10 votes
0 comments
0 shares
Save
4 views
Enj Tsatava
Tbilisi · 1 year ago

გილოცავთ სვეტიცხოვლობას 😊


Enj Tsatava
Tbilisi · 1 year ago
Similar Posts
Tbilisi Daily
Tbilisi · 1 day ago
პატრიარქი - ახლა ისეთი უცნაური მოვლენებია, რომ ადამიანი ვერც ახსნის, ეს რატომ ხდება
ახლა ისეთი უცნაური მოვლენებია, რომ ადამიანი ვერც ახსნის რატომ ხდება ეს, - ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს -პატრიარქმა ილია მეორემ სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში საზეიმო წირვის დასრულების შემდეგ განაცხადა. პატრიარქმა მორწმუნე მრევლი დალოცა და აღნიშნა, რომ საქართველოს ღვთის განსაკუთრებული მფარველობის ქვეშაა. „გილოცავთ ამ ბედნიერ დღეს სვეტიცხოვლობას, ათორმეტი მოციქულის დღესასწაულს. დიდება უფალს და მადლობა უფალს. ჩვენ როცა ვფიქრობთ ჩვენს წარსულს, აწმყოზე და მომავალზე , ჩვენ ვრწმუნდებით იმაში, რომ საქართველო განსაკუთრებულ ღვთის მფარველობის ქვეშ არის. ჩვენ ვმადლობთ უფალს ამდენი წყალობისათვის. წარმოიდგინეთ თქვენ, საქართველოში ჩამოაქვთ ხალენი (მოსასხამი) ილია წინასწარმეტყველისა, საქართველოში ჩამოაქვთ კვართი უფლისა, საქართველო ხდება წილხვედრი ყოვლადწმიდისა ღვთისმშობლისა. რა დავიმსახურეთ, რით დავიმსახურეთ? ჩემი აზრით, ეს არის წყალობა ღვთისა, მადლი ღვთისა, უძლურთა მკურნალი. ჩვენ უნდა გავამართლოთ ეს წყალობა. ჩვენ უნდა მადლობა შევსწიროთ უფალს მისი დიდი წყალობისათვის. თორმეტი მოციქული, მეთევზეები, მაცხოვარი ირჩევს არა მეცნიერებს, არა განათლებულ ხალხს, არამედ, უბრალო ადამიანებს. უბრალო ადამიანში შედის მადლი ღვთისა. წყალობა და მადლი ღვთისა მოეფინა თორმეტ მოციქულს, მაგრამ ერთმა ვერ დააფასა. ადამიანმა უნდა იგრძნოს მადლი ღვთისა და მადლობა შესწიროს უფალს. წმინდა მამები ამბობენ, რომ ერთმა ადამიანმა ვერ სცნო მადლი, ერთმა ადამიანმა უარყო მადლი და ამიტომ დაისაჯა. უფრო სწორედ თვითონ დასაჯა თავისი თავი. დღეს ჩვენ მოხარული და ბედნიერნი ვართ, რომ ვხვდებით ჩვენ მორწმუნეებს, რომელთაც გამოიარეს წმინდა ნინოს გზა. ეს მე მგონი, 32-ე შემთხვევაა. 32-33 ადამიანი მოდიოდა ლოცვით და ვედრებით. ლოცულობდნენ საქართველოს გადარჩენისათვის და მსოფლიოსათვის. ახლა ისეთი უცნაური მოვლენებია, რომ ადამიანი ვერც ახსნის რატომ ხდება ეს. პრესა გადმოსცემს, რომ ახლა მოედო ეს კორონა, სენი შუა აზიის ხალხს. ღმერთმა ყველას უშველოს, ყველას დაეხმაროს. ღმერთი მოწყალეა. შეგეწიოთ უფალი. მინდა დავლოცო ის ადამიანები, რომელთაც გამოიარეს ეს გზა. ესაც საკვირველია, როგორ შესძლო, ამ მცირეწლოვანმა ქალიშვილმა, წმინდა ნინომ გამოევლო ეს შორი გზა, მაგრამ წყალობა ღვთისა გამოვლინდება უძლურებაში და გამოვლინდა კიდეც. წმინდა ნინო გწყალობდეთ თქვენ სრულიად საქართველოს და მთელ მსოფლიოს. სიგელები დაურიგდებათ მათ, რომელთაც გამოიარეს ეს გზა“, - განაცხადა პატრიარქმა.
