ფიცის კაცები და სოლომონ I - მეფე, რომელმაც აკრძალა ტყვეთა სყიდვა!

0
ფიცის კაცები იყვნენ იმერეთის მეფის პირადი გვარდიელები. ამ გვარდიის შექმნა მიეწერება იმერეთის მეფეს სოლომონ I-ს, რომელმაც სწორედ ფიცის კაცთა წყაალობით დაიბრუნა ტახტი და გაიმყარა პოზიციები იმერეთის სამეფოში. სოლომონმა ტახტზე ასვლისთანავე 1752 წლის დასაწყისში აკრძალა ტყვეთა სყიდვა იმერეთის სამეფოს ტერიტორიაზე, თუმცა ეს აკრძალვა იურიდიულად ასევე ვრცელდებოდა მთელს მაშინდელ დას. საქართველოზეც, რომელიც დე იურედ იმერეთს ბაგრატიონთა სახლის მფლობელობაში იყო. ტყვეთა სყიდვა ოტომანთა გაბატონებისთანავე მძიმე ტვირთად დააწვა დას. საქართველოს დემოგრაფიას. წელიწადში დახლ. თორმეტი ათასამდე (მონაცემი ემყარება არქანჯელო ლამბერტის ჩანაწერს, თუმცა გაზვიადებულ ციფრად მიიჩNევა) ბავშვი გაყავდათ თურქ მონათვაჭრებს სტამბოლისა და იზმირის ბაზრებზე, რამაც დემოგრაფიულ კატასტროფამდე მიიყვანა რეგიონის უმეტესი ნაწილი. თავდაპირველად ამ ქმედებას ადგილობრივი მოსახლეობა აჯანყებებით პასუხობდა, თუმცა მალე ბევრი ადგილობრივი ოჯახი, აზნაური, მთავარი და სასულიერო პირებიც კი ამ მეტად სარფიანი საქმიანობით შოულობდა ფულს და თვითონვე სთავაზობდნენ თურქ მონათვაჭრებს საკუთარი გლეხობიდან თუ საყმო მამულიბიდან მიტაცებულ ბავშვებს. თვით იმერეთს მეფეების ნაწილიც კი ჩაერთო ამ საქმიანობაში, თუმცა ყველაზე რთული ვითარება სამეგრელოში იყო შექმნილი. ამ აკრძალვის გამოცემისთანავე, ჯერ კიდევ ჭაბუკი სოლომონის წინააღმდეგ მაშინვე ამხედრდნენ კათოლიკოს პატრიარქი ბესარიონი, ბიძები მამუკა და გიორგი ბაგრატიონები, პაპა ლევან აბაშიძე და დედა თამარ აბაშიძე. მეამბოხეთა მომხრე სამხედრო რაზმები თავს დაესხნენ იმ ხანად ვარციხეში მყოფ მეფის გარნიზონს. მათთან ერთად იმყოფებოდა მეფეც და სოლომონი ტახტიდან ჩამოაგდეს. ამ მოვლენის შემდეგ სოლომონი ერთგულ მხლებლებთან ერთად გაიქცა ახალციხეში და ფაშას შემწეობა სთხოვა. ფაშასაგან მიღებული ფინანსური რესურსებით სოლომონმა ერთგული აზნაურებისაგან და გლეხებისაგან ჩამოაყალიბა პირადი გვარდია „ფიცის კაცები“. 1754 წელს სოფელ ლეკერწაში სოლომონმა მოიხმო საიდუმლოდ შემოკრებილი ერთგული აზნაურები და გლეხები, რომელთაც დადეს ფიცი მეფისა და სამშობლოს წინაშე უანგარო მსახურებისთვის. მათ მეშვეობით სოლომონმა სწრაფად დაიწყო მოქმედება: ჯერ ბაგრატიონი ბიძები გააძევა ქართლში, შემდეგ კათალიკოს პატრიარქს ჩამოართვა სანახები, მიწები და თანამდებობიდან გადადგომა აიძულა, ბიძამისმა ლევან აბაშიძემ ტრაპიზონში გაქცევა მოასწრო, ხოლო დედამისი მონასტერში მონაზვნად აღკვეცა და მეთვალყურეები მიუჩინა. ფიცის კაცების ენერგიული მოქმედებით მან შეძლო ტყვეთა სყიდვის სრული აღკვეთა, იჭერდნენ და ადგილზევე ასამართლებდნენ ყველას, მიუხედავად მისი სოციაური კუთვნილებისა და უმკაცრესად სჯიდნენ. ფიცის კაცებმა მიიღეს აქტიური მონაწილეობა ოტომანების წინაამღდეგ დაწყებულ განმათავისუფლებელ ომში და ხრესილის ბრძოლაში. ასევე სოლომონ მეორის პერიოდშიც წარმოებულ განმათავისუფლებელ აჯანყებებში და ბოლომდე ემსახურებოდნენ სამეფოს ინტერესებს 1810 წლამდე. ფიცის კაცების რაოდენობა განისაზღვრებოდა 1000 მეომრით, . მათი ყველაზე ცნობილი მეთაური იყო ბესო ლორთქიფანიძე, სოლომონ პირველის უახლოესი თანამებრძოლი. ცნობილია გვარებიც, რომლებიც სპეციალურად დაასახლეს მეფის კუთცნილ მიწებზე სოფლებად ერთმანეთს მეზობლად, მათი შრთამომავლები დღემდე ცხოვრობენ იმერეთში. ესენი არიან: მესხები, ღოღობერიძეები, ავალიანები, გრიგალაშვილები, ქოქრაშვილები, მიქაბერიძეები, ჭაბუკიანები , იაშვილები, ყიფიანები, უგრეხელიძეები და იოსელიანები. ფოტო: გვიანდელი ფეოდალური ეპოქის ქართველი მეომარი. ავტორი: Sergi Savaneli
0