6 ივლისიდან პროფესიულ კოლეჯებში სასწავლო პროცესი განახლდება

0
✔ საქართველოს მასშტაბით მოქმედმა პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებათა უმეტესობამ ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექციის მიერ შემოწმება გაიარა და მიმდინარე წლის 6 ივლისიდან სასწავლო პროცესის აღდგენის ნებართვა მიიღო. ✔ მსოფლიოში კორონავირუსის პანდემიის გამო, მთავრობის დადგენილების საფუძველზე, 2020 წლის მარტიდან კოლეჯებში სწავლა შეწყდა. ივნისის თვიდან კი პროფესიული პროგრამების მხოლოდ ერთი ნაწილი განახლდა დისტანციურ რეჟიმში. ? ამ ეტაპზე ინსპექტირება გრძელდება და 6 ივლისიდან, ყველა სახელმწიფო და კერძო კოლეჯი განაახლებს სასწავლო პროცესს.
0