12 votes
0 comments
0 shares
Save
9 views
Tako Kvaratskhelia
Tbilisi · 1 year ago

როცა ხელს მიშლიან....😂😂😂


Tako Kvaratskhelia
Tbilisi · 1 year ago
Similar Posts
ვინღა დაეძებს სახელებს
Tbilisi · 3 weeks ago
უმიზეზოდ სრულიად
უმიზეზორ სრულიად გამოვიდნენ დღეები მზის სხივები უჩუმრად მოეფინა მიდამოს. არაფერი გვაღელვებს, ყველაფერი რიგზეა უმიზეზოდ სრულიად თვალზე ცრემლი მიშრება. უმიზეზოდ სრულიად აციმციმდნენ მნათებნი ხვალაც ლამაზ ამინდებს გვპირდებიან ამრიგად. ზღვის ტალღები ნაკვალევს თამაშისას მიშლიან უმიზეზოდ სრულიად, გული, სევდით ივსება. უმიზეზოდ სრულიად აჭიკჭიკდნენ ჩიტები ერთმანეთში საუბრით მელოდიებს გვიქმნიან... ვიხედები ზეცისკენ, ცა კვლავ მელნის ფერია უმიზეზოდ სრულიად უშენობის სუნი დგას. #ლექსები #უმიზეზოდ #ვარსკვლავებიანიღამე #სიჩუმე #მთვარე #პოეზია
Tako Kvaratskhelia
Tbilisi · 4 months ago
ჩხოროწყუში, ხანძრის ჩაქრობას ხელს ქარიც უშლის
🔥 ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში, მუხურის მიმდებარედ, ფერდობზე ხანძარი, დაახლოებით, 10-12 ჰექტარზეა გავრცელებული. ცეცხლი ხემცენარეებს უკიდია. 🖇 როგორც ახლომდებარე სოფელში მცხოვრებმა "ჯგალი ნიუსს" განუცხადა, ცეცხლი ნელ-ნელა დასახლებული პუნქტს უახლოვდება. მისივე თქმით, ცეცხლის გავრცელებას ქარიც უწყობს ხელს. 📍 ადგილზე იმყოფებიან შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.
Tbilisi Daily
Tbilisi · 3 weeks ago
ვინ იყო ნანი ბრეგვაძის მეუღლე?
ნანი ბრეგვაძის დიდება და მარტოობა: რა მსხვერპლის გაღება მოუწია ცნობილ მომღერალს პოპულარობისთვის ლეგენდარული ქართველი მომღერლის ნანი ბრეგვაძის პოპულარობას საბჭოთა კავშირის პერიოდში მართლაც რომ საზღვარი არ ჰქონდა. მშვენიერი ქალბატონი მკვეთრი აქცენტითა და ძლიერი ხმით ყოველთვის ხვდებოდა საზოგადოების თვალთახედვის არეში. მისით მოხიბლული მამაკაცები მუდმივად ცდილობდნენ მის მოხიბვლას, თუმცა მომღერალი ყველასთვის მიუწვდომელი იყო. მისი პირადი ცხოვრებით დაინტერესებულმა საზოგადოებამ ის ბუბა კიკაბიძესთანაც კი დააქორწინა, თუმცა ამ დროს მას სახლში ის მამაკაცი ელოდა, რომელსაც ორჯერ გაჰყვა ცოლად, საბოლოოდ კი ისევ მარტო დარჩა... "დედიკოს გოგო" როგორც ამბობენ, ნანი ბავშვობიდან ყოველთვის დამჯერი გოგო იყო. ის 1936 წელს, თბილისში მსახიობ გიორგი ბრეგვაძისა და თავადთა შთამომავლის ოლგა მიქელაძის ოჯახში დაიბადა. ოჯახში თითქმის ყველა მღეროდა, გოგონასაც მუსიკალური ნიჭი და არისტოკრატული მანერები მემკვიდრეობით ერგო. ოლგა საკმაოდ მკაცრი და ამავე დროს მოსიყვარულე დედა გახლდათ. სწორედ მან ასწავლა და შეაყვარა გოგონას მუსიკა, ფაქტობრივად, მანვე დაგეგმა ნანის ცხოვრება, იზრუნა მის განათლებასა და კარიერაზე, თუმცა, ამავდროულად, სწორედ ის იყო ნანის უპირველესი კრიტიკოსი. დედა ნანისთან დაახლოებულ ყველა ყმაწვილს დიდი ყურადღებით აკვირდებოდა, მათ შორის იყო მერაბ მამალაძეც. გოგონას მერაბი მოსწონდა, თუმცა ის მერაბში მხოლოდ მეგობარს ხედავდა. დროთა განმავლობაში, მერაბმა თავისით გამოიჩნა ინიციატივა, სასწავლებლიდან მომავალ გოგონას შინ აცილებდა, იჩენდა დიდ ყურადღებას, საჩუქრებითაც ანებივრებდა. დედამ დაარწმუნა გოგონა, ბიჭი კარგი ოჯახიდან არის, აუცილებლად უნდა გაჰყვე ცოლად და ნორმალური ოჯახი შექმნაო. ნანის გათხოვება არ სურდა, თუმცა როცა მერაბი ხელის სათხოვნელად მივიდა, ის, მშობლების რჩევით, დათანხმდა ვაჟის წინადადებას, თუმცა, როგორც ამბობენ, არც იმ დროს და არც შემდეგ მომღერალი მერაბის მიმართ ძლიერ გრძნობას არ განიცდიდა. ნანის დედამ მერაბს პირობა ჩამოართვა, რომ ის გოგონას სიმღერას არ დაუშლიდა, თუმცა მან მოგვიანებით პირობა დაარღვია. გათხოვების