ლუციფერი, დემონები და შვიდი მომაკვდინებელი ცოდვა

ByGi GaGeorgia
0
დემონები სულიერი ქმნილებებია, რომლებიც ლუციფერის (ცისკრის ვარსკვლავი) მეთაურობით ღმერთს აუმხედრდნენ. ლუციფერი იყო ყველაზე ლამაზი ანგელოზი რომელიც ღმერთს ყველაზე მეტად უყვარდა, ღმერთი მას სხვა ანგელოზებისგან არჩევდა და განსაკუთრებული სიყვარულით ეკიდებოდა, ამან ლუციფერი ამპარტავნებაში ჩააგდო და გადაწყვიტა ღმერთის ადგილი დაეკავებინა, მაგრამ ღმერთი ამაზე ძალიან განრისხდა და თავის მიმხრობილ ანგელოზებთან ერთად იგი ქვესკნელში გაისტუმრა თან სამუდამოდ დაწყევლა და ის სილამაზეც წაართვა რაც მან თავის დროზე უბოძა ლუციფერს
მას შემდეგ რაც ღვთის რისხვა დაატყდა თავს ლუციფერს მან გადაწყვიტა საკუთარი სამფლობელო შეექმნა, იგი გახდა ბოროტება, ღმერთის საწინააღმდეგო მცნება, სიბნელე რომელიც შთანთქავდა ნათელს, იგი გახდა დაცემული ანგელოზი ლუციფერ ცისკრის ვარსკვლავი
თავის მომხრე ანგელოზებთან ერთად დასახლდა ქვესკნელში და გახდა ჯოჯოხეთის მბრძანებელი ბნელეთის პრინცი, თვით ბოროტება, ნგრევა. მისი მომხრე ანგელოზები გახდნენ ასევე დემონები და შეიქმნა შვიდი მომაკვდინებელი ცოდვა რომელთაც ეს დემონები მართავდნენ და აცდუნებდნენ ადამიანებს ყოველდღიურად. შვიდი მომაკვდინებელი ცოდვა:
ამპარტავნება, სიხარბე, ავხორცობა, ნაყროვანება, შური, რისხვა, სიზარმაცე შეესაბამა იმ შვიდ დემონს რომლებმაც დატოვეს სამოთხე ლუციფერთან ანუ სატანასთან ერთად. ეს დემონები მართავენ მომაკვდინებელ ცოდვებს და მის ყოველდღიურ ჩადენაში ადამიანების სულები წარწყმიდეს. ეს დემონებია : ლუციფერი-ამპარტავნება, პატივმოყვარეობა; მამონი-სიხარბე; ასმოდეუსი-ავხორცობა სიძვა, ხორციელი ვნება, მრუშობა; ლევიათანი- შური, ბოღმა; ბელზებული- გაუმაძღრობა, ნაყროვანება; ამონი-რისხვა, აგრესია, ზიზღი; ბელფეგორი-სიზარმაცე. სატანა როგორც ბნელეთის მოციქული გამოისახება კაცია ტანით, თხის თავით შავი ფრთებით, ზოგჯერ ჩლიქებითაც
ბელზებული- სიბნელის თავადი, დემონთა მეუფე და პირველყოფილი ბოროტება, ადამიანებს უბიძგებს სიამაყის, გაუმაძღრობის, ეჭვიანობის, ნაყროვანებისკენ. მას გამოსახავენ ბუზის სახით,
ლევიათანი- დემონთა მეუფე, სიბნელის თავადი, ერთ ერთი იმ შვიდი მთავარი დემონიდან ვინც ღმერთმა დასაჯა და დაწყევლა. იგი არის შურის, ქაოსის, ერესის დემონი.
გამოისახება ზღვის გველეშაპის სახით. ასმოდეუსი-ხორციელი ვნების, გარყვნილების, ფუფუნების და ძალაუფლების მოყვარულობის დემონი, იგი სიმბოლოა ყველანაირი გარყვნილების განსაკუთრებით მამათმავლობის ცოდვის. ნებისმიერი სახის ავხორცობის დემონი რომელიც ცდილობს რაც შეიძლება მეტი ადამიანის სული დააბინძუროს ხორციელი ვნებებით, განსაკუთრებული გაშმაგებით ებრძვის ბერ-მონაზვნებს. გამოისახება კაცის ტანით, გველის კუდით ხარის და ცხვრის თავით.
ბაალი-ეს არის მრისხანების თვითმკვლელობის, ჩხუბის და ცილისწამების ცოდვების მატარებელი დემონი. შეუძლია გამოცხადდეს ნებისმიერი წმინდანის სახით ან დაეუფლოს ნებისმიერი ადამიანის მათ შორის სასულიერო პირის სულს და ჩასახლდეს მასში. ბაალს განსაკუთრებით უყვარს ახალშობილი ბავშვების შეწირვა. როდესაც არქეოლოგებმა გახსნეს ბაალის სამლოცველოები აღმოაჩინეს ჭურჭლები, ათასობით დამწვარი ჩვილის ძვლებით, ქანაანელებს საკუთარი შვილები ღმერთების დღესასწაულზე მიჰყავდათ მსხვერპლშეწირვის მიზნით. ბაალს ქურუმები სწირავდნენ ათასობით ადამიანს. ბაალის კულტი ებრაელებში მათი გადასახლების ხანაში მოისპო. ძირითადად გამოისახება ადამიანის ტანით, ხარის თავით ხელში ჩვილი ბავშვით.
