ჩემიშენიჩვენილაგოდეხი

0
?სამი მეგობრის გაერთიანების მიზეზი სწორედაც , რომ დიდი ქველმოქმედების სურვილი იყო. დღეის მონაცემებით სულ 224 ოჯახს ვესტუმრეთ. გვინდა მოგიყვეთ ამ ხნის განმავლობაში, თუ როგორ მოვედით, როგორ გვიწევდა პანდემიის დროს ამდენ ოჯახში სტუმრობა(ჯანდაცვის სრული რეკომენდაციების დაცვით ) და მათი გახარება. ✅როგორც აღვნიშნე, განსაკუთრებულად დავიწყეთ მობილიზება პანდემიის დროს (6 წელია საქველმოქმედო აქციებს ვაკეთბთ) გვინდა ყველა ადამიანს მადლობა მოგიხადოთ, ვინც აქტიურად გვადევნებდით თვალყურს და გაგაჩნდათ მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა. საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების თანავე, როდესაც მანქანით გადაადგილება შეუძლებელი იყო, ფეხით ქუჩა-ქუჩა დავდიოდით ადამიანებს მოვუწოდებდით დახმარებისკენ და სოციალური პასუხისმგებლობისკენ.საკმაოდ რთული და დამღლელი აღმოჩნდა ფეხით სიარული, მაგრამ რა თქმა უნდა გვაბედნიერებდა და სტიმულს გვაძლევდნენ ადამიანები, რომლის თვალებშიც იგრძნობოდა სიხარული და გრძნობდნენ, რომ ვიღაცა არსებობდა ვინც მათ ტკივილს იზიარებდა, კვებავდა და ზრუნავდა.ამასთანავე, facebook გვრდზე აქტიურად ვაქვეყნებდით ფოტოებს ლაივებს და ვანახებდით ადამიანებს მძიმე ყოფას და ვუდასტურებდით, რომ არსებობდა სამი ადამიანი , ვინც უსასყიდლოდ ვაკეთებდით სიკეთებს. ფაქტია, რომ ასე თუ ისე შედეგი დადგა, (224 ოჯახი) რადგან არაა მარტივი ამ ყველაფრის გადატანა, ბევრი დაუმსახურებელი ქვის სროლა, ქილიკი და დამცინვი საუბარი "მოცლილებმა". ამასთანავე მცირე მეწარმეებმა დაიწყეს ჩართულობა ჩვენს აქციაში ესენი იყვნენ : შპს ჰერეთულა, რომელმაც 20 ოჯახზე გადმოგვცა სოფლის ნობათი. პუსკას საცხობი რომელიც 1 სასურსათო ამანათზე წირავდა 2 პურს. მადლობა ქალბატონ ციური შავაძეს და სოლო ჯავშანაშვილს, გიორგი კუბლაშვილს და თაკო ჩინჩალაძეს. ?როგორ არ უნდა ვუთხრათ მადლობა ჩვენს ემიგრანტებს, რომლებიც თავისი ნაშრომიდან გარკვეულ თანხას წირავდნენ ბავშვებს, მოხუცებს და მძიმე მდგომარეობაში მყოფ ადამიანებს, ქედს ვიხდით სამივე თქვენს წინაშე. ‼ჩვენ დანებებას არ ვაპირებთ თანხების ამოწურვის მიუხედავად აქტიურად მოგიწოდებთ, რომ 1 ლარით შეგიძლიათ გაუფერადოთ ადამიანებს ყოფა. მცირედი მზრუნველობაც ქმნის უასრულო ტალღას, რომლიც აუცილებლად დაგიბრნდებათ უკან. ✅ვფიქრობთ პარალელურად, ახალი ნაბიჯების დრო დგება, საიდანაც უფრო მეტ ადამიანს დავეხმარებით, ამისთვის კი საჭიროა ბევრი ადამიანის ჩართულობა, საკუთარი შესაძლებლობების იდეების თუ უბრალოდ მუხტის გაცემისთვის... ჩვენ არ ვჩერდებით, პირიქით, უფრო დიდ სასიკეთო საქმეს გავაკეთებთ .... ახალი ეტაპის დროა... GE15BG0000000100551807GEL-ბანკი საქართველო GE02TB7477645061100053-ბანკი TBC მიმღები:ნიკოლოზი გოგოლაძე;
0