შემდეგ ნანის მერაბის მშობლებთან ერთად მოუწია ცხოვრება, სამეცადინოდ წასასვლელად თითქმის მთელი ქალაქი უნდა გაევლო. როცა გაიგო, რომ მისი მონატრების გამო დედა ღამ-ღამობით ტიროდა კიდეც, გოგონამ დაარწმუნა მეუღლე და ისინი ოლგა ალექსანდროვნასთან გადავიდნენ საცხოვრებლად. დედა ნანის მაქსიმალურდა უწყობდა ხელს, ეკას დაბადების შემდეგ, ბავშვის აღზრდაც საკუთარ თავზე აიღო. ნანი ყოველთვის მამაკაცების წრეში ტრიალებდა, ანსამბლ "ორერაში" ის ერთადერთი გოგონა იყო, თუმცა ის ბიჭების კიდევ ერთი ძმაკაცი გახლდათ, თურმე მეგობრები ნანის ხუმრობით "შალიკოსაც" კი ეძახდნენ... მაგრამ, როგორც აღმოჩნდა, მისი მეუღლე მაინც ეჭვიანობდა. fb მერაბი გაწონასწორებული პიროვნება იყო, იმდენად თავდაჭერილი, რომ ნანი ვერ ამჩნევდა მის ეჭვიანობას. მაშინაც კი, როცა მერაბმა მოუხშირა მოულოდნელად, გვიან ღამით იმ სასტუმროს ნომერში გამოცხადებას, სადაც ამა თუ იმ გასტროლისას, ნანი ათევდა ღამეს... ის გაოცებულ ნანის უხსნიდა, რომ ამას მონატრების გამო აკეთებდა. წარმატებულ მომღერალს ეჭვიც არ შეუტანია მეუღლის საქციელში, რადგან მიიჩნევდა, რომ მეუღლე ამას მისი დიდი სიყვარულის გამო აკეთებდა... თუმცა საბოლოოდ მაინც წაუყენა პირობა მერაბმა,- ან - მე, ან - შენი ანსამბლიო. ნანი მზად იყო ოჯახის შესანარჩუნებლად უარი ეთქვა კარიერაზე, თუმცა ანსამბლის ხელმძღვანელმა დაარწმუნა მერაბი, ბოლოჯერ გაეშვა მეუღლე კონცერტზე... მორიგი სიმღერის დასრულების შემდეგ, მერაბი მისულა ნანისთან და უთქვამს: "შენ უნდა იმღეროო!" მიუხედავად ამისა, დროთა განმავლობაში ნანი დაიღალა ეჭვიანობის სცენებით და მათი ქორწინება დასრულდა. ნანის თავისუფლებით ტკბობა არ დასცალდა... დაშორებიდან მალევე მერაბი დააკავეს... აღმოჩნდა, რომ მას რაღაც საქმე წამოუწყია და საეჭვო დოკუმენტებზე ჰქონდა ხელი მოწერილი, რის გამოც 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ის სასჯელის მოსახდელად ესტონეთში გაუშვეს. ნანი ძალიან განიცდიდა მეუღლის დაკავებას, მით უფრო, რომ იცოდა მას ესტონეთში მარტო ძალიან გაუჭირდებოდა... მეუღლის დაკავებით შეწუხებული ნანი პირდაპირ ედუარდ შევარდნაძესთან წავიდა, რომელსაც მერაბის საქართველოს ციხეში გადმოყვანა სთხოვა. თხოვნა საქართველოს იმჟამინდელმა პირველმა პირმა შეუსრულა. გათავისუფლებულმა მერაბმა ნანის ძველი საქციელის გამო პატიება სთხოვა და ცდილობდა ურთიერთობა გამოესწორებინა. "დიდების საფასური" ციხიდან გამოსული მერაბი უფრო მშვიდი და გაწონასწორებული ჩანდა. ნანის თავიდან შეუყვარდა მეუღლე. მათ ისევ ერთად გადაწყვიტეს ცხოვრება. მერაბი ნანის დაჰყვებოდა გასტროლებზე. ერთი შეხედვით ყველაფერი იდეალურად იყო, თუმცა ოჯახში პრობლემამ იჩინა თავი. მერაბი სამსახურს ვერ შოულობდა, განიცდიდა, დარდის ალკოჰოლით მოკვლას ცდილობდა... და ისევ დაიწყო ეჭვიანობა. ნანი ამჯერად საბოლოოდ დაშორდა მერაბს. ყველასთვის საყვარელ მომღერალს მეუღლისგან მხოლოდ პატივისცემა და ურთიერთგაგება სურდა, თუმცა მას ოჯახში ეს ყველაფერი აკლდა. ნანის არაერთი მამაკაცი ეტრფოდა, თუმცა მისი ცხოვრების მთავარ სიყვარულად სიმღერა იქცა... ნანიმ იცოდა, რაც იყო სიყვარული, მაგრამ პირად ბედნიერებაზე უარის თქმა მოუხდა... მიუხედავად ამისა, მშვენიერი ქალბატონი არაფერს ნანობს, ამბობს რომ ბედნიერია, ჰყავს საოცარი ოჯახი - შვილი ეკა მამალაძე, შვილიშვილები და შვილთაშვილები კვირის პალიტრა -
+2
Tako Kvaratskhelia
Tbilisi · 6 months ago
ცოტა ტვინი გაანძრიეთ, როცა წერთ "ამ ცხოვრების დედაც..." დაფიქრდით, კიდევ რამდენი მოზარდი შეიძლება იყოს ტრავმირებული სხვადასხვა მიზეზით და რისკენ უბიძგებთ მათ? არ შეიძლება ყველაფრის პერფორმანსად გადაქცევა, არა!
