13 votes
2 comments
shares
Save
10 მუზეუმი, რომელსაც ყველაზე მეტი ადამიანი სტუმრობს
59 reads
Artists Voyage
Tbilisi · 1 month ago

მუზეუმი ხელოვნებისა და არტეფაქტების შენარჩუნების საქმეში დიდ როლს ასრულებს. ამასთან, ისინი ფუნქციონირებენ, როგორც კულტურული ჰაბი, რომლებიც მიმზიდველია როგორც გასართობი, ასევე განათლების თვალსაზრისით. მსოფლიოში უამრავი მუზეუმი არსებობს, თუმცა, ზოგიერთი მათგანი განსაკუთრებით ცნობილია და წელიწადში ყველაზე მეტი ადამიანიც სტუმრობს.

ერმიტაჟი, სანკტ პეტერბურგი

ვიზიტორების რაოდენობა წელიწადში - 4 220 000ერმიტაჟი მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე დიდი მუზეუმია. ის სანკტ პეტერბურგში, რუსეთის სიდიდით მეორე ქალაქში მდებარეობს. მუზეუმი 1852 წლს დაარსდა. აქ მთლიანობაში 3 მილიონი ექსპონატია დაცული, მათ შორის ანტიკვარიატი, დეკორატიული ხელოვნების ნიმუშები და ნახატები. ეროვნული სასახლე მუზეუმი - ტაიპეი, ტაივანი

ვიზიტორების რაოდენობა წელიწადში - 4 435 000 აქ იმპერიული ხელოვნების ნიმუშები ინახება. არტეფაქტები მოიცავს კერამიკას, ქანდაკებებს, ლითონზე შესრულებულ სამუშაოს, კალიგრაფიის ნიმუშებს. აქ ჩინეთის ისტორიის 8 000 წელია დაცული - 700 000 ნივთი. ეროვნული გალერეა, ლონდონი

ვიზიტორების რაოდენობა წელიწადში - 5 229 190 ლონდონის ეროვნულ გალერეაში 2 300 ნივთი ინახება. მათ შორის არის ვან გოგის მზესუმზირები, იან ვან ეიკის არნოლფინების პორტრეტი და ჯონ კონსტაბლის he Hay Wain. ხელოვნების ეროვნული გალერეა, ვაშინგტონი

ვიზიტორების რაოდენობა წელიწადში - 5 232 000 ვაშინგტონის ცენტრში განთავსებული შენობა სამი ნაწილისგან შედგება: დასავლეთის და აღმოსავლეთის ნაწილები და ქანდაკებების ბაღი. დასავლეთ ნაწილში ინახება ნამუშევრები, რომლებიც შუა საუკუნეებიდან მე-19 საუკუნემდე პერიოდში შეიქმნა. აღმოსავლეთ ნაწილში ხელოვნების თანამედროვე კოლექციაა. ქანდაკებების ბაღში კი თანამედროვე და გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშებია წარმოდგენილი. The Tate Modern

ვიზიტორების რაოდენობა წელიწადში - 5 656 000შენობაში, რომელშიც ახლა მუზეუმია განთავსებული, 2000 წლამდე ელექტროენერგიის სადგურები იყო. ინდუსტრიული წარსულის თავისებურებებს შენობებში ჯერაც შეამჩნევთ, მათ შორის დიდ საკვამურს და დიდ ჰოლს ტურბინისთვის. ბრიტანული მუზეუმი, ლონდონი

ვიზიტორების რაოდენობა წელიწადში - 5 906 715 ბრიტანული მუზეუმი 8 მილიონ ნივთს იცავს. ის 1753 წელს არის დაარსებული. თავდაპირველად აქ მხოლოდ ანტიკვარიატი, მედლები და მონეტები, ისტორიული ნიმუშები და დიდი ბიბლიოთეკა ინახებოდა. ახლა ბრიტანულ მუზეუმში ასევე დაცულია არტეფაქტები მთელი მსოფლიოდან, ქვის იარაღებიდან მე-20 საუკუნის შარვლების ჩათვლით. ვატიკანის მუზეუმები

ვიზიტორების რაოდენობა წელიწადში - 8 062 625ჩინეთის ეროვნული მუზეუმი უპირველეს ადგილად ითვლება ქვეყნის ისტორიის და კულტურის თვალსაზრისით. მუზეუმი 2003 წელს დააარსდა, როდესაც ორი ინსტიტუტი - ჩინეთის რევოლუციის მუზეუმი და ჩინეთის ისტორიის ეროვნული მუზეუმი გაერთიანდა. ამიტომ ის ტექნიკურად მხოლოდ 16 წლისა, თუმცა, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი და ცნობილი, აქ დაცული 1 050 000 ექსპონატით. ლუვრი, პარიზი

ვიზიტორების რაოდენობა წელიწადში - 10.2 მილიონი ლუვრის მუზეუმი მსოფლიოში ყველაზე დიდია და ყველაზე მეტი სტუმარი ყავს. თავიდაპირველად ის ციხესიმაგრე და სასახლე იყო, მუზეუმად კი 1684 წელს გადაკეთდა. ახლა აქ 38 000 ექსპონატი ინახება, მათ შორის ლეონადრო და ვინჩის ლეგენდარული მონა ლიზა, ასევე მიქელანჯელოს მომაკვდავი მონები, პაოლო ვერონეზეს The Wedding Feast at Cana და სხვა

#მუზეუმი #10ყველაზენახვადიმუზეუმი

#ხელოვნება

#ესტეტიკა

Tbilisi #ხელოვნება
Artists Voyage
Tbilisi · 1 month ago
13
Write a comment