7 votes
comments
shares
Save
4 reads
Giorgi Gvajaia
Tbilisi · 1 year ago

შსს ავტომობილის ნომრის ამომცნობ მობილურ სისტემებს ნერგავს, რაც საპატრულო პოლიციის ეკიპაჟს საშუალებას მისცემს, ადგილზე გამოავლინოს სხვადასხვა კატეგორიის რისკის მქონე მძღოლები, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამართულ საგზაო უსაფრთხოების პროექტის „მეტი სიცოცხლისთვის“ პრეზენტაციაზე გახდა ცნობილი.

როგორც უწყებაში აცხადებენ, სისტემა საშუალებას მისცემს საპატრულო პოლიციის ეკიპაჟს, ადგილზე გამოავლინოს სხვადასხვა კატეგორიის რისკის მქონე მძღოლები და პრევენციული ხასიათის მატარებელი საპოლიციო ქმედების ფარგლებში გადაამოწმოს ისინი.

ამასთან, წლის ბოლომდე გაიზრდება ფარული პატრულირების განმახორციელებელი ეკიპაჟების რაოდენობა, რომლებიც საქართველოს სხვადასხვა ქალაქში იმოძრავებენ და საგზაო მოძრაობის წესების დამრღვევ მძღოლებს შესაბამის სანქციას დააკისრებენ.


Giorgi Gvajaia
Tbilisi · 1 year ago
7
Write a comment