მოწყენაზე ხომ ზედმეტია საუბარი. ძალიან მიყვარდა სანაპიროზე ჩამოჯდომა და ლურჯი თვალუწვდენელი სივრცის ცქერა,რომელიც არ მთავრდებოდა არასდროს,ნიჟარების შეგროვება,ცხელ ქვიშაზე სირბილი,სახლების აშენება და სანაპიროზე დიდი ასოებით დაწერა „მე მიყვარს აფხაზეთი“,რომელსაც ტალღები ერთი მეორის ჩანაცვლებით მიშლიდნენ და თავიდან ვაწერდი. ხშირად დილით ადრე მივდიოდით ზღვაზე და მზის ჩასვლამდე იქ ვიყავით,ისე რომ ნაშუადღესაც არ მოვდიოდით სახლში,(რაზეც ბებიაჩემის და გვიბრაზდებოდა ხოლმე, ასე როგორ შეიძლება,სახლში უნდა მოხვიდეთ დაისვენოთ და მერე ისევ წადით,როგორ მწარედ ანათებს მზე არ შეიძლებაო) მაგრამ ჩვენ დილით მოვიმარჯვებდით ქოლგებს,საკვებს რომ მთელი დღე იქ გაგვეტარებინა,ასე უფრო ხალისიანი იყო ეს დღეები,სახლში დაბრუნებულები ძალიან დაღლილები ვიყავით. ვანთებდით კოცონს,ვწვავდით მწვადებს,სიმინდს. ოჩამჩირეში მიედინება ერთი დიდი მდინარე ღალიძგა,რომელსაც სათავე აქვს კოდორის ქედის სამხრეთ კალთაზე,მისი სიგრძე არის 53კმ,ძალიან სწრაფი დინებით მიედინება,მდინარეს აქვს ერთი ადგილი სადაც ცხელი წყალი მიედინება,ამბობენ ეს წყალი სამკურნალოც არისო. ჩვენ კი იმ ადგილას დავდიოდით,სადაც ღალიძგა და ზღვა ერთმანეთს უერთდებოდა. ეს ძალიან ლამაზი სანახაობა იყო, ერთ მხარეს ლურჯი აღელვებული ზღვის ტალღების ხმა მეორე მხარეს კი კამკამა მდინარე მიედინებოდა ჩუმად,შემდეგ კი ერთმანეთში,რომ ედინებოდნენ ერთობლივად სხვანაირ ხმაურს ჰქმნიდნენ... ეს არის თვალუწვდენელი სივრცე,მზერა არაფერზე,რომ არ შეგიჩერდება,სასიამოვნო გრძნობა გეუფლება,უზომოდ ბედნიერად გრძნობს თავს,მზე ზღვაზე რომ ირეკლება,ლურჯი ზღვა ბევრად უფრო ლურჯი ჩანს. იცით?ადამიენბიც უფრო ფერადები არიან იქ, რომ ვაკვირდებოდი,მაგრამ გულს გადამწვარი სახლები მიკლავდა..დასანანია ასეთი საკურორტო მხარე ასეთი გავერანებული რომ არის..ოჩამჩირეში გარეუბნიდან ქალაქამდე ერთსართულიანი სახლებია ჩამწკრივებული,მოვლილი ბაღებითა და პატარა ეზოებით,თუმცა დღეს ამ სახლების ნაევარზე მეტი დაცარიელებულია,მიტოვებული,განადგურებული...ერთ დროს ხალხმრავალი,მრავალერიანი ქალაქიდან ნანგრევებია დარჩენილი,რაც ძალიან მოქმედებს ჩემზე.. ოჩამჩირის ცენტრში გარემონტდა ადმინისტრაციული შენობა,კულტურის სახლი,ახალგაზრდული ცენტრი,თუმცა ოდესღაც ამ სავაჭრო ქალაქს უწიდებული ენერგია აღარ შერჩა. ოჩამჩირეში არის ილორის წმ.გიორგის ეკლესია,რომელიც აგებულია სოფ.