ასთაროთი-უსაქმურობის და სიზარმაცის დემონი. ჯადოქართა მფარველი, ჯოჯოხეთის გუშაგი, მისი ბრძანებით შედიან ბოროტების სავანეში ანუ ჯოჯოხეთში ცოდვილი სულები. გამოსახება მახინჯი შიშველი გამხდარი კაცის სახით, დრაკონის ფრთებით, ზოგჯერ თავზე გვირგვინით, მარცხენა ხელში გველით.
დემონები მართავენ ადამიანურ სისუსტეებს, მის მანკიერ და ზნედაცემულ ბუნებას, სატანა რომელიც დაცემული ანგელოზია მართავს ამ ყველაფერს და ებძვის ღმერთს. აღსანიშნავია ის ფაქტი რომ ლუციფერზე ბიბლიაში თითქმის არაფერია ნათქვამი. მის შესახებ მხოლოდ ესაიას 14:3:20 ში მოიხსენიება, კერძოდ: "ყველანი ალაპარაკდებიან და გეტყვიან შენც ჩვენსავით დაუძლურდი, ჩვენ დაგვემსგავსე, შავეთს ჩაინთქა შენი დიდება, შენი ქნარების ხმა, ქვეშ მატლი გიგია და ზედ ჭიაღუა გახურავს, როგორ ჩამოემხე ციდან მთიებო ძეო განთიადისა! მიწას დაენარცხე ხალხთა მტარვალო გუშინ ამბობდი
ცად ავხდები, ღვთის ვარსკვლავთა ზემოთ ტახტს დავიდგამ და დავჯდები საკრებულო მთაზე ჩრდილო კალთებზე. მაღლა ღრუბლებში ავიჭრები უზენაესს გავუტოლდები, მაგრამ შავეთში ჩადიხარ, ქვესკნელის უფსკლულებში შენი შემხედვარი მოგაშტერდება, ჩაფიქრდება ეს ის კაცია მიწას რომ არყევდა?! სამეფოებს რომ აზანზარებდა? ხალხთა ყოველი მეფე ყველანი დიდებაში განისვენებენ თავთავის სახლებში, შენ კი უსაფლავოდ გდიხარ როგორც საძულველი უდროული ნაშობი, როგორც დახოცილთა მახვილით განგმირულთა სამოსელი ქვიან ორმოში ჩაგდებული როგორც გათელილი გვამი (ესაია 14:3-20) ამ სიტყვებს თუ განვმარტავთ გამოდის რომ ლუციფერი ღმერთის ანგელოზების ტრიადაში უმაღლესი საფეხურის წარმომადგენელი იყო, სანამ არ მოინდომა გათანაბრება ღმერთთან სწორედ ამან გამოიწვია მისი სამუდამოდ დაწყევლა და ჯოჯოხეთში დასამარება. სწორედ აქედან იწოდება ლუციფერი დაცემულ ანგელოზად. ივრითში სატანა ითარგმნება როგორც მოწინააღმდეგე, წინააღმდეგობა, ძველი აღქმის წმინდა წიგნში სატანად იწოდება ანგელოზი რომელიც ადამიანს გამოცდის წინაშე აყენებს მორწმუნის რწმენას. იოანე (1:6-12) ახალ აღქმაში სატანა როგორც აპოკალიფსური დრაკონი წარმოგვიდგება ღმერთის მტრად, ბნელი ძალების მმართველად. ლუციფერი ანუ სატანა დიდი ციური ომის შემდეგ მიწაზე ჩამოაგდო მთავარანგელოზმა მიქაელმა. ლუციფერი ითვლება ცოდვის პირველ მიზეზად კაცობრიობის ისტორიაში. გარდა ამისა არსებობს კიდევ ერთი ცნობილი დემონი არიმანი- როგორც ადამიანის მოძულე არსება რომლის უმნიშვნელოვანესი მისიაა ადამიანთა ტოტალური გათიშვა დაზომბირება და მართვა. ის ვერ იტანს ადამიანს. არიმანი შუა საუკუნეების ქრისტიანულ წყაროებში მოიხსენიება როგორც ბოროტი სული, "აჰრიმან". ზოგჯერ ლუციფერს და არიმანს ერთ საწყისში მოიხსენიებენ. ბიბლიური ტექსტები არ გვაძლევს სატანის ვიზუალური აღწერის საშუალებას მაგრამ შუა საუკუნეებიდან გავრცელდა ტრადიციული წარმოდგენები რომლის თანახმად ესაა რქებიან ბალნიანი ჩლიქებიანი მახინჯი არსება რომელიც მუდმივ დაპირსპირებაშია ღმერთთან. რეალურად სატანის გარეგონობა არავინ იცის როგორ გამოიყურება. ამის ვიზუალიზაცია და წარმოდგენა ძალიან რთულია. ის იმდენად მეტაფიზიკურია რომ ახსნა შეუძლებელია. ასევე გაუგებარი და უცნობია თუ რატომ აუჯანყდა იგი ღმერთს და რატო შევიდა მასთან კონფლიქტში როცა ღმერთს ის ძალიან უყვარდა თუმცა ფაქტია რომ სატანა იყო პირველი ცოდვილი არსება რომელმაც წარმოშვა ბოროტება და შექმნა ჯოჯოხეთი.
ByGi GaGeorgia
0