Enj Tsatava
Tbilisi · 11 months ago
ნატურალური ტყავი, ხელნაკეთი ,თან ქართული 😊
Enj Tsatava
Venice · 1 year ago
ვენეცია
My Vision
Tbilisi · 1 week ago
მსოფლიოს პატარა ელჩი, რომელიც ცივ ომზე ღიად საუბრობდა...
მსოფლიოს პატარა ელჩად” წოდებული ამერიკელი გოგონა – სამანტა სმიტი,რომელიც “ცივი ომის” ერთ-ერთ უმთავრეს სიმბოლოდ იქნა მიჩნეული, 1983 წლის დეკემბრის თვეში მიწვეულ იქნა “ამომავალი მზის” ქვეყანაში – იაპონიაში,სადაც იმართებოდა ბავშვთა საერთაშორისო სიმპოზიუმი ქალაქ კობეში.აღნიშნული მიწვევის ინიციატორი,თავად იაპონიის პრემიერ-მინისტრი იასუჰირო ნაკასონე გახლდათ.სიმპოზიუმზე სამანტამ წამოაყენა წინადადება,რომლის მიხედვითაც ამერიკელებსა და საბჭოელებს ყოველ წელიწადს ერთმანეთში სულ ორიოდე კვირით შვილიშვილები უნდა გაეცვალათ.როდესაც სამანტას აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზი ჰკითხეს,”მსოფლიოს პატარა ელჩმა” ასეთი პასუხი გასცა: “ასეთი იდეის განხორციელების შემთხვევაში,ორივე მოწინააღმდეგე მხარეები მოერიდებან ერთმანეთის ატომური იარაღით დაბომბვას,რადგან ეცოდინებათ,რომ მათ სამიზნე ქვეყანაში მათივე შვილიშვილები იმყოფებიან!” გაგრძელება კი ასეთი ქონდა მის ინიციატივას, მან წერილი გაუგზავნა საბჭოთა კავშირის გენერალურ მდივანს: მე მქვია სამანტა სმიტი. 10 წლის ვარ. გილოცავთ თქვენს ახალ დანიშვნას, ”ნათქვამია წერილში. - ძალიან ვწუხვარ, თუ ბირთვული ომი დაიწყება საბჭოთა კავშირსა და შეერთებულ შტატებს შორის. ომის მომხრრ ხართ თუ არა? თუ წინააღმდეგი ხართ, მაშინ გთხოვთ მითხრათ, როგორ აპირებთ ომის თავიდან აცილებას? რა თქმა უნდა, თქვენ არ ხართ ვალდებული უპასუხოთ ამ კითხვას, მაგრამ მე მსურდა იმის ცოდნა, თუ რატომ გსურთ დაიპყროთ მთელი მსოფლიო, ან სულ მცირე ჩვენი ქვეყანა. უფალმა შექმნა დედამიწა ისე, რომ ჩვენ ყველას შეგვეძლოს მშვიდობიანად ცხოვრება და არა ბრძოლა”. წერილს დიდი გამოხმაურება მოყვა და მალე ადრესატმა პასუხიც დაუბრუნა სამანტა სმიტს, ის ტიმსოიერის მთავარ გმირს ბეკის შეადარა და ოჯახთან ერთად მოსკოვში მიიწვია. . New York Times- მა მას უწოდა "სკოლის მოსწავლე, რომელმაც განიარაღა რუსები." დიდი პატივით უმასპინძლეს პატარა ელჩს მოსკოვში, რომელმაც თვითმფრინავის ტრაპზე ასულმა რუსულად წარმოთქვა: “ჩვენ ვიცხოვრებთ!” ცხოვრება მართლაც გაგრძელდა.... სამანტა სმიტი კი მამასთან ერთად ავიაკატასტროფის მსხვერპლი გახდა. ათწლეულების შემდეგ, უმეტესობა, ვისაც სამანტას ამბავი ახსოვს, მიაჩნიათ, რომ მისი სიკვდილი უბედური შემთხვევა იყო, აგრეთვე გარემოებათა ერთობლიობა, რამაც მას სახელგანთქმული ხასიათი მისცა. ცხადია, პროპაგანდის გარეშე ამის გაკეთება არ შეიძლებოდა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ სამანტა ორივე ზესახელმწიფოს ხელში თამაშობდა: მან თავისი ამერიკული სპონტანურობით მოხიბლა საბჭოთა ხალხი და ამერიკელებს უჩვენა სსრკ-ს ადამიანის სახე.#ამერიკა