ილორის შუაგულში,ის შუასაუკუნეების საქართველოს უმნიშვნელოვანეს სალოცავს წარმოადგენდა,თუმცა 2010 წელს რუსმა ოკუპანტებმა ეკლესიას რუსული გუმბათი დაადგეს და ქართული კვალის წასაშლელად გარე ფასადი მრლიანად,ხოლო შიდა კედლები ნაწილობრივ თეთრად გადაღებეს,აღმოსავლეთი მხარე კი,სადაც ქართული წარწერები იყო ამოკვეთილი,მთლიანად გადალესეს.. ყველაფერი ამის მიუხედავად ოჩამჩირეში ცხოვრება გრძელდება,ბებია გარდამეცვალა 6 წლის წინ,თუმცა ბებიაჩემის და დღესაც იქ,ოჩამჩირეში ცხოვრობს,მე ახლა უკვე მეორე კურსის სტუდენტი ვარ,ვსწავლობ თბილისში,სოხუმის სახლმწიფო უნივერსიტეტში,თუმცა დღესაც ვაგრძელებ ყოველ ზაფხულს ოჩამჩირეში წასვლას და ყოველ ჯერზე როდესაც იქ მივდივარ ფორიაქის შეგრძნებას განვიცდი,ვფორიაქობ რადგან ჩემს წინ გადაიშლება ხოლმე მოგონებების წიგნი,მთელი ბავშოვიბა თვალწინ დამიდგება ხოლმე,რადგან ახლა ყველაფერი სულ სხვანაირადაა,ახლა აღარ ვაშენებ ქვიშისგან ოჩამჩირის სანაპიროზე სახლებს,აღარ ვაგროვებ ნიჟარებს,აღარ ვრჩებით დილიდან საღამომდე ზღვაზე.. ძალიან მიყვარს აფხაზეთი და მისი ყველა კუთხე-კუნჭული,მიყვარს სოხუმი,ოჩამჩირე,მიყვარს ჩემი სოფელი საბერიო,სადაც დავიბადე და გავიზარდე,სადაც ავიდგი ფეხი... მინდა,რომ ყველამ შეძლოს აქ ჩამოსვლა და თვითონ იგრძნონ აქაური სითბო,სიყვარული და მე მჯერა,რომ ეს ასე იქნება.#ოჩამჩირე #ისტორია #აფხაზეთი #ოკუპაცია #sokhumidaily
მარიამ კაჭკაჭაშვილი
Tbilisi, Georgia · 1 week ago
"როცა ქვეყანა დაიმშეს, ხვამლმა არჩინოს"
სულთმოფენობის წინა დღეა, შაბათი. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მთელი საქართველო და განსაკუთრებით - ლეჩხუმი, „ხვამლობის“ დღესასწაულს აღნიშნავს. ხვამლის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია ზღვის დონიდან 2002 მეტრზე მდებარეობს. „როცა ქვეყანა დაიმშეს, ხვამლმა არჩინოს“, “ოდეს ქვეყანას გაუჭირდეს, ხომლის მთამ გადაარჩინოს“ – „ქართლის ცხოვრებიდან“ მასზე საინტერესო ცნობები შემოგვრჩა. ამ მისტიკურ ადგილზე ბევრი მითი თუ ლეგენდა არსებობს. ბევრ იდუმალებას ინახავს და სწორედ ამაშია მისი ხიბლიც. მე და ჩემი მეგობრები 7 საათზე სურსათ-სანოვაგით დატვირთულები გზას დავადექით. მანქანაში მუსიკების ხმას ჩვენი სიცილის ხმა ფარავს. წინ 16 კილომეტრია. სპიდომეტრი 120 კმ/სთ-ს აჩვენებს. ხეთა ჯარს და ცხენისწყლის ხეობას უკან ვიტოვებთ. სულ მალე გამოჩნდა აბრა - „სოფელი ოყურეში“. გადასახვევთან პოლიცია დგას და ყველა შემსვლელ-გამომსვლელს აკონტროლებს. „ბევრი მანქანაა ზემოთ და ფრთხილად იარეთ“ - გვესმის მათი ხმა. მადლობის ნიშნად ვუღიმით და აღმართის ავლას ვიწყებთ. წელს გზა კეთილმოწყობილია. „საუკუნო პროექტის“ დასრულებამ სტუმრების ნაკადის ზრდაც გამოიწვია. რაც უფრო ზევით ავდივართ, ჰაერი მით უფრო გამჭირვალე ხდება და ყოვლისმომცველ სიჩუმეში, სიმწვანეში ჩაკარგული კირქვის კლდეები უფრო შთამბეჭდავი ჩანს. „ეს ხომ სწორედ ის ადგილია, სადაც ზევსის ბრძანებით მიაჯაჭვეს პრომეთე, რომელსაც ყორანი გულ-ღვიძლს უკორტნიდა მანამ, სანამ ჰერაკლემ არ დაიხსნა“ - გავიფიქრე და ამ მითებში ჩავიკარგე... გზაში საცობია და მოგვიწია, მანქანების გრძელ რიგში ჩავმდგარიყავით. ადგილზე კვლავ პოლიცია შევნიშნეთ. „ზემოთ მანქანის გასაჩერებელი ადგილი არ არის, სანამ არ ჩამოვლენ ვერ გაგიშვებთ“ - ასეთი იყო მათი ბრძანება. დავიგვიანეთ. როგორც წესი, „ხვამლობისთვის“ წინა ღამით ადიან და გათენებასაც იქ ელოდებიან. ნისლში გახვეული ხვამლის მთა მიმზიდველია. მზის ამოსვლასაც იქ თუ შეხვდი, გონებიდან ვერასდროს ამოიგდებ. მეგობრების უკმაყოფილო საახებს გავხედე. 2 საათი აქ მოცდას სჯობდა, ფეხით წავსულიყავით. „მე დაველოდები, თუ მალე გაგვიშვეს, გზაში დაგეწევით“ - საჭესთან მჯდომმა შეწუხებულმა ამოილაპარაკა. როგორც აღმოჩნდა, ხუთი კილომეტრი სამანქანო გზაზე უნდა გვევლო და ერთიც ტყეში. „სალოცავზე ფეხით ასვლას აქვს მადლი“ - გავიფიქრე გულში. მზე აცხუნებდა. აღმართი იმატებდა. ვგრძნობდი, როგორ მეწვოდა ზურგი და სახე. დროდადრო ვისვენებდით. ცხენებით მომავალ ბავშვებს ვუცქერდით, ღამენათევ ნაცნობებს ვესალმებოდით და დღესასწაულს ვულოცავდით. რამდენი საათი ვიარეთ, უცნობია. როგორც იქნა საკარვე ადგილს მივაღწიეთ. სწორედ აქ ბანაკდებიან მოლაშქრეები, როცა ხვამლზე ღამისთევით მიდიან. ცოტაც და სამანქანო გზა დასრულდა. თავი ტყეს შევაფარეთ. საცალფეხო ბილიკს უამრავი ადამიანი მიუყვება. ჩამომსვლელი და ამსვლელი ერთმანეთს გზას უთმობს. წირვის დამთავრებამდე ცოტა იყო დარჩენილი. პოლიცია მართალი აღმოჩნდა, სალოცავზე ათასზე მეტი მანქანა იქნებოდა. ერთი მთავარი აღმართი დარჩა და ხვამლის მისტიკური მთაც გამოჩნდა. ამოვისუნთქეთ. დაღლილობის მიუხედავად ტემპს ვუმატეთ და აი ისიც... ხვამლის მთა თავისი იდუმალი სილამაზით შემოგვეგება. ტაძრის ირგვლივ მოფუსფუსე ხალხი შორიდანვე შევნიშნეთ. გორაზე ავედით თუ არა ბალახზე წამოვწექით და ცას ავხედეთ. არ გაგვიმართლა, მოწმენდილია. ღრუბლები არ სჩანან. არადა ღრუბლიან ამინდში აქედან გახედვას არაფერი სჯობს. უყურებ შენს დაბლა მოძრავ ღრუბლებს და 2002 მეტრზე სამყაროც სხვაგვარი გეჩვენება. ცასთან ყველაზე ახლოს ვართ. ყველაფერი ხელისგულივითაა გადაშლილი. ერთმანეთში