შსს ავრცელებს ოფიციალურ ინფორმაციას პოლიციელის მკვლელობის შესახებ

0
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა გორში დააკავეს უცხოეთის მოქალაქე, 1989 წელს დაბადებული ჰ.დ, რომელსაც ბრალად ედება ერედვის რაიონული სამმართველოს პოლიციის მესამე განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის, დ.ს-ს მკვლელობა. რომელი ქვეყნის მოქალაქეა ბრალდებული პირი, შსს არ ასახელებს. გამოძიების ინფორმაციით, „ბრალდებულმა, რომელიც ბინას ქირაობდა 1978 წელს დაბადებული დ.ს-სგან, მისსავე საცხოვრებელ სახლში, ცივი იარაღის გამოყენებით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა დ.ს-ს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა“. დაჭრილი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. შსს-ს ცნობითვე, პოლიციამ ბრალდებული რამდენიმე საათში დააკავა. ოფიციალურ განცხადებაში არ არის მითითებული, თუ რა უძღოდა წინ პოლიციელის მკვლელობას. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს და 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. შსს პოლიციელის დაღუპვის გამო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს და სამძიმარს უცხადებს მის ოჯახს და ახლობლებს. გორში პოლიციელი წუხელ მოკლეს. https://www.radiotavisupleba.ge/a/30700031.html
#ახალი_ამბები
#twitter
0