4 votes
comments
shares
Save
ქუთაისის ცხელების ცენტრის მედპერსონალს 4 თვის სახელფასო დავალიანებას გადაუხდიან
54 reads
რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba
Tbilisi · 1 month ago

4 თვის სახელფასო დავალიანების ანაზღაურების მოთხოვნით ქუთაისის, ჩხობაძის სახელობის კლინიკის მედპერსონალმა საპროტესტო აქცია გამართა. 300-მდე თამნამშრომელს ამ დრომდე ხელფასი არ აუღია.

კლინიკა პანდემიის გამო, ცხელების ცენტრად გადაკეთდა, იქ დასაქმებული პერსონალის ნაწილი სამუშაოდ  წყალტუბოს საკარანტინე სივრცეებში გადაანაწილეს, ნაწილი კი ადგილზე მუშაობს.

როგორც  ექთანმა სალომე გაბელიამ თქვა, კუთვნილი ხელფასის გადაუხდელობის მიზეზზე ხელმძღვანელობისგან პასუხი ვერ მიიღო.

„4 თვეა წყალტუბოში დავდივარ, თუმცა ანაზღაურება არ მიმიღია. ვრეკავდით ცხელების ცენტრში, თუმცა რეაგირება არავის ჰქონია.  ცხელების ცენტრში 90 თანამშრომელი ვართ, წყალტუბოში კი 16 ექთანი გაგვგზავნეს. თანამშრონლების ნაწილი სახლში გაუშვეს.     ყველანაირად შეურაცხყოფილები ვართ. ჩვენთვის არც ტაში აღმოჩნდა და არც მადლობა. ვგრძნობთ, რომ ქვეყნისთვის საჭირო არ ვართ,"-ამბობს სალომე გაბელია.

ჩხობაძის სახელობის კლინიკის დირექტორის გოგიტა ბაბუნაშვილის განმარტებით, კლინიკა 2019 წლის ნოემბრიდან, რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის ნაწილს წარმოადგენს, ადმინისტრირებას და ოპერირებასაც ისინი ახორციელებენ და  შექმნილი პრობლემის მოგვარებაც მათი პრეროგატივაა.

„პრობლემის მოგვარება მათი ვალდებულებაა, მათ შორის სახელფასო დავალიანების. ჩვენი კლინიკის თანამშრომლები წყალტუბოს საკარანტინე ზონას მართლაც ემსახურებიან ოთხი თვეა“,- ამბობს გოგიტა ბაბუნაშვილი.

ქუთაისის ცხელების ცენტრის თანამშრომელთა სახელფასო დავალიანების გასტუმრების და პრობლემის მოგვარების პირობა ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ დადო. მედიასთან საუბარში მან განაცხადა, რომ პრობლემა გარკვეული  დოკუმენტების  მოწესრიგების გახანგრძლივებამ წარმოშვა და მედპერსონალს ხელფასები უახლოეს პერიოდში ჩაერიცხება.

 “ეს ფაქტი უნდა ჩავთვალოთ, რომ უკვე გამოსწორებულია, ვინაიდან აქ იყო საჭიროება გარკვეული პროცედურული დოკუმენტაციის დეტალურად შესწავლის და შემდეგ მისი იურიდიულ ფორმაში მოქცევის, რაც გაკეთებული არის. ხვალინდელ მთავრობის სხდომაზე ჩვენ მივიღებთ კონკრეტულ გადაწყვეტილებას, რომლის ფარგლებშიც ამ ადამიანებს მიეწოდებათ ხელფასი და სულ რამდენიმე დღეში მათ ანგარიშზე აისახება ის სამუშაო ანაზღაურება, რომელიც  მათ ეკუთვნით“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

https://www.radiotavisupleba.ge/a/30700465.html #ახალი_ამბები#twitter
რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba
Tbilisi · 1 month ago
4
Write a comment