ნიგოზი გულისთვის განსაკუთრებულად სასარგებლო პროდუქტადაა აღიარებული. ამ საკითხზე საინტერესო დასკვნები აქვს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ჰარვარდის სკოლის მეცნიერს, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორს - მარტა გუაშ ფერეს. ექსპერტის განცხადებით - ნიგოზი სხვა "კაკლებისგან" განსხვავებით დიდი რაოდენობით შეიცავს ალფა-ლინოლენის მჟავას, რითაც აუმჯობესებს ორგანიზმის ლიპიდურ პროფილს და იცავს გულ-სისხლძარღვთა სისტემას დაზიანებისაგან.
გარდა ამისა, მკვლევარმა ყურადღება მიაქცია ნიგვზის ანთების საწინააღმდეგო და ანტიოქსიდანტურ მოქმედებას.
ბევრად ადრე საბერძნეთში აროკოპიოს უნივერსიტეტის მკვლევარებმა დაადგინეს, რომ D ვიტამინის უხვად შემცველი პროდუქტები იცავენ გულს პათოლოგიისაგან.
#news
#opinion
#health
#forhealth
Tbilisi