შერეული თოვლი და ნაადრევად გაშლილი ყვავილები საოცარი სანახავია. მიუხედავად ქვეყანაში არსებული სიტუაციისა, ხვამლის მთა მომლოცველებს ვერ იტევს. „სპეციალურად ამ დღისთვის ჩამოვედი და საოცრებაა“, „პირველად ვარ, ემოციების დამალვა მიჭირს“, „ამ ადგილს ყოველ წელს ვსტუმრობ“, „მისით მონუსხული ვარ“... გახარებული ადამიანების ხმები აქა-იქ ჩამესმის. წირვას ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტი, მეუფე სტეფანე უძღვება. სტიქაროსნები და მამაოებიც გვერდით უდგანან. სვანეთის მგალობელთა გუნდი მთელი გულით საგალობელს ასრულებს. მათ ხმას ცხვრების ბღავილი ერწყმის. ბაწარშებმული, ტაძართან ძალით რომ ამოჰყავთ. ქარია. სანთელი ძლივს ავანთეთ. მეუფემაც დაასრულა პარაკლისის გადახდა და თავზე ხელის დადებით დაგვლოცა. ახალგაზრდებმა ფანდური აახმაურეს და ლეჩხუმური სიმღერები გააცოცხლეს. ირგვლივ ჰარმონია სუფევს. ყველა გრძნობს, რომ უფალი ახლოსაა. ფოტოების გადაღებას და ამ დღის კადრებში გაცოცხლებას მოვრჩით. მოგონებები ჩვენს სკივრში გამოვკეტეთ. ქართველებს ხომ ყოველი დღესასწაულის აღნიშვნა გვჩვევია, გამონაკლისი არც ეს დღეა. დაღმართზე დაშვებისას დამწვარი მუხრუჭების სუნმა შეგვაშინა. სიცხისგან მანქანებს ბოლო ასდით. მზე ხვამლის მთის წვერზე მოქცეულიყო და სხივებს არ იშურებდა. თავი მდინარე ჯონოულს შევაფარეთ. მისმა ცივმა და ანკარა წყალმა დაღლილობა გადაგვავიწყა. ლეჩხუმური სუფრა მალევე გავაწყვეთ. საღამომდე ენაცვლებოდა ერთამენთს სადღეგრძელოები, ლექსები, სიმღერები... არც ხვამლის მთის ლეგენდები დაგვვიწყებია. „ეს ხომ მეფეთა განძთსაცავია“, „არგონავტების მოგზაურობის არეალია“, „უძველესი ობსერვატორიის ადგილია“, „მითებისა და რეალობის გზაგასაყარია“ - ვიხსენებთ ამ ყველაფერს და ჯერაც უცნობ, იდუმალ ხვამლის მთას გავყურებთ... საათი 11:00-ს უჩვენებს. სახლში დაბრუნებამდე ჩემი ტელეფონი გაუჩერებლად რეკავს. ხან დედა ეწერა და ხან - მამა. სასმელმა თავისი ქნა და ჩვენს კარგ გუნება-განწყობაზე იზრუნა. შინისაკენ დავიძარით. დღევანდელმა მოგზაურობამ საოცარი წუთები და წამები დაგვიტოვა. დაგვანახა, რომ “ხვამლობა“ წელს განსაკუთრებულია. თითქოს ექიმები, სახელმწიფოს წარმომადგენლები, ჟურნალისტები კი არა, ბუნება გვეუბნება, რომ ესეც გაივლის... თუ ხვამლის მთაზე ერთხელ მაინც ფეხს დადგამთ მიხვდებით, რომ ვირუსის ადგილი აქ არ არის. ეს ხომ სუფთა ჰაერის, ემოციებისა და უშიშარი, იმედით სავსე ადამიანების სამყოფელია. აქ, წამით მაინც, საერთო გასაჭირი დავიწყებას ეძლევა და საერთო რწმენა ბატონობს.##მოგზაურობა ##რეპორტაჟი ##კულტურა ##მისტიკა ##ნახელეჩხუმი
