1 votes
comments
shares
Save
ქუთაისის საკრებულოს მიერ თანამდებობის პირთა და უწყებათა კონტროლი უმეტეს შემთხვევაში ფორმალური ხასიათის იყო - “გამჭვირვალობა საქართველო''
58 reads
აჭარის ტელევიზია Ajara Tv
Batumi · 1 month ago

“გამჭვირვალობა საქართველომ“ ქუთაისის საკრებულოს 2017-2019 წლების საქმიანობის შეფასების დოკუმენტი გამოაქვეყნა. არასამთავრობო ორგანიზაციის განმარტებით, საკრებულო საანგარიშო პერიოდში აღმასრულებელ ორგანოზე და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ იურიდიულ პირებზე სუსტ ზედამხედველობას ახორციელებდა, საკრებულოს მიერ მის წინაშე ანგარიშვალდებულ თანამდებობის პირთა თუ ცალკეულ უწყებათა კონტროლი უმეტეს შემთხვევაში ფორმალური ხასიათის იყო. საანგარიშო პერიოდში ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს არ მოუწვევია კერძო აუდიტი საკრებულოს საქმიანობის დამოუკიდებელი აუდიტის ჩასატარებლად.

არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტში საუბარია რეკომენდაციებზეც. წერია, რომ საკრებულოს წევრები უფრო აქტიურად უნდა ჩაერთონ საზედამხედველო საქმიანობაში. ინტენსიურად უნდა გააკონტროლონ სახელმწიფო შესყიდვების პროცესი, მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობა.

დოკუმენტში ასევე ვკითხულობთ: “საკრებულომ აქტიურად და კეთილსინდისიერად უნდა იმუშაოს მუნიციპალიტეტში ინტერესთა კონფლიქტის, თანამდებობრივი შეუთავსებლობის, საკრებულოს რეგლამენტის და ეთიკის ნორმების დარღვევის ფაქტების გამოვლენაზე“.

არასამთავრობო ორგანიზაციას ასევე დაანგარიშებული აქვს, საკრებულოს ფინანსური ხარჯები. დოკუმენტში ვკითხულობთ:

„ქუთაისის საკრებულოში სახელფასო ანაზღაურების სახით გაიცა 1,853,759 ლარი. სახელფასო დანამატის, პრემიისა და დახმარების სახით საკრებულოს აპარატის თანამშრომლებმა და შტატგარეშე მოსამსახურეებმა ჯამში 202,446 ლარი მიიღეს;

ქუთაისის საკრებულომ 115,653 ლიტრი საწვავი გახარჯა.

ქუთაისის საკრებულოს წევრებმა და აპარატის თანამშრომლებმა ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ მივლინებებზე ჯამში 48,906 ლარი გახარჯეს.“


აჭარის ტელევიზია Ajara Tv
Batumi · 1 month ago
1
Write a comment