+3
რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba
Tbilisi · 2 weeks ago
ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი მიესალმა საქართველოში მიღებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს
ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჯოზეპ ბორელმა საქართველოს მიულოცა საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება. ბორელის შეფასებით, საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული საკონსტიტუციო ცვლილებები გადამწყვეტი მომენტია მეტი პოლიტიკური პლურალიზმისთვის მომავალ არჩევნების გათვალისწინებით. „ყველას გილოცავთ! ევროკავშირი გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას არჩევნებისთვის შემდგომ მზადებაში“, - წერს ტვიტერზე ჯოზეპ ბორელი. 29 ივნისს, საქართველოს პარლამენტის მიერ საკონსტიტუციო ცვლილებების საბოლოო, მესამე მოსმენით დამტკიცების შემდეგ, წლევანდელი საპარლამენტო არჩევნები ისევ შერეული სისტემით ჩატარდება, თუმცა, პროპორციული წესით აირჩევა 77-ის ნაცვლად 120 დეპუტატი და მაჟორიტარულით 73-ის ნაცვლად 30. გარდა ამისა, პროპორციული არჩევნები ჩატარდება 1%-იანი ბარიერით და გაჩნდება ე.წ. ჩამკეტი იმისათვის, რომ გამოირიცხოს 40%-ზე ნაკლები მხარდაჭერის მქონე პოლიტიკური პარტიის ან ბლოკის მიერ საპარლამენტო უმრავლესობის მოპოვება და მთავრობის დამოუკიდებლად ფორმირება. ეს საარჩევნო სისტემა 2024 წლამდე იმოქმედებს, რადგან საქართველოს კონსტიტუციით, 2024 წლიდან საპარლამენტო არჩევნები მთლიანად პროპორციული სისტემით ჩატარდება. საკონსტიტუციო ცვლილებები „ქართული ოცნების“ უმრავლესობამ მოამზადა ოპოზიციურ პარტიებთან 8 მარტს მიღწეული შეთანხმების საფუძველზე. მხარეთა მოლაპარაკების პროცესში ამერიკელი და ევროპელი დიპლომატები მონაწილეობდნენ. კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღეს „ნაციონალური მოძრაობის“ და „ევროპული საქართველოს“ დეპუტატებმა. ისინი საკონსტიტუციო ცვლილებების მხარდაჭერის პირობად ასახელებდნენ „მთავარი არხის“ წილის მფლობელ გიორგი რურუას გათავისუფლებას. ოპოზიცია იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით 2019 წლის ნოემბერში დაკავებულ რურუას პოლიტპატიმრად მიიჩნევს და აცხადებს, რომ მისი გათავისუფლება 8 მარტის შეთანხმების ნაწილი იყო. ამას უარყოფენ „ქართულ ოცნებაში“.#ახალი_ამბები#twitter
My Vision
Tbilisi · 2 weeks ago
აფხაზური წარმოების სიგარა Dunhill- ის ჩიბუხის საპასუხოდ. პოლიტიკურად მოტივირებული საჩუქრები.