ჩემი ქალაქი მკლავს
Tbilisi, Georgia · 3 weeks ago
თბილისში ჰაერი დაბინძურებულია
🆘🆘🆘 20 ივნისი თბილისში ჰაერი დაბინძურებულია 🆘🆘🆘😷 არ გააღოთ ფანჯრები 🆘 საფრთხილო (სენსიტიურმა) ჯგუფებმა გარეთ არ იაროთ სპეციალური პირბადის გარეშე 😷 #ჩემიქალაქიმკლავს #შეცვალე #იცირასსუნთქავ? #დაბინძურებულიჰაერი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
+3
Tbilisi Daily
Tbilisi, Georgia · 1 month ago
რა პირობების დაცვით იმუშავებენ დღეიდან კვების ობიექტები, ბაზრობები და მოლები
საქართველოში დღეიდან მუშაობას განაახლებენ ღია სივრცის მქონე კვების ობიექტები. ასევე, გაიხსნება ყველა ტიპის სავაჭრო ობიექტი, მათ შორის, ბაზრობები და მოლები. ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსის, ბექა ფერაძის განმარტებით, ობიექტებს გარკვეული პირობების დაცვა მოუწევთ. „როგორც იცით, იხსნება ღია ტიპის რესტორნები, ბაზრობები, მოლები. მათთვის ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექციის მიერ განსაზღვრული არის გარკვეული სავალდებულო მოთხოვნები, რომლებიც უნდა შეასრულონ. რესტორნებს რაც შეეხება, იზღუდება ის, რომ მაგიდებს შორის დაცული უნდა იყოს ორმეტრიანი დისტანცია, სკამის საზურგეებს შორის უნდა იყოს ერთმეტრიანი დისტანცია. მნიშვნელოვანია, რომ ერთ მაგიდასთან უნდა იყოს არაუმეტეს ექვსი ადამიანისა. ასევე, განსაზღვრულია მოთხოვნები სამზარეულოსთვის, სპეციალური სადეზინფექციო საშუალებები. რაც შეეხება მოლებს, ვინაიდან დახურული სივრცეა, ვენტილაციის სპეციალური მოთხოვნებია. უნდა იყოს სუფთა, გარედან მოწოდებული ჰაერი დასაშვებზე 40 პროცენტით მეტი. რაც შეეხება ბაზრებს, ბაზრებში უნდა განხორციელდეს ერთიანი შესასვლელი და გასასვლელი და თერმოსკრონინგი. ასევე, სავალდებულოა, ე.წ. დახლებთან მოეწყოს დამცავი ბარიერები, რომლებიც შეამცირებს კონტაქტს მესამე პირებთან“, – აღნიშნა ბექა ფერაძემ. მისი თქმით, მოთხოვნების დაცვაზე კონტროლს განახორციელებს შრომის ინსპექცია, სხვადასხვა უწყებების დახმარებით. „რესტორნების შემოწმებაში ჩართული იქნება სურსათის ეროვნული სააგენტო, მუნიციპალიტეტის საზედამხედველო სამსახურები. ასევე, ეკონომიკის სამინისტროს ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოც დახმარებას გაგვიწევს ინსპექტირების პროცესში. კოორდინაციას გაუწევს შრომის ინსპექცია და დღის ბოლო მონაცემების თავმოყრა მოხდება შრომის ინსპექციის მიერ“, – დასძინა ბექა ფერაძემ.
