8 votes
comments
2 shares
Save
2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომი: ქრონოლოგია
104 reads
Gori Daily
Gori · 1 month ago
სტატიის წასაკითხად დააჭირე გაგრძელებას
or
By continuing you agree to Feedc’s Terms of use and Privacy Policy

ქვემოთ წარმოდგენილია 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომთან დაკავშირებული აგვისტოს თვის მოვლენების ქრონოლოგია

1 აგვისტოს

გრძელდება მცირე შეტაკებები. სამხრეთ ოსეთის საზღვართან ახლოს შემოვლით გზაზე აფეთქების შედეგად დაშავდა 5 პოლიციელი. ერთეული, თუმცა ინტენსიური სროლების შემთხვევები 4 აგვისტომდე გრძელდება.

7 აგვისტო

ქართულ და რუსულ მხარეებს შორის მიმდინარე მოლაპარაკებები რომელთა თავდაპირველი მიზანი მაღალი დონის სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის ნიადაგის მომზადებაა უშედეგო აღმოჩნდება, სამაგიეროდ ხერხდება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების მიღწევა, რომელიც მხოლოდ საღამოს ათ საათამდე გასტანს, სამხრეთ ოსეთში სროლები ისევ მიმდინარეობს. რამდენიმე საათში პრეზიდენტი სააკაშვილი ქართულ ჯარს აძლევს ბრძანებას სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ.

8 აგვისტო

ქართული არტილერია ცეცხლს ხსნის რეგიონში არსებული სამიზნეების მიმართულებით და 8 აგვისტოს დილით ჯარი შედის სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე. ცხინვალზე შეტევა ხდება სააკაშვილის განცხადებიდან სულ რამდენიმე საათში, ის სამხრეთ ოსეთს „ფართო ავტონომიას“ პირდება და რეგიონში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ აკეთებს განცხადებას.

რუსები ქართულ შეიარაღებულ ძალებს საჰაერო თავდასხმებით პასუხობენ. მათი სამიზნეების არეალი მოგვიანებით სცდება სამხრეთ ოსეთს. ქართული მხარის განცხადებით რუსული ჯარი სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე 7 აგვისტომდე შევიდა, რასაც კატეგორიულად უარყოფს რუსული მხარე.

10 აგვისტო

ქართული მხარე ცეცხლის შეწყვეტის შესახებ აკეთებს განცხადებას და იწყებს ჯარის გამოყვანას სამხრეთ ოსეთიდან. რუსული ჯარები აგრძელებენ შეტაკებებს სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე და უფრო მეტიც, სცდებიან მის საზღვრებს და გორისკენ მიიწევენ. რუსები პოზიციებს იმაგრებენ საქართველო-აფხაზეთის საზღვართანაც და ასევე საზღვაო კორდონს აყენებენ ფოთის პორტში.

12 აგვისტო

რუსეთის პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი თავის ჯარებს ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდებს. ქართულმა შენაერთებმა დატოვეს როგორც სამხრეთ ოსეთი ისე კოდორის ხეობა, აფხაზეთის ერთადერთი ნაწილი, რომელსაც ისინი აკონტროლებდნენ. მოსკოვის ქმედებებს აკრიტიკებენ ამერიკისა და ბრიტანეთის ხელისუფლების წარმომადგენლები.

14 აგვისტო

საქართველოს პარლამენტი კენჭს უყრის გადაწყვეტილებას საქართველოს დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობიდან გამოსვლის შესახებ.

16 აგვისტო

რუსული და ქართული მხარე ხელს აწერს სამშვიდობო შეთანხმებას, რომელიც შეიმუშავა საფრანგეთის პრეზიდენტმა ნიკოლა სარკოზიმ ევროკავშირის პრეზედენტის რანგში. შეთანხმება ავალდებულებს რუსულ და ქართულ მხარეებს გაიყვანონ თავიანთი საჯარისო შენაერთები ომამდე არსებულ პოზიციებზე. რუსეთს ჯარი მთლიანად არ გაჰყავს არც სამხრეთ ოსეთიდან და არც საქართველოს სხვა ტერიტორიებიდან. სექტემბრის დასაწყისში მისი ჯარი კვლავ რჩება ფოთის პორტში.

ომის შემდგომ ევროკავშირის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით კონფლიქტის დროს დაიღუპა 850 ადამიანი, მათ შორის 365 ოსი, 170 ქართველი სამხედრო და 65 რუსი ჯარისკაცი; 100 000 მეტი ადამიანი იძულებული გახდა დაეტოვებინა საკუთარი სახლ-კარი.

12 აგვისტოს რუსეთის მიერ გორის დაბომბვის დროს გარდაიცვალა დანიელი ჟურნალისტი და ოპერატორი სტან სტორიმანსი.

26 აგვისტო, რუსეთი სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთს დამოუკიდებელ სახელმწიფოებად ოფიციალურად აღიარებს.

წყარო - IWPR Georgia

#საინტერესო #ომი #ოკუპაცია #goridaily
Gori Daily
Gori · 1 month ago
8
Write a comment
2