Tbilisi Daily
Tbilisi · 3 weeks ago
გაიგე ვინ ხარ და რას წარმოადგენ ეგვიპტური ჰოროსკოპის მიხედვით
ნილოსი: (1-7 იანვარი, 19-28 ივნისი, 1-7 სექტემბერი, 18-26 ნოემბერი) ნილოსის ნიშნის ქვეშ დაბადებულები მგზნებარე და იმპულსურები არიან. მათი დევიზია - "უკეთესია გააკეთო და არ ინანო, ვიდრე არ გააკეთო და ინანო". ისინი წარმატებულად ერგებიან ნებისმიერ პროფესიას, სადაც საჭირო არ არის მთელი დღე სამუშაო ადგილზე ჯდომა და ადვილადაა შესაძლებელი როგორც სწრაფი გადაადგილება, ასევე მოღვაწეობის სფეროს შეცვლა. ამ ნიშნის ვეშ დაბადებული ადამიანების ზებუნებრივ თვისებას წარმოადგენს მკურნალობის უნარი, მათ შეუძლიათ თავის ტკივილის მოხსნა, გათვალვისაგან და ნეგატიური ენერგეტიკისაგან დაცვა. მათ გვერდით ადამიანები თავს კარგად და მშვიდად გრძნობენ, მათი ბიოველი დადებითად იმუხტება. ხასიათის მიხედვით ნილოსის ნიშნის ქვეშ დაბადებულები სიცოცხლის მოყვარულები და მომთმენები არიან, ადვილად ადაპტირდებიან ნებისმიერ სიტუაციაში. ისინი გამჭრიახობით გამოირჩევიან და სწორედ ამიტომ მათი რჩევები ხშირად ამართლებს. ისინი ყოველთვის იქ აღმოჩნდებიან ხოლმე, სადაც მათი დახმარებაა საჭირო. ამ თვისების გამო მათ ხშირად იყენებენ, თუმცა ისინი ღალატს არ პატიობენ, გამოირჩევიან ფეთქებადი ხასიათით და იმპულსურად მოქმედებენ. ნილოსები თავგადადებული მეოჯახენი არიან. ისინი ახლობელ ადამიანებს განსაკუთრებული სინაზით ეპყრობიან, გვერდით უდგანან და ხელს უწყობენ წარმატების მიღწევაში. ამონ-რა (8-21 იანვარი, 1-11 თებერვალი) ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულები, ბრძენი და მიზანმიმართული ნატურები არიან, მათი ერთ-ერთი დამახასიათებელი თვისება, ჭარბი ოპტიმიზმია. კოლექტივში ისინი, როგორც წესი ლიდერის როლს თამაშობენ, ხოლო საქმიანობის სფეროდან ირჩევენ ისეთ პროფესიას, რომელშიც ბოლომდე შეუძლიათ გამოავლინონ საკუთარი ნიჭი. დიდებისკენ სწრაფვა მათ სისხლში აქვთ. შეაქეთ ამონ-რა და ის მთებს შეძრავს. მათ გააჩნიათ მომავლის პროგნოზირებისა და წინასწარ განჭვრეტის უნარიც. ხასიათის მიხედვით, ამონ-რას ნიშნის ქვეშ დაბადებულები, მამაცები და სიცოცხლისმოყვარულები არიან. მათ შესწევთ უნარი დაამშვიდონ ადამიანები, რომლებიც მის გვერდით თავს მოწოდების სიმაღლეზე გრძნობენ. ისინი ლიდერის აურას ფლობენ, არ არიან დიქტატორები. ამონ - რას ნიშნის მატარებლები კარგი დიპლომატები არიან, რისთვისაც საჭირო მომენტში ეშმაკობასაც არ ერიდებიან, აქვთ ორატორული ნიჭი, მიზანდასახულობა და ქარიზმა კი მათდამი ნდობასა და ყურადღებას იწვევს ადამიანებში. ისინი ისეთი პოპულარულები არიან მეგობრებისა და კოლეგების წრეში, რომ ზოგჯერ საყვარელი ადამიანისთვის დრო აღარ რჩებათ. პირად ურთიერთობებში საკვირველია, მაგრამ უჭირთ პარტნიორთან ბოლომდე გახსნა, მათ სულში წვდომა ძალიან ძნელია. ნუტი (22-31 იანვარი, 8-22 სექტემბერი) ნუტის ნიშნის ქვეშ დაბადებულები მომთხოვნები არიან როგორც სხვების, ასევე საკუთარი თავის მიმართ. მათგან შორსაა რომანტიკა, სამაგიეროდ მუდამ მზად არიან დახმარება გაუწიონ არა სიტყვით, არამედ საქმით. მათ შორის ძალიან ბევრი ექსპერიმენტატორები, გამომცდელები და პროგრესული ადამიანები არიან. ნუტები დიდი ფიზიკური ძალით, ჯანმრთელობით და ნებისმიერი უსიამოვნების წინასწარ განჭვრეტის უნარით გამოირჩევიან. ხასიათის მიხედვით ნუტები ძალიან ემოციურები არიან, ამიტომ მათ ხშირად აკლიათ საკუთარი თავის რწმენა. ისინი ხშირად მწუხარებიდან მხიარულებაში (ან პირიქით) ძალიან ადვილად გადადიან. მათთვის თავის მოწონება ძალიან ძნელია, დიდი მოთმინებით უნდა აღიჭურვოს ის, ვისაც ნუტისთვის თავის მოწონება სურს. მათ შეუძლიათ სხვა ადამიანებისგან დისტანცია დაიჭირონ და საკუთარი მიზნები ისე განახორციელონ. ასე ისინი ნეგატიური ემოციებისგან თავის დაღწევას ცდილობენ. პირად ურთიერთობას მათ ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია. ზოგ შემთხვევაში, გადაჭარბებული ემოციებისა და შიშების მიუხედავად, ისინი ყველაფერს აკეთებენ, რათა მიაღწიონ სულიერ წონასწორობასა და მყარ კავშირს საკუთარ პარტნიორთან. გები (12-29 თებერვალი, 20-31 აგვისტო) გების ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანები კეთილები და კარგი მრჩეველები არიან, მათ კარგად ესმით სხვა ადამიანების. მათ შორის ბევრი საზოგადო მოღვაწე, ფსიქოლოგი და ტექნიკის სფეროში მოღვაწე ადამიანია. რასაც ისინი ხელს მოკიდებენ, ყველაფერი ყვავის, რადგან რაც კი პლანეტაზე მწვანეა, მათ ძალითა და ენერგიით ავსებს. ისინი ფლეგმატურები არიან, რაც იმის მიზეზია, რომ არ შეუძლიათ აჩქარება და ფუსფუსი. გებები მგრძნობიარენი, შთაბეჭდილების მომხდენნი და კეთილშობილები არიან, ისინი მეგობრებში და კოლეგებში დიდი ნდობით სარგებლობენ, ამის გამო ისინი ესწრაფვიან გებებს საკუთარი პრობლემები გაუზიარონ, რადგან დარწმუნებული არიან, რომ გებების კეთილი რჩევა მათ ცხოვრებას სასიკეთოდ შეცვლის. პირად ცხოვრებაში გებები მოკრძალებულები არიან და ეძებენ ისეთივე თვისებების ადამიანს, როგორებიც თავად არიან, მგრძნობიარეს, სანდოსა და ენერგიულს. ისიდა (11-31 მარტი, 18-29 ოქტომბერი, 19-31 დეკემბერი) ისიდას ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანების (განსაკუთრებით ქალების) ძირითად არსი სიყვარულია, ისინი სითბოს და სიკეთეს ასხივებენ, თუმცა ამასთან ერთად ზუსტად იციან რა უნდათ ცხოვრებისგან, ვარსკვლავები მათ პედაგოგიკაში და ეკონომიკაში წარმატებებს უწინასწარმეტყველებენ. ისიდებს განსაკუთრებული ნიჭი აქვთ ნებისმიერ საქმეში წარმატებას მიაღწიონ, ამაში მათ ვერანაირი უარყოფითი ძალა ხელს ვერ უშლის. ისინი სიცოცხლისმოყვარულები, გახსნილები და ამბიციურები არიან, უყვართ ექსპერიმენტები და ცხოვრობენ ყოველგვარი ცრურწმენებისა და სინდისის ქეჯნის გარეშე. ისიდები მშვიდები, მიმნდომები და გულუხვები არიან, უყვართ ადამიანები და თავადაც ენდობიან მათ. პირად ცხოვრებაში ისინი დიდი და ხანგრძლივი სიყვარულით გამოირჩევიან, ხელს უწყობენ ოჯახური ცხოვრების გახალისებას სასიამოვნო (ხანდახან არც ისე), სიურპრიზებით. თუმცა ისეთი იდეალისტები არიან, რომ ერთხელ, პარტნიორთან იმედგაცრუების შემთხვევაში, იმედი უცრუვდებათ და სხვა პარტნიორის ძებნას, მარტო ცხოვრებას არჩევენ ხოლმე. ოსირისი (1-10 მარტი, 27-30 ნოემბერი, 1-18 დეკემბერი) ოსირისის ნიშნის ქვეშ დაბადებულები შესანიშნავი ორატორები და ორგანიზატორები არიან, ადამიანის შეცნობის დიდი ნიჭით არიან დაჯილდოებული, ზოგჯერ შესაძლებელია მათზე იფიქრონ, რომ აზრების გამოცნობა შეუძლიათ, რადგან მათგან რამის დამალვა თითქმის შეუძლებელია. ხასიათის მიხედვით ოსირისები ცნობისმოყვარენი არიან. უყვართ ახალი, უჩვეულო და მოულოდნელი ექსპერიმენტები. ისინი საკუთარ თავში დარწმუნებულები არიან, არ ეშინიათ, რომ მარცხს განიცდიან, რადგან ყოველთვის იტოვებენ სათადარიგო სვლას, რათა შეძლონ სიტუაციის გამოსწორება. თუმცა მათი ასეთი ენერგიულობა და ოპტიმიზმი გადაღლასაც იწვევს, რამაც შესაძლოა ზოგჯერ მსუბუქი დეპრესიაც კი გამოიწვიოს. ოსირისებს არ უყვართ, როცა რომელიმე მნიშვნელოვანი მოვლენა მათ გარეშე ხდება. ისინი წარმატებით უთავსებენ ერთმანეთს ძალასა და სიფაქიზეს, მგზნებარებასა და ალტრუიზმს. პირად ცხოვრებაში ისინი სტაბილურები არიან, თუმცა ზოგჯერ მგზნებარე მეგობრობა უფრო შეუძლიათ, ვიდრე სიყვარული. თოტი (1-19 აპრილი, 8-17 ნოემბერი) ტოტის ნიშნის ქვეშ დაბადებულები დეტალებისადმი განსაკუთრებული ყურადღებით, ანალიზისა და ლოგიკური აზროვნების უნარით გამოირჩევიან. მათ შორის გვხვდებიან განსაკუთრებული ნიჭით, ჰიპნოზის უნარით დაჯილდოებული ადამიანები, რომლებსაც შეუძლიათ ნებისმიერი პიროვნება ნებისმირ საკითხში მარტივად დაარწმუნონ. ამისათვის კი საკმარისია მოსაუბრეს თვალებში უყურონ. სიმართლის ტყუილისგან გარჩევა თოტებს რამოდენიმე წამში შეუძლიათ. ხასიათის მიხედვით თოტები გულუხვები და პატიოსნები არიან, მათ კარგად გამოდით პედაგოგობა და არ უჭირთ ცხოვრებაში ისეთი პროფესიის პოვნა, რომელიც სიამოვნებას ანიჭებთ და რომელსაც მთელი სიცოცხლე ემსახურებიან თოტები ცნობისმოყვარენი არიან, ისინი მუდამ ახალის და შეუცნობელის შესწავლისაკენ მიისწრაფვიან. ამასთან ერთად თავმდაბლები რჩებიან და საკუთარ უპირატესობას არავის აგრძნობინებენ. ისინი წარმატებით უმკლავდებიან ყველა წინააღმდეგობას, რომლის წინაშეც ცხოვრება აყენებთ და ყოვეთვის ცდილობენ ჭეშმარიტების დადგენას. პირად ცხოვრებაში თოტები დელიკატურები და მოწესრიგებულები არიან, მათ შეუძლიათ პარტნიორს მისცენ ყველაფერი საუკეთესო, რაც გააჩნიათ, თუმცა ამავე დროს ოსტატურად შეუძლიათ შენიღბონ საკუთარი ნაკლი. ჰორი (ჰოროსი) 1-7 მაისი, 20-30 აპრილი, 12-19 აგვისტო - ჰორის ნიშნის ქვეშ დაბადებულ ადამიანებს შესანიშნავი ფანტაზია და მდიდარი წარმოსახვის უნარი აქვთ, რის გამოც ისინი კარგად ახერხებენ საკუთარი თავის რეალიზებას შემოქმედებით პროფესიებში. მათ შორის არიან კარგი მუსიკოსები, ბიოლოგები, ზოოლოგები. განსაკუთრებულია მათი ურთიერთობა ცხოველებთან, რომლებიც სიხარულით რეაგირებენ ჰორების ბრძანებებზე. ალერსით თუ სიმკაცრით, მათ ნებისმიერი მხეცის მოთვინიერება შეუძლიათ. ხასიათის მიხედვით, ჰორები სიცოცხლის სიყვარულით, კეთილშობილებით და ჯანმრთელი პრაგმატიზმით გამოირჩევიან. საკუთარ მიზნებს ისინი ნათლად უყურებენ, ამიტომ მათ მიღწევაში პრობლემები ნაკლებად ექმნებათ ხოლმე. გარდა ამისა არ ეშინიათ მძიმე სამუშაოსი, პირიქით, იზიდავთ კიდეც ის. უყვართ რისკი და არ გაურბიან პასუხისმგებლობას. ამავდროულად დარწმუნებული არიან საკუთარ თავში. უყვართ მართვა, ყველაფრის კონტროლი, ასეთ დროს ისინი ნაკლებად ტაქტიანები არიან, აკლიათ მოთმინება და დიპლომატია. პირად ცხოვრებაში ჰორებს თავისუფლად შეიძლება ერთი ნახვით შეუყვარდეთ, თუმცა მათი გრძნობა დროებითი და მყიფეა, სერიოზული