“გილოცავთ სამოცდამეხუთე დაბადების დღეს და გისურვებთ ჯანმრთელობას, დღეგრძელობას, გამარჯვებებს! – ბრიტანელმა პრემიერმა ჯიბიდან საშუალო ზომის მოოქრული ყუთი ამოიღო, სტალინს მიაწოდა და დაამატა, – ეს „დანჰილის“ ჩიბუხი კი ჩემგან სახსოვრად გქონდეთ. თქვენ, ისევე როგორც მე, თავგამოდებული მწეველი ხართ და ამიტომ შევარჩიე ეს საჩუქარი. სტალინმა საჩუქარი იქვე გახსნა და ყურადღებით დაათვალიერა. შემდეგ თამბაქოთი დატენა, გააბოლა და თქვა: – საუცხოო ინსტრუმენტია. თან, კოლონიების გემო დაჰკრავს. – ეს ჩიბუხი ინდურ-აფრიკული ნაზავია. თქვენ კი მარწმუნებთ, რომ კოლონიები დავთმო, – მიუგო სტალინს ენაკვიმატმა ჩერჩილმა. ბელადმა კი უპასუხა: – „სამშობლოს კვამლი ნაზი და სასიამოვნოა“ (პუშკინის ლექსის ციტატა). ვფიქრობ, ეს კარგად აქვთ გაცნობიერებული ინდოელებს და ამიტომაც გიწევენ ასეთ მძაფრ წინააღმდეგობას. ასეთ მშვენიერ ნივთებს კი მათი დეკოლონიზაციის შემდეგაც შეიძენთ. თუმცა, უნდა აღვნიშნო, რომ ამით ფლორასა და ფაუნას დიდი ზიანი ადგება. სტალინის პასუხში, ერთი მხრივ მისი დიპლომატობა ჩანდა, რადგან მან ამით ჩერჩილს კიდევ ერთხელ მოუწოდა ინდოეთის დეკოლონიზაციისკენ. მეორეს მხრივ კი, სახეზე იყო სტალინის ფართო ერუდიცია და ყველაფრის წვრილმანებამდე ცოდნა. საქმე იმაში გახლდათ, რომ „დანჰილის“ ჩიბუხი 150 ათასი გირვანქა სტერლინგი ღირდა. ამხელა ფასი კი მას იმიტომ ჰქონდა, რომ ჩიბუხს უზარმაზარი აფრიკული ბაობაბის ხის ფესვისგან ამზადებდნენ, ხეს კი ანადგურებდნენ. ჩიბუხის მუნდშტუკს ინდური სპილოს ეშვისგან ამზადებდნენ და თავად სპილოს ანადგურებდნენ... თითოეული „დანჰილის“ ჩიბუხი ექსკლუზიური ნამუშევარი გახლდათ და სწორედ ამ გარემოებათა გამო თქვა სტალინმა: ფლორა და ფაუნა ნადგურდებაო... სამსაათიანი საუბრისა და საჩუქრის მიღების შემდეგ, სტალინმა ჩერჩილი საღამოს კუნცევოში დაპატიჟა სადღესასწაულო სუფრაზე. ბრიტანელი პრემიერი სასმლის მოყვარული იყო და იმ საღამოს კარგადაც მოილხინა. სტალინი თან ნაჩუქარ ჩიბუხს აბოლებდა, თან სტუმარს უღიმოდა. როდესაც მანქანამდე მიაცილა და გამოემშვიდობა, უთხრა: – კიდევ ერთხელ გიხდით მადლობას ძვირფასი საჩუქრისთვის და საპასუხო საჩუქარი ჩემზე იყოს... რამდენიმე დღის შემდეგ სტალინმა მოსკოვის ¹1 თამბაქოს ფაბრიკის დირექტორი, ვასილი გაგარინი დაიბარა და საბჭოეთში სიგარების დამზადებით დაინტერესდა. – ვამზადებთ, მაგრამ ძალიან მცირე რაოდენობით, ამხანაგო სტალინ. ჩვენში სიგარებს არავინ ეწევა და თითქმის არ იყიდება, – უთხრა გაგარინმა საბჭოთა ბელადს. – ალბათ იმიტომ, რომ უხარისხოა, – თქვა სტალინმა. – რა თქმა უნდა, საუკეთესო ხარისხით ვერ დავიტრაბახებთ, რადგან ჩვენთან ეს სახეობა არაპოპულარულია, ამხანაგო