ქუთაისის სობოროს დანგრევის ისტორია

0
სობორო, რომელიც დღევანდელ ცენტრალურ მოედანზე იდგა და სიდიდით თითქმის ბაგრატის ტაძარს უტოლდებოდა. მისი მშენებლობა 1852 წელს, ცნობილი მხატვრის, გაგარინის პროექტით დაიწყო და 1871 წელს დასრულდა. ტაძარი იმერეთის ეპისკოპოსმა, გაბრიელ ქიქოძემ აკურთხა. ტაძარში განისვენებდა საქართველოს ეკლესიიის ავტოკეფალიის აღდგენისათვის მებრძოლი სასულიერო იერარქი, ქუთათელი მიტროპოლიტი ანტონ გიორგაძე, მიტროპოლიტი ბესარიონ დადიანი. სურათზე ჩანს, თუ როგორ ანგრევდნენ და დაანგრიეს სობორო კომუნისტებმა და კომკავშირლებმა 1923 წელს, საქართველოს გასაბჭოების შემდეგ. საქართველოს კომპარტიის ქუთაისის სამაზრო კომიტეტის პრეზიდიუმის დადგენილებაში ნათქვამი იყო: “დაირღვეს საკათედრო ტაძარი (სობორო), მასალა გამოყენებულ იქნას ძმათა სასაფლაოს შემოსაღობად, იმ ადგილას კი გაფართოვდეს მოედანი და ტაძრის ადგილას დაიდგას ამხანაგ ლენინის ძეგლი.” „სობოროს“ ნგრევაში მონაწილე ვინმე გვიშტიბელს, ქვის კეცის მთლელს, რომელმაც ჯვრის ღეროს ნაწილი გადაჭრა, მთელი სხეული დაუწყლულდა, მატლები დაესია და ასე საშინელი ტანჯვით აღესრულა. მასზე ამბობდნენ, ცოდვებმა უწიაო. ქუთაისის „სობოროს“ ნგრევის დროს მოხდა სწორედ, რომ ჭკუიდან გადამდგარი ერთი აქტივისტი, გუმბათიდან გადმოვარდა და იქვე განუტევა სული.
#საინტერესო
#საინტერესოადგილი
#საინტერესოამბები
#ისტორია
#kutaisidaily
0