კუკურეალია ხეტაფემ გამოისყიდა!

0
„ბარსელონამ" ოფიციალურ ვებ-გვერდზე დაადასტურა, რომ „ხეტაფემ" მარკ კუკურელიას ტრანსფერი გამოისყიდა. მადრიდელებმა 21 წლის ფეხბურთელი 10 მილიონ ევროდ შეიძინეს. თუმცა, „ბლაუგრანას" კუკურელიას უფლებების 10% დარჩათ. მარკ კუკურელია „ბარსელონას" აღზრდილია. გასულ სეზონში ის იჯარით „ეიბარში" ასპარეზობდა, რომელმაც ფეხბურთელი კამპანიის ბოლოს გამოისყიდა. თუმცა, ზაფხულში, „ბლაუგრანამ" ფეხბურთელი 4 მილიონ ევროდ დაიბრუნა და იჯარით, „ხეტაფეში" გაუშვა. ამ სეზონში ფეხბურთელმა პრიმერას 31 მატჩში მიიღო მონაწილეობა, რომლებშიც 1 გოლი და 5 ასისტი მიითვალა. არ არის გამორიცხული, კუკურელიას მონაწილეობით ეს მრავალმხრივი ტრანსფერები კვლავაც გაგრძელდეს, რადგან ამჟამად მასზე „ხეტაფეზე" ბევრად სახელოვანი კლუბებიც აცხადებენ პრეტენზიას. მაგალითად, ყველაზე აქტიურად ესპანელს „ნაპოლის" უკავშირებდნენ.
0