გრძნობა გამოცდილების და ხანგრძლივი ურთიერთკავშირის შემდეგ მოდის. ანუბისი (8-27 მაისი, 29-30 ივნისი, 1-13 ივლისი) ანუბისის ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანები ხასიათდებიან შავი იუმორის გრძნობით, მათ შეუძლიათ ნებისმიერ, ურთულეს სიტუაციაშიც კი იუმორის მომენტები დაინახონ. ანუბისები ადამიანი "ბუები" არიან, მათ უყვართ გვიან დაძინება და გვიან გაღვიძება. ხმაურიან თავყრილობებს განმარტოებას ამჯობინებენ ხოლმე. სამსახურში ან ნებისმიერ სხვა სიტუაციაში ისინი პრობლემას მარტონი უფრო ართმევენ თავს, ვიდრე გუნდურად. ანუბისები სიმართლის მოყვარულები არიან, მათ სამართლის აღსრულების ნიჭი აქვთ. მათგან სიმართლის დამალვა ძნელია. ისინი ყოველთვის იცავენ სუსტებს და სჯიან დამნაშავეებს. ისინი სინათლეს - ჩრდილს, ხოლო პოპულარობას - მარტოობას ამჯობინებენ. ძალიან ბევრი ადამიანი, ანუბისებს იდუმალ პიროვნებებად მიიჩნევს, მაგრამ მიუხედავად ამისა ალღოს, გულახდილობისა და ერთგულების გამო, მათ აფასებენ. ანუბისები ცოტათი იდეალისტები და ძალიან ემოციურები არიან, ამიტომ დროდადრო დეპრესიაში ვარდებიან, თუმცა შეიძლება სწორედ ეს ეხმარება მათ გარკვეული პრობლემების გადაწყვეტაში. ისინი შესანიშნავი ფსიქოლოგები არიან, ამიტომ ის რაც სხვებისთვის გამოცანაა, მათთვის საიდუმლოს არ წარმოადგენს. ანუბისები შეუდრეკელები არიან და არ ცვლიან ერთხელ მიღებულ გადაწყვეტილებას, რაც პრობლემებს უქმნით პირად ურთიერთობებში. ამიტომ მათ პარტნიორის შერჩევა უჭირთ და ამ საკითხს განსაკუთრებული სიფრთხილით უდგებიან. სეთი (28-31 მაისი, 1-18 ივნისი, 28-30 სექტემბერი, 1-2 ოქტომბერი) სეთის ნიშნის ქვეშ დაბადებულები ძალიან ამბიციურები, საკუთარ თავში და სიმართლეში დარწმუნებული ადამიანები არიან. ისინი ხშირად გვევლინებიან პოლიტიკოსებად და გვხვდებიან ხელისუფლების მაღალ ეშელონებში. მათ განსაკუთრებულ ნიჭი აქვთ გამოიცნონ მომავალი, დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ ბედის ნიშნებს და მკითხავებს. სეთებს არ ეშინიათ წინააღმდეგობების, რადგან იციან, რომ მათი გადალახვა აუცილებელია და ამას აზარტით აკეთებენ. ისინი ვერ სწავლობენ წარსულ შეცდომებზე და ხშირად იმეორებენ მას. მუდამ აქვთ მოთხოვნილება წამოიწყონ რამე ახალი. შინაგან სიმშვიდეს კი შინაგან პარადოქსებთან ბრძოლით პოულობენ. სეთებს ხშირად ეჩვენებათ, რომ შეუძლიათ დაეყრდნონ მხოლოდ საკუთარ თავს. ვერ იტანენ შეზღუდვებს პროფესიულ, სოციალურ და სასიყვარულო სფეროებში. საკუთარი ეგოიზმით ისინი თავს იცავენ ისეთი მოვლენებისგან, რამაც შეიძლება დარტყმა მიაყენოთ. დროდადრო კი გაქცევასაც ამჯობინებენ, რათა არ დაკარგონ თავისუფლება. პირად ურთიერთობებში, სეთებს ძალიან უჭირთ საკუთარი ეჭვიანობის კონტროლი და შეგნებულად ირჩევენ ისეთ პარტნიორებს, რომლებიც თვალებს დახუჭავენ ასეთ თვისებაზე და მათ იმპულსურ მოქმედებას, მოწონებითაც კი შეხედავენ. ბასტეტი (14-28 ივლისი, 23-27 სექტემბერი, 3-17 ოქტომბერი) ბასტეტის ნიშნის ქვეშ დაბადებულები, მიმზიდველები და მომხიბვლელები არიან, მათ შეუძლიათ რეალურად, ზუსტად შეაფასონ და შეიგრძნონ სიტუაცია. ბასტეტები იდეალური მეუღლეები და დედები არიან. ისინი ადვილად აღწევენ წარმატებას ქალურ პროფესიებში. მათგან გამოდიან შესანიშნავი მასწავლებლები, მედდები, ბუნებისდამცველები, ბუღალტერები და ა.შ, ისინი შესანიშნავად კერავენ, ქსოვენ, საუცხოო კულინარები არიან. ბასტეტებს ადამიანების დამშვიდებისა და სტრესის მოხსნის განსაკუთრებული უნარი აქვთ, გააცნიათ გასაოცარი, მყუდრო, ბიოველი, რომელიც ათბობს და ამშვიდებს გარშემომყოფთ, ხოლო დიპლომატია, შარმი, გრაცია და სიუხვე მიმზიდველს ხდის მათ პერსონას. ხასიათის მიხედვით ბასტეტები ყურადღებიანები და ფრთხილები არიან, მათ კარგად შეუძლიათ თავის დაცვა ნებისმიერ სიტუაციაში, თუმცა გადაჭარბებული სიფხიზლე ზოგჯერ ხელს უშლით სიტუაციის სწორად შეფასებაში. ზედმეტი მოკრძალებულება კი არ აძლევთ საშუალებას, ბოლომდე გაეხსნან სამყაროს და ცხოვრება უფრო ნათელი და საინტერესო გახდეს. კარგად განვითარებული ინტუიციის და ტაქტის გრძნობის გამო მათ ხშირად მიმართავენ რჩევებისთვის და არც ცდებიან, რადგან ბასტეტებს ყველასთვის მოეძებნება საჭირო რჩევები. პირად ცხოვრებაში ბასტეტები ერთგულები და თავდადებულები არიან, ისინი ეძებენ ისეთ პარტნიორებს, რომლებიც შეძლებენ მათი მგრძნობიარე ხასიათისა და ემოციურობის გათვალისწინებას სეხმეტი (29-31 ივლისი, 1-11 აგვისტო, 30 ოქტომბერი - 7 ნოემბერი) სეხმეტის ნიშნის ქვეშ დაბადებულები ადამიანები დიდი ავტორიტეტით სარგებლობენ, ისინი ძალიან მომთხოვნები არიან, როგორც საკუთარ თავთან, ასევე სხვებთან მიმართებაში. ხასიათდებიან ერთნაირი ნიჭით ნებისმიერ პროფესიაში, სადაც უხდებათ ხალხთან ურთიერთობა და გადაწყვეტილებების მიღება. იღბალი მათი გამორჩეული იარაღია, ისინი ყოველთვის საჭირო დროს საჭირო ადგილზე აღმოჩნდებიან