გერმანელებს აქვთ ერთი ასეთი ფრთიანი გამონათქვამი: "Wenn man nicht mehr weiter weiß – gründet man 'nen Arbeitskreis".
გერმანულად კარგად ირითმება და მუსიკალობაც აქვს ფრაზას, ქართულად კი არც ისე. ნიშნავს იმას, რომ: "როცა ადამიანმა აღარ იცის როგორ მოიქცეს - აარსებს სამუშაო ჯგუფს (მრგვალ მაგიდას)".
დღეს კიდევ ერთი ასეთის შექმნა დაანონსდა, ისეთი კაცისგან, რომელსაც საზოგადოების ნაწილი ელოდა კიდეც და გარკვეულწილად მოსალოდნელიც იყო.
ნეგატიურს ვერაფერს ვხედავ ამაში. პირიქით, ოღონდ პროცესებმა ქუჩიდან სამუშაო მაგიდებთან, მედიაში, სადისკუსიო სივრცეებში გადაინაცვლოს.
ზოგადად ბანკირები არ გვიყვარს საქართველოში... ზოგ შემთხვევაში სამართლიანადაც. მაგრამ ხაზარაძემ ერთგვარი "წამებულის" იერი დაიმკვიდრა ამ ბოლოს და ალბათ ამაზე უფრო აეგება მისი საზოგადოებრივ-პოლიტიკური დღის წესრიგი...
ბანკირობისგან განსხვავებით "წამებულობა" გულგრილს არავის გვტოვებს...
პ.ს. ზოგადად ისეთ ფაზაში შევდივართ ახლა, რომ ამ ყველაფრის ფონზე 2020 წლის ოქტომბრამდე თვეში მინიმუმ თითო გაერთიანებას უნდა ველოდოთ. სადღაც 15-მდე გამოვა ალბათ. ;)