შეთქმულების თეორია
Tbilisi, Georgia · 3 weeks ago
დედამიწა არის ბრტყელი
ეს ყველაზე დაუჯერებელი ინფორმაციაა, რომელიც 21-ე საუკუნეში შეიძლება წაიკითხოთ... თუმცა, როგორც ამბობენ, ყველა აზრს აქვს არსებობის უფლება და განსაკუთრებით იმ აზრს, რომელიც თეორიის სახით არის ჩამოყალიბებული. მით უმეტეს, თუ არსებობს უახლესი ტექნოლოგიებით და ექსპერიმენტის შედეგებით მიღებული მტკიცებულება, რომლის მიხედვით, დედამიწა მართლაც ბრტყელი გამოდის დედამიწის ფორმასთან დაკავშირებით, უძველესი დროიდან მოყოლებული, უამრავი თეორია არსებობს. თუმცა, ოფიციალური მეცნიერება მხარს სფეროსებურობის თეორიას უჭერს. მაგრამ, არსებობს ალტერნატიული თეორიაც, რომლის მიხედვით, დედამიწა ბრტყელი და ოდნავ ამობურცულია, არ არესბობს გრავიტაცია და სამხ. პოლუსი (ჩვენი გაგებით), რომ ოკეანით გარშემორტყმულ ხმელეთს, ყინულის მაღალი სარტყელი აკრავს. თეორიის მიხედვით, ანტარქტიდის სანაპიროზე ყინულის დიდი ზომის ლოდებია, რომლებზეც სხვადასხვა ქვეყნის კვლევითი სადგურებია განთავსებული. უფრო ღრმად შესვლა, წყალქვეშ მოძრავი თოვლის და ყინულის გამო, შეუძლებელია. ანტარქტიდის სანაპიროდან 900 კმ-ის დაშორებით მდებარეობს ე. წ. «კრისტოფერის სარტყელი», რომლის სიგანე, სხვადასხვა ადგილზე, 400-700 კმ-ია. ამ ზონის გადალახვა სახმელეთო ტრანსპორტით შეუძლებელია (ეს თუ ასეა, 1381 კმ-ის გავლის შემდეგ, როგორ მიაღწია რუალ ამუნდსენმა სამხ. პოლუსს? რედ.), ხოლო ანტარქტიდის სიღრმეში ფრენები, საერთაშორისო სამართლით, აკრძალულია. 1959 წ. 1 დეკემბრის საერთაშორისო შეთანხმებით, ანტარქტიკის გამოყენება მხოლოდ სამეცნიერო მიზნებისთვის შეიძლება და ნებისმიერ ქვეყანას აქვს უფლება, 60°-იანი სამხ. განედის სამხრეთით (იგულისხმება სამხ. პოლუსიდან სამხრეთით) საკუთარი კვლევითი სადგური შექმნას. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ანტარქტიდის შესწავლის მცდელობა და მასზე უფრო მეტის გაგების სურვილი წინა საუკუნეების გამოჩენილ მოგზაურებსაც ჰქონდათ. მაგ., ჯ. კუკი 3 წელი უვლიდა ირგვლივ ყინულის ბელტებს და ანტარქტიდის რუკის შედგენას ცდილობდა. შემდეგ როსსი სწავლობდა მას 4 წლის მანძილზე, მაგრამ ვერ დაადგინა, მატერიკი იყო თუ არა. ძველი ადამიანების წარმოდგენებმა დედამიწის ფორმის შესახებ, ჩვენს დრომდე მითების და ლეგენდების სახით მოაღწია და თითქმის ყველა მათგანში, დედამიწა ბრტყელი ან ამობურცული არის. მაგ., ძველ ინდოეთში დედამიწას ნახევარსფეროდ წარმოიდგენდნენ, რომელიც 4 