ხოლმე და რა საქმესაც არ უნდა მოკიდონ ხელი, წარმატება მათი მეგზურია. ისინი თმის ღერიდან ფრჩხილებამდე, მომავალი პერფექციონისტები არიან, ამიტომ დაუკმაყოფილებლოიბის გრძნობა მუდამ თან სდევთ, თუმცა მეტი მოქნილიობა, ფანტაზია და ნაკლები თვითკრიტიკა გაცილებით მარტივს გახდიდა მათთვის ცხოვრებას. ხასიათის მიხედვით სეხმეტები ამაყი, შეუდრეკელი და ტემპერამენტიანები არიან. მათ ბევრი მეგობრები ყავთ, თუმცა ყოველთვის არ არიან შემწყნარებლები მათ მიმართ. ისინი კარგად აკონტროლებენ საკუთარ თავს, ამიტომ ნაკლებად უშვებენ შეცდომებს. პირად ცხოვრებაში სეხმეტების გარეგნული სიამაყის მიღმა პატიოსანი და მგრძნობიარე ნატურა იმალება, ისინი ძალიან ფრთხილები არიან პარტნიორებთან ურთიერთობებში, განსაკუთრებულად უდგებიან და უფრთხილდებიან მათთან ურთიერთობას.#ასტროლოგია
Tako Kvaratskhelia
Tbilisi · 1 year ago
ზუსტად თქვენნაირი ხალხის გამო ხდება ის რაც ხდება! რამ გაგიქვავათ ხალხო ეგ გულები?! ამ ნაც-ქოცობის პოლიტიკამ ხო?! როცა ქართველი ქართველს არ ინდობს და არ ეცოდება, სხვას ფეხებზე კიდიხარ, მითუმეტეს რუსებს!!!
Tako Kvaratskhelia
Tsalenjikha · 4 months ago
ტობავარჩხილის ტბამდე მისასვლელი გზის რეაბილიტაცია იგეგმება
🛤 ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში ტობავარჩხილის ტბამდე მისასვლელი გზა რეაბილიტირდება 🖇 პროექტი ტობავარჩხილის ტბამდე ამორტიზებული საავტომობილო გზის მოწესრიგებას ითვალისწინებს. გზის სიგრძე, დაახლოებით, 10 კმ-ია, სავალი ნაწილის სიგანე კი - 6.5 მეტრი 📍 საქართველოს მთავრობის განკარგულების შესაბამისად, პროექტს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი განახორციელებს 📌 პროექტი, რომელიც 14 თვის ვადაში დასრულდება, ხელს შეუწყობს ადგილობრივი ტურიზმის განვითარებას
Tbilisi Daily
Tbilisi · 1 week ago
თურმე რისთვის სურთ ამ ბავშვის ტრაგედიის გამოყენება…
ექსპერტი სამხედრო საკითხებში, საავიაციო ძალების ყოფილი სარდალჯ ამირან სალუქვაძე, სოციალურ ქსელში, გიორგი შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით ვრცელ სტატუსს აქვეყნებს. “თურმე რისთვის სურთ ამ ბავშვის ტრაგედიის გამოყენება. ერთსა და იმავე რესპოდენტს ასჯერ დაუსვეს კითხვა ხორავას ქუჩის საქმესთან მსგავსებაზე. ახლა შოთაძე მიაბეს, თითქოს ხელს უშლის ძიებას. შემდეგი ნაბიჯი იქნება პროცესების პარლამენტში გადატანის მცდელობა. ესაა მიზანი. ტრაგედია არავის ადარდებს.იძახიან გამოძიება არაფერს აკეთებსო და გამოძიების მასალებს ტელევიზიებში აფრიალებენ. დღეს გარდაცვლილის ფოტომასალები გამოფინეს, როგორც “ექსკლუზიურად მოპოვებული”. კარგად იციან, რომ ასეთი საქმეების სწრაფად “გამოძიება” შესაძლებელია, თუ დაკავებულებს ცემაში ამოხდი სულს, მათზე განახორციელებ ფსიქოლოგიურ და სხვა სახის ზეწოლებს და ვინმეს გატეხავ. ან დაკავებულებმა დაიწყონ გამოძიებასთან თანამშრომლობა. ნორმალურად მოპყრობის შემთხვევაში, საჭიროა სერიოზული საგამოძიებო პროცედურები: დაკითხვები, დაკითხვის მასალების ანალიზი, ვერსიების წამოყენება და მათი განვითარება, მტკიცებულებათა შეგროვება, უამრავი ექსპერტიზა და სხვა. კარგად იცით, თქვენვე აჩვენებთ, რომ აღებულია გრუნტის სინჯები, შეგროვებულია სხვადასხვა ნივთები, მიმდინარეობს მათი ექსპერტიზა, მიმდინარეობს დაკითხვები, ვიდეომასალების დამუშავება და ანალიზი. ხელზე გაქვთ დახვეული, რატომ იმავე ღამით არ დაიწყეს ეს მოქმედებებიო. კი ბატონო. ჯერ დაველოდოთ რას გაარკვევენ. შესაძლოა ისეთი შედეგი დაიდოს, რომ ყველა გაგვაოცოს, შესაძლოა კი პირიქით, – ყველა აღგვაშფოთოს. როცა ურემი გადაბრუნდება, ყველანი ცხრაჭკუაშვილები ვართ. იმ ღამით ვინმემ იცოდა, რომ ვინმე გარდაცვლილო იყო? როდის გაცხადდა? როდის იპოვეს? ხომ კარგად იცით, რომ ყველა ელოდება ასევე ერთ-ერთ მნიშვნელოვან ექსპერტიზას, რომელიც გამოძიებას პასუხს გასცემს კითხვაზე რამ გამოიწვია გარდაცვალება. ახლა ექსპერტიზის ბიუროს მისდგნენ (თავისავე შექმნილს). ცხრა ბიურო რომ გვქონდეს, ამ კონკრეტულ სამუშაოებს, მაინც დრო სჭირდება. დაელოდეთ, რამდენიმე დღე დარჩა მის დასრულებამდე. იცით ეს ყველაფერი და ტელევიზია მაინც აკეთებს განცხადებას: “ჩვენ დიდხანს ველოდეთ, არ ვაკეთებდით პოლიტიკურ შეფასებებს, ახლა კი დროა საქმეში პოლიტიკოსები ჩაერთონ”. აქამდე ხომ რას ამბობთ, პოლიტიკური არ იყო?! აი ესაა შეურაცცმყოფელი, როცა ბრბოდ გთვლიან და ცდილობენ თავიანთი ერთუჯრედიანი, წინასწარ დაგეგმილი სცენარი, საზოგადოების მოთხოვნად შემოგატენონ. თორემ მედიამაც უნდა განიხილოს და საზოგადოებამაც. ოღონდ ეს განხილვები რაღაც მორალის ფარგლებში უნდა ჯდებოდეს და ემსახურებოდეს საზოგადოების, ვითარების გაჯანსაღებას. გამოძიების პირველ შედეგებამდე, ამ თემას აღარ ვეხები. იმედი მაქვს სამართალი დადგება. ვისაც ჭირისუფალზე და მთელ საზოგადოებაზე მეტად შეგტკივათ გული, დაიმშვიდეთ ნერვები”, წერს ამირან სალუქვაძე.