სტალინ. მაგრამ, თუ საჭიროა, ტექნოლოგიას ავამაღლებთ და მსოფლიოში საუკეთესო სიგარებს გამოვუშვებთ. – კუბურზე უკეთესს? – ჰკითხა სტალინმა. – არანაკლებს, – თავდაჯერებით მიუგო გაგარინმა, რადგან სმენოდა, რომ ყოყმანს ვერ იტანდა ბელადი. – კეთილი. ორთვიან ვადას გაძლევთ. თუკი არ ტრაბახობთ, მაშინ ორი თვის შემდეგ თქვენი გამოშვებული საუკეთესო სიგარა მომიტანეთ და პირადად გავსინჯავ, – უთხრა სტალინმა გაგარინს და გაისტუმრა. ზუსტად დათქმულ დროს, 1945 წლის 4 მარტს, გაგარინმა სტალინს სიგარებით სავსე ყუთი მიუტანა და უპატაკა: – ეს ჩვენი დამზადებული სიგარებია. გასინჯეთ და შეაფასეთ. სტალინმა ჯერ საბჭოთა წარმოების სიგარა გააბოლა და ჩაუქრობლად საფერფლეზე დადო. შემდეგ, უჯრიდან კუბური სიგარა ამოიღო, ისეთი, რომელსაც ჩერჩილი ეწეოდა და ისიც გააბოლა. ბოლოს ორივე ჩააქრო. ჩიბუხი გააბოლა და გაგარინს უთხრა: – ჩვენი ჯობია. ახლა კი დაწვრილებით მომიყევი, თუ როგორ მიაღწიეთ ამას? გაგარინმა ლამის დეტექტიური ისტორია უამბო სტალინს იმის შესახებ, თუ როგორ გაუშვეს კუბაში ფაბრიკის ტექნოლოგი, რომელმაც სიგარების წარმოების საიდუმლოება გაიგო და შემდეგ აფხაზეთში, სოხუმის მახლობლად, საკუთარი ხელით დაამზადა ეს სიგარები. – თამბაქო სადაურია? – იკითხა სტალინმა. – ადგილობრივი, ამხანაგო სტალინ. აფხაზეთში მოყვანილი თამბაქოა, – თქვა გაგარინმა. – სულ რამდენი ცალი გაქვთ? – ათი, ამხანაგო სტალინ. – ნოემბრამდე ათასი ცალის დამზადებას შეძლებთ? – დიახ, – მიუგო გაგარინმა. 1945 წლის 29 ნოემბერს, უინსტონ ჩერჩილმა საკუთარ დაბადების დღეზე ყუთებში ლამაზად ჩაწყობილი, აფხაზეთში ხელით დამზადებული ათასი ცალი უმაღლესი ხარისხის სიგარა მიიღო. საჩუქარს თან ერთვოდა სტალინის მიერ დაწერილი ბარათი, რომელშიც ეწერა: „გილოცავთ დაბადების დღეს და გისურვებთ ყოველივე კარგს. ეს სიგარები სპეციალურად თქვენთვისაა ხელით დამზადებული ჩემს ქვეყანაში და სამშობლოს კვამლი კი ნაზი და სასიამოვნოა...“ ჩერჩილს სტალინის საჩუქარი ძალიან მოსწონებია და მათ სიცოცხლის ბოლომდე იზოგავდა. 1945 წლიდან კი აფხაზეთში სპეციალური ფაბრიკა შეიქმნა, სადაც სიგარის თამბაქო მოჰყავდათ და პროდუქციას ხელით ამზადებდნენ, რომელიც კონკურენციას უწევდა მსოფლიოს საუკეთესო ანალოგებს..."##პოლიტიკა #sokhumidaily
Artists Voyage
Tbilisi · 3 weeks ago
10 შემთხვევა, როცა გაგოშამ უსამართლობა ქუჩაში მხატვრობით გააპროტესტა
