ჰოლივუდის ახალ ფილმში მონაწილეობას ჰუმანოიდი რობოტი მიიღებს

0
ახალი, 70-მილიონიანი ბიუჯეტის მქონე ფილმში, B, მთავარ როლს ჰუმანოიდი რობოტი ერიკა ითამაშებს. აღსანიშნავია, რომ ფილმზე მუშაობა ახალი დაწყებულია და მას ჯერ რეჟისორიც კი არ ჰყავს. ამის მიუხედავად, მისადმი უკვე გამორჩეული ინტერესი გაჩნდა, რადგან ტრადიციულად ადამიანურ რესურზე დამოკიდებულ ინდუსტრიაში რობოტისთვის სამსახიობო როლის მინიჭება მართლაც უპრეცედენტო ფაქტია. თუმცა, რადგან ერიკა ფილმშიც რობოტის როლს შეასრულებს, ალბათ უფრო მართებული იქნება იმის თქმა, რომ ის მსახიობთა გუნდის წევრის ნაცვლად სპეცეფექტების განყოფილების ნაწილი უფროა. მაგრამ მისი შემქმნელების თქმით, რობოტს სახის სხვადასხვა გამომეტყველების მიღება შეუძლია და გარკვეული სამსახიობო უნარებითაცაა აღჭურვილი.
#technology
#tech
#robots
#hollywood
#ახალიამბები
0