თურქეთში თვითდასაქმებულებმა დღეს სარფის საბაჟოსთან აქცია მოაწყვეს. დღევანდელი მათი მთავარი მოთხოვნა საზღვრის გახსნაა.
როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, 300 ლარიანი კომპენსაცია არაფერი იქნება იმასთან შედარებით რა ზარალიც მათ მიადგათ, ამიტომ მოითხოვენ, რომ სარფის საზღვარი გაიხსნას.
შეგახსენებთ, მიმოსვლა 15 მარტის შემდეგ შეჩერებულია. თვითდასაქმებულებმა კი ამის გასაპროტესტებლად არაერთი აქცია უკვე გამართეს. ჯერ უცნობია საზღვარი როდის გაიხსნება.
#სარფი
#თურქეთი
#აქცია
#batumidaily