სპილოზე მდებარეობდა... მათგან განსხვავებით, ვიეტნამელებისთვის დედამიწა «3 სპილოანი» იყო, ხოლო იაპონელები მიწისძვრას დრაკონს აბრალებდნენ, რომელიც მათი კუნძულების ქვემოთ ცხოვრობდა... ძველი ბაბილონელების წარმოდგენებში დედამიწას «მსოფლიო» მთის სახე ჰქონდა და ის ყველა მხრიდან წყლით იყო გარშემორტყმული. მთის დასავლეთ ფერდობზე კი ბაბილონი მდებარეობდა. ზღვას, ხმელეთის ირგვლივ, გადმობრუნებული ფინჯანის მსგავსად, ე. წ. ზეციური სამყარო ეფარა, რომელშიც ისე, როგორც დედამიწაზე, ხმელეთი, წყალი და ჰაერი იყო. ხოლო ცას, ისე როგორც დედამიწას, საზღვარი ჰქონდა. მზე გადაადგილდებოდა ცის მყარ თაღზე და მოძრაობის პერიოდში დედამიწას ათბოდა. გარესამყარო ეგვიპტელებისთვის ბრტყელ ხმელეთს წარმოადგენდა, რომლის თავზე ზეცის ღმერთი იყო. ხოლო, მისგან მარჯვნივ და მარცხნივ – მზის ღმერთის ხომალდები იყო მოთავსებული. უძველესი წერილობითი წყარო, რომელმაც ჩვენამდე მოაღწია, დედამიწის ყველაზე ძველი მოდელების შესახებ, ჰომეროსის (ძვ. წ. აღრ. VIII ს.) პოემებში, – «ილიადას» და «ოდისეაში» არის მოცემული. ჰომეროსისეულ ვერსიაში, დედამიწას ოდნავ ამობურცული დიდკის სახე აქვს. ხოლო ხმელეთს, ყველა მხრიდან ოკეანის წყლები აკრავს. დედამიწის თავზე სპილენძის ცის კამარაა, რომელზეც მზე, ყოველდღიურად, ალმოსავლეთიდან დასავლეთის მიმართულებით მოძრაობს და დღის ბოლოს, ოკეანეში იძირება... კოსმოსიდან გადაღებული ფოტო და ვიდეო კადრების გამო, აქ მოყვენილი ფაქტები, შეიძლება, არადამაჯერებელიც იყოს... მაგრამ ბრტყელი დედამიწის თეორიის მომხრეებს ამ საკითხზეც აქვთ საკუთარი მოსაზრება და პასუხი. ისინი დედამიწის და სხვა პლანეტების სფეროსებურობას (ალ. აინშტაინი) სინათლის გამრუდების თეორიით ხსნიან, რომლის თანახმად, დიდი ზომის ობიექტს მასით, დროში და სივრცეში, სინათლის სხივების გამრუდების გამოწვევა შეუძლია და ამიტომ, ჩვენ ციურ სხეულს ისეთად ვერ აღვიქვავთ, როგორიც რეალურად არის. დედამიწის შორიდან დანახვის შანსი ყველას არ ეძლევა და ამიტომ მეცნიერებს მტკიცებულებად მთვარის მაგალითი მოჰყავთ. როგორც ამბობენ, მთვარე, რომელიც ჩვენთვის სფეროსებური ფორმის ციური სხეულია, სინამდვილეში, სფეროსებური შეიძლება არც იყოს.
Nino Kakulia
Tbilisi, Georgia · 5 hours ago
არ ღირს შიშის საგნისგან გაქცევა, ვინაიდან გაქცეულები შიშს თან გაიყოლებთ.
თუმცა თუ პირდაპირ გაიწევთ შიშზე მოშიშვლებული მახვილით, მაშინ დარწმუნდებით იმაში, რომ ეს მხოლოდ ჰაერი და ჩრდილია.#ახალიამბები