კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტები მედალფადან აღნიშნულ სამედიცინო დაწესებულებაში უნდა გადაიყვანონ

0
ბათუმში კოვიდ მიმღები ცენტრი რესპუბლიკური საავადმყოფოს ახალი შენობა უნდა გახდეს. კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტები მედალფადან აღნიშნულ სამედიცინო დაწესებულებაში უნდა გადაიყვანონ, ვინაიდან კლინიკა კოვიდმიმღები ცენტრი აღარ არის და მუშაობის ჩვეულებრივ რეჟიმზე გადადის. ამ ეტაპზე აჭარაში ორი პაციენტია, რომლებსაც ვირუსი დაუფიქსირდათ. ორივე მათგანი სატვირთო მანქანის მძღოლია. რეგიონი მწვანე ზონის სტატუსს ინარჩუნებს. ქვეყანაში 928 კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევაა
, მათ შორის 794 გამოჯანმრთელებულია.
#ახალიამბები
#ხელოვნება
#პოლიტიკა
#მოგზაურობა
#სპორტი
#მოდა
#ბიზნესი
#მეცნიერება
#ჯანსაღიცხოვრება
#კულინარია
#ტექნოლოგიები
#ასტროლოგია
0