გასული წლის აგვისტოს მიწურულს ბათუმში ახალი სტენსილი გამოჩნდა. მისი საშუალებით გაგოშა ონლაინ კამპანია #SpendYourSummerInGeorgia-ს გამოეხმაურა, რომელიც მას შემდეგ დაიწყო, რაც პუტინმა რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოში ფრენა აუკრძალა. სტენსილზე ქართულ სუფრასთან შემომსხდარ მსოფლიო ღირსშესანიშნაობებს ვხედავთ. სუფრის თავში კრემლი ზის, რომელსაც სძინავს, მთაწმინდის ანძა კი ეიფელისა და პიზის კოშკთან, თავისუფლების ქანდაკებასთან, მოაის ქვის ქანდაკებებთან და სხვა ღირსშესანიშნაობებთან ერთად მშვიდობის სადღეგრძელოს სვამს. 7. ფერადი ფანქრებით შეიარაღებული კუპიდონი, 2019 And Then We Danced-ის გამოსვლას საქართველოში მოწინააღმდეგეები გამოუჩნდნენ. საზოგადოების გარკვეულ ნაწილს ეშინოდა ფერადი კუპიდონების. ისინი ამბობდნენ, რომ ფილმის ყურების შემდეგ შეიძლება, სექსუალური ორიენტაცია შეიცვალო. სწორედ ამ ჰომოფობიურ დამოკიდებულებას ეხებოდა თბილისში ლგბტ თემაზე შექმნილი სტენსილიც. ნახატზე გამოსახულია კუპიდონი, რომელსაც ისრების ნაცვლად, ფერადი ფანქრები უჭირავს. მას შეიარაღებული ჯგუფი უპირისპირდება. ისინი შემტევ და თან თავდაცვით პოზიციაში დგანან, ფარებს ამოფარებულები. 8. "განწყობა", 2019 ნახატი ეხება სამოქალაქო პროტესტს. სტენსილზე გამოსახულია გოგო, რომელიც დასარბევად გამიზნული წყლის ჭავლით იღებს ცივ შხაპს, რაც "გამოფხიზლების ნიშანია". 9. ოჯახის სიწმინდის დღე და გაჭრილი ცისარტყელა, 2020 17 მაისს, გაგოშამ ჰომოფობია ახალი სტენსილით გააპროტესტა. მან ლისის ტბის მიმდებარედ დახატა ცისარტყელა, რომელსაც ოჯახი ხერხით აზიანებს. ფოტოები მხატვარმა თავად გაავრცელა წარწერით: "ოჯახის სიწმინდის დღეს გილოცავთ ქართველებო". 10. ტყის კოდექსი, 2020 გაგოშას ნახატში, რომელიც თბილისის ერთ-ერთი მიწისქვეშა გადასასვლელთანაა, სასულიერო პირი ტყეში ხეს ნიშნავს, საიდანაც ფრინველები გასაფრენად ემზადებიან და ბუდეს ტოვებენ. სტენსილით მან პარლამენტის მიერ დაჩქარებული წესით მიღებული ტყის კოდექსი გააპროტესტა. 22 მაისს საქართველოს პარლამენტმა დაამტკიცა ტყის კოდექსი, რომელიც საპატრიარქოს საქართველოში არსებული ყველა ეკლესია-მონასტრის მიმდებარე ტყის ფართობის საკუთრებაში გადაცემას უშვებს — არაუმეტეს 20 ჰექტრისა თითოეულის შემთხვევაში. #გაგოშა #ხელოვნება #სტენსილი #ქუჩისხელოვნება Tbilisi#ხელოვნება
+2
Tbilisi Daily
Tbilisi · 3 months ago
მე ვერ წარმომედგინა, რომ ქართველი ხალხი ასე მშვიდად, ასე ვაჟკაცურად შეხვდებოდა ამ განსაცდელებს - ილი
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ, სამების საკათედრო ტაძარში წირვის დასრულების შემდგომ იქადაგა და ლმრევლს ბზობის დღესასწაული მიულოცა. პატრიარქის თქმით, მას ვერ წარმომედგინა, რომ ქართველი ხალხი ასე მშვიდად და ვაჟკაცურად შეხვდებოდა კორონავირუსთან დაკავშირებულ განსაცდელს. ,,მე ვერ წარმომედგინა, რომ ქართველი ხალხი ასე მშვიდად, ასე ვაჟკაცურად შეხვდებოდა ამ განსაცდელებს. დიდება უფალს და მადლობა