Tbilisi Daily
Tbilisi · 2 days ago
მირიან ნიკოლაძე ნიკა გვარამიას - ნახალოვკელი "კაწრო" და გამომძიებელი "ბაწრო"
გარდაცვლილ გიორგი შაქარაშვილის ბიძა მირიან ნიკოლაძე განცხადებას ავრცელებს. მირიან ნიკოლაძე ელისო კილაძესა და ნიკა გვარამიას პასუხობს, რომლებმაც ტელევიზიაში მირიან ნიკოლაძის ხელწერილი წარადგინეს, სადაც საუბარი იყო, რომ გამოძიების დეტალებზე. ისინი აღნიშნავდნენ, თითქოს მირიან ნიკოლაძემ ჩაიბარა გიორგი შაქარაშვილის თეთრი ფერის ბოტასები გამოძიებისგან. როგორც მირიან ნიკოლაძე აღნიშნავს, „თქვე მართლა „თეთრ ბოტასიანებო“ თქვენ, ვიდრე სკანდალების კოცონზე დამწვავთ ვიდეო ფირებზე მაინც ნახეთ, ბავშვს რა ფერის ფეხსაცმელი აცვია“. „ნახალოვკელი „კაწრო“ და გამომძიებელი „ბაწრო“ რა მექნა მეტი ამ „სამოსან“ კაცს, გეხვეწე, გემუდარე ყველა გადაცემაში: „ნუ, იზამ, არ გემის ეგ საქმე, დაანებე თავი, ცოდვა ხარ თქო“, მაგრამ არ გამოვიდა. არ მინდოდა ასე დაგემთავრებინა, მაგრამ ვერ შევძელი. თქვენი ბოლო, რომ „თეთრი ბოტასები“ იყო, გული მიგძნობდა, მაგრამ მანამდე ჩემო გამოძიების „ბაწრო“, ერთი მძიმე და ნიშანდობლლივი დეტალია. როცა ოჯახის წევრი ბოლო იმედს შესციცინებს, რომ შვილი ცოცხალი იპოვოს, ის ემხრობა არა ბავშვის მოკვლის, არამედ მისი გადარჩენის ვერსიას. გიორგის აღმოჩენამდე არც ერთ წევრს ოჯახისას ბოლომდე არ სჯეროდა, რომ ვნადგურდებოდით. ამიტომ ვეძებდით მონასტრებში, მეტროსადგურებთან, მიმდებარე ფერდობებზე და კიდევ ბევრ ადგილას, ვიღებდით ვიდეო ფირების ჩანაწერებს, ვეკითხებოდით გამვლელებს, გვჯეროდა, რომ ჩანთა ბავშვმა დადო ხიდის ბურჯზე, ამიტომ ვებღაუჭებოდით ბოლო იმედს. სწორედ ამ დროს თქვა გიორგის ერთ-ერთმა ნათესავმა თქვენზე: „ლეშის სუნზე რომ გიენები დარბიან, ისე უნდათ ამათ, რომ ბავშვი მკვდარი აღმოჩნდესო“, რაზედაც ვუსაყვედურე და ახლა ვუხდი ბოდიშს. ვიდრე კომკავშირის ცეკას მდივანივით იჯდები სუფრის თავში, მუდმივად დაუწყებ შემთხვევის ადგილის ძებნას იქ, სადაც ბავშვი საერთოდ არ ყოფილა. მუდმივად დაიწყებ იმის მტკიცებას, რომ ბავშვი ხუთმეტრიანი ჯებირიდან გადავარდა წყალში და ამაზე მთელი ქვეყანა დაგცინებს. ვიდრე სისხლის სამართლის მასალები „თხა და გიგოსავით“ გეჭირება ხელში, მანამდე სუნთქვას შეაკვრევინებ ექვსი წუთით მთელ ქვეყანას და „მაღალი პროფესიონალიზმით“ დაუმტკიცებ, რომ ექვს წუთში „ყველაფერი დამთავრდა“. მერე დაგიწყებს დაზარალებული ხვეწნას-ნუ მირიცხავ მკვლელობის ვერსიას შენი უცოდინრობით და ხელს ნუ მიშლიო. ვიდრე სისხლის სამართლის საქმეებში განთავსებული გამომძიებლების სტანდარტული ათეულობით პატაკი გეგონება „მტკიცებულების განადგურების მცდელობა“, მანამდე პირველკურსელი იურისტების დაცინვის მსხვერპლი იქნები. ვიდრე წყალში ასფიქსიით გარდაცვლილ ბავშვზე (რომელიც ოჯახმა ჯერ კიდევ მესამე დღეს იცოდა), ექსპერტიზის მოსვლამდე მთელი სერიოზულობით ამტკიცებ, რომ მას „ოთხი დღე მანქანით“ დაატარებდნენ, მანამდე გააგრძელებ მუცლით მეზღაპრეობას და ბავშვები დაგცინებენ. მართლა მეზარება ახლა კიდევ ბევრი საცოდაობის წერა (დილით ადრე ვარ ასადგომი), მაგრამ გამოძიების სასწავლად ამ ეტაპზე ესეც გეყოფა. ახლა, რაც შეეხება შენს „საგამოძიებო ჯგუფს“. ელისო კილაძის იმედზე რომ იქნები, მერე ყველაფერი საკუთარ თავს უნდა დააბრალო. იმას რომ ვერ გაარკვევთ საქმეში რამდენი სამარშრუტო ტაქსი ფიგურირებს და რომელი რა მიმართულებით მოძრაობს, ბუნებრივია, „ხვალ მთელ ჭიათურას შემოივლით“ (თუ როგორც ბრძანა ქალბატონმა) თეთრპერანგიანი ადამიანების ძებნაში და ბოლოს მიხვდებით, შტერი თავი რატომ არ აძლევს ფეხებს მოსვენებას. მაგრამ ეგ არაფერი. გარდაცვლილი ბავშვის ბიძის თავისივე