ჯანსაღი ცხოვრება|მესამე ნაწილი|

0
არსებობს ექიმთა, დიეტოლოგთა და ფსიქოლოგთა საერთაშორისო ჯგუფის მიერ შემუშავებული ათი რჩევა, რომელიც ქმნის ცხოვრების ჯანსაღი წესის მთავარ საფუძველს: რჩევები და ისტორიული რაკურსი 1. აქტიური გონებრივი შრომა; 2. სასიამოვნო სამუშაო; 3. რაციონალური კვება; 4. ასაკის შესაბამისი კვება; 5. საკუთარი აზრის ქონა; 6. სიყვარული და სიფაქიზე; 7. ძილი 17-18 გრადუსი ტემპერატურის პირობებში; 8. მუდმივი ფიზიკური დატვირთვა; 9. პერიოდულად ტკბილეულის მიღება; 10. ემოციური განტვირთვა. ფორმულირებას “ცხოვრების ჯანსაღი წესი” არცთუ დიდი ხნის ისტორია აქვს. ის გასული საუკუნის 70-იან წლებში დამკვიდრდა. ისმის კითხვა: რატომ დადგა დღის წესრიგში ამ ფორმულირების ჩამოყალიბების საკითხი, მით უმეტეს, რატომ გახდა ის ასე აქტუალური და მნიშვნელოვანი? უნდა მოგახსენოთ, რომ ამ თემისადმი ინტერესი უშუალო კავშირშია ადამიანის სიცოცხლის გახანგრძლივებასთან, ადამიანის საარსებო გარემოსა და, რაც მთავარია, საკუთრივ ადამიანის შეცვლასთან. ისიც საყურადღებოა, რომ დღეს აშკარად არის გამოკვეთილი თანამედროვე ადამიანის სამი მთავარი მტერი – დეპრესია, ჰიპოდინამია და დაცემული ზნეობა. თანამედროვე ადამიანს სიცოცხლე გაუხანგრძლივდა, თუმცა დღეს ის გაცილებით ნაკლებად მოძრაობს, ბევრს ჭამს, აქვს მავნე ჩვევები, დაკარგა სულიერება. ყოველივე ამის გამო თანამედროვე ადამიანი მოდუნდა, დაავადმყოფდა და დადარდიანდა. მართალია, ეპიდემიებთან ბრძოლა ისწავლა, მაგრამ სანაცვლოდ სხვა, “ცივილიზაციის დაავადებები” დაემართა. ეს არის გულ-სისხლძარღვთა და საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის პათოლოგიები, ონკოლოგიური დაავადებები. აღნიშნულ დაავადებათა აღმოცენება, განვითარება და შედეგი დამოკიდებულია არა მხოლოდ გარეგან ფაქტორებზე, არამედ საკუთრივ ადამიანის ცხოვრების წესზე. მედიცინამ და ჯანდაცვამ მიაღწიეს იმ დონეს, რომლითაც მაქსიმალურად არის შესაძლებელი ადამიანის ჯანმრთელობის გაუმჯობესება, სიცოცხლის გახანგრძლივება, თუმცა ეს არ კმარა, საჭიროა მოსახლეობის გაჯანსაღების სხვა გზების ძიება. სწორედ ეს გზაა ცხოვრების ჯანსაღი წესი, რომელიც ადამიანმა თავად უნდა დაიცვას და რომლის არსიც არის სულისა და სხეულის (ანუ ფსიქიკისა და სომის) ჯანმრთელობის შენარჩუნება თვითშეზღუდვისა და საგანგებო ვარჯიშების მეშვეობით.
#ახალიამბები
#პოლიტიკა
#ხელოვნება
#მოგზაურობა
#ჯანსაღიცხოვრება
#სპორტი
#ბიზნესი
#მოდა
#მეცნიერება
#ტექნოლოგიები
#კულინარია
#ასტროლოგია
0