უფალს! ღმერთი გვაძლევს ჩვენ ძალას. უფალმა ძალი ერსა თვისსა მოსცეს. უფალმა აკურთხოს ერი თვისი მშვიდობით. ბზობა ეს დიდებული დღესასწაულია და მე ვიტყოდი, ეს არის ადამიანის გამოცდა. ადამიანის განწმენდა. როცა ჩვენ ვხვდებით ასეთ განსაცდელებს, როგორიც ახლა არის, ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ უფალი რომელიც გვაძლევს განსაცდელს, თუ ჩვენ მადლიერებით, მადლობით მივიღებთ ამას, უფალი ძალას მოგვცემს, რომ გადავიტანოთ ეს განსაცდელი. მაგრამ ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ განსაცდელის შემდეგ მოდის სიხარული. ღმერთი მოწყალეა, ღმერთი მოგვცემს ჩვენ სიხარულს და ძალას, რომ ავიტანოთ ეს განსაცდელი. გილოცავთ ამ დღესასწაულს, გილოცავთ ამ გამოცდას, გილოცავთ განწმენდას. ეს არის ჩვენი განწმენდა. მაგრად იდექით! აი, სხვები ლაპარაკობენ უცხოეთში ქართველმა ხალხმაო ვაჟკაცურად მიიღოო ეს განსაცდელი. სხვების ლაპარაკი არ გვჭირდება, ჩვენ თვითონ ვიცით, ქართველი ადამიანი ძლიერია სულით. გაგაძლიეროთ უფალმა. უფალმა ძალა მოგცეთ, უფალმა გაკურთხოთ თქვენ“, - თქვა პატრიარქმა.#პატრიარქი #სამება #ქადაგება #ბზობა #tbilisidailyy
Tbilisi Daily
Tbilisi · 3 months ago
ავადმყოფს უნდა ვუმკურნალოთ, არ აქვს მნიშვნელობა, ჩვენი მეგობარი იქნება თუ მტერი- მარინა ეზუგბაია
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ უპასუხა ჟურნალისტის კითხვას, თუ როგორ შეაფასებდა იმუნოლოგ, დავით ნანობაშვილის განცხადებას, რომლის თქმითაც, იმ შემთხვევაში, თუკი ნიკა გვარამია Covid19-ით დაინფიცირდება, მას ექიმები არ უმკურნალებენ. ეზუგბაიას თქმით, ექიმები ყველა პაციენტს დახმარებას უწევენ და მკურნალობენ, განურჩევლად მისი გვარ-სახელისა, სქესისა და სტატუსისა. ,,წარმოუდგენელია, რომ ექიმმა ვინმეს არ უმკურნალოს. გილოცავთ ძალიან დიდ დღესასწაულს, რომელსაც ბზობა ჰქვია. ქრისტიანი ადამიანი უარს არასდროს არაფერზე ამბობს, მითუმეტეს ქრისტიანი ექიმი. შენი მტერი უნდა გიყვარდესო და პაციენტი ჩვეულებრივი ადამიანია, რომელსაც დახმარება სჭირდება. პაციენტს სახელი და გვარი არ აქვს, ჩვენ არც სქესზე ვსაუბრობთ და არც სხვა დეტალებზე, რაც იმას ნიშნავს, რომ პაციენტი პაციენტია, მას სხვა კრიტერიუმები არ სჭირდება. ის არის ავად და ავადმყოფს უნდა ვუმკურნალოთ, არ აქვს მნიშვნელობა, ის ჩვენი მეგობარი იქნება, მტერი თუ ვინ“, - განაცხადა ეზუგბაიამ.#ნიკაგვარამია #ეზუგბაია #პაციენტი #კორონავირუსი #tbilisidaily
Keso Bigvava
Tbilisi · 1 month ago
Happy independence day, Georgia! დამოუკიდებლობის დღეს გილოცავთ
Happy independence day, Georgia! ✨💘🇬🇪🇬🇪 დამოუკიდებლობის დღეს გილოცავთ 🇬🇪 #Happyindependenceday #Georgia Tbilisi