შვილის მკვლელთა დაფარვაში აღმოჩენილი „უტყუარი სამხილი“ -თეთრი ბოტასები, იყო ის, რაც რეალურად ხართ. კი ხართ ღირსები, საერთოდ რომ არ გითხრათ რა ხელწერილია და რის გამო შედგა, მაგრამ გეტყვით მერე ვიღაცა და შემდეგ გადაცემაში ისე „ჩაასწორებთ“, როგორც „ექვსი წუთის“ ამბავს, ვითომც აქ არაფერი მომხდარა. თქვე მართლა „თეთრ ბოტასიანებო“ თქვენ, ვიდრე სკანდალების კოცონზე დამწვავთ ვიდეო ფირებზე მაინც ნახეთ, ბავშვს რა ფერის ფეხსაცმელი აცვია. საკუთარმა დედამ, იმ დედამ, რომელსაც ყოველ ღამე თავიდან ჰკლავთ თქვენი მდარე მიდრეკილებების გამო, ჯერ კიდევ გიორგის ძებნის პროცესში გადმომცა, რომ კინოლოგიური სამსახურის მეშვეობით გვეძებნა ბავშვის კვალი, ხოლო საგამოძიებო მოქმედების შემდეგ დაგვიბრუნდა უკან, რასაც ადასტურებს „სკანდალური ხელწერილი“ (მაგის მთქმელს ნამუსი რომ არ აქვს ვიცი, მაგრამ დღეიდან სერიოზულადაც ნუ დაუჯერებთ რამეს, თქვენთვის ვიძახი). რას ვერჩი იმ ანგელოზივით მხატვრული ფილმის უწყინარ პერსონაჟს არ ვიცი, მაგრამ მთელი ქვეყანა, რომ დღეიდან ნახალოვკელ „კაწროზე“ და გამომძიებელ „ბაწროზე“ ისაუბრებს ეგ ვიცი“, – აღნიშნულია განცხადებაში.
საბრალდებო დასკვნა
Tbilisi · 3 weeks ago
ჯაბა იოსელიანი და “მხედრიონი”
"ისეთი ქურდი, როგორიც მე ვარ, საბჭოთა კავშირში ოცზე მეტი არ იყო" - ჯაბა იოსელიანი ჯაბა, ან როგორც მას კრიმნალურ წრეში მოიხსენიებდნენ დუბა იოსელიანი საბჭოთა საქართველოს ერთ-ერთი გავლენიანი "კანონიერი ქურდი" გახლდათ. ამასთან მან მოახერხა გამხდარიყო მეცნიერებათა დოქტორი და 90-იანი წლების დასაწყისში შევიდა საქართველოს ისტორიაში, როგორც იმ დროის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი პოლიტიკოსი, რომელიც კრიმინალურ დაჯგუფება "მხედრიონს" ხელმძღვანელობდა და ზვიად გამსახურდიას ხელისუფლების დამხობაშიც აქტიურად მონაწილეობდა. საინტერესოა, როგორ განმარტავს თვითონ ჯაბა თავისი "კრიმინალური გზის" დასაწყისს. პირველად იგი 1943 წელს ჯიბის ქურდობის ბრალდებით დააკავეს. ამ ფაქტს იგი შემდგომ ასე გამოეხმაურა: ”ეს ძალიან რთული ისტორიაა, მოკლედ, ახალგაზრდობაში სხვა გზა არ არსებობდა: ციხე ან კომკავშირი, კომკავშირს ორგანულად ვერ შევუერთდი, დავინახე, რომ ჩემი თანატოლები, ყველა ნაგავი კომკავშირში შევიდნენ. მე ეს არ შემეძლო და მეტი გზა აღარ იყო. შეუძლებელი იყო მონასტერში წასვლაც კი, რადგან მონასტრები არ იყო. სად უნდა წავსულიყავი? აქ იყო ქუჩა-რომანტიკა. საჭირო იყო [ჩემთვის] ყურების აწევა, ხოლო მათ მომცეს ხუთი წელი. იქიდან წამოვედი უკვე ხელიდან წასული." როგორც ჯაბა ამბობს, მას უხაროდა ციხეში მოხვედრა, ამ პერიოდში მან მიიღო განათლება, ეცნობოდა სხვადასხვა ტიპის ინფორმაციას, მოგვიანებით კი წერა დაიწყო, შემდეგ ამ ჩანაწერებს აერთიანებდა კრებულებში. მისი, როგორც მწერლის კარიერა სწორედ ციხეში დაიწყო. ახლა კი ვისაუბროთ მის სამხედრო ორგანიზაცია "მხედრიონზე". "მხედრიონელთა"უმეტესობა შეადგებოდა ყოფილი მსჯავრდებულის, ნარკომანებისა და ქუჩიდან მოყვანილი ხალხისაგან. მის წევრებს ბრალი ედებოდათ მშვიდობიანი მოქალაქეების ქურდობაში. 1992-1993 წლების ქართულ-აფხაზური კონფლიქტის დროს მხედრიონს ყველა, როგორც მკვლელსა და ავაზაკს ისე მოიხსენიებს. 90-იანი წლების დასაწყისში ჯაბას მთავარი მტერი იყო ზვიად გამსახურდია, რომელიც 1990 წელს ხელმძღვანელობდა საქართველოს ხელისუფლების უმაღლეს ორგანოს - უზენაეს საბჭოს. ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ ეს სიძულვილი ორმხრივი იყო: გამსახურდია დაელოდა თავის დროს, როდესაც 1991 წელს ჯაბა და მისი მებრძოლები ცდილობდნენ თბილისში შესვლას. მხედრიონის ლიდერი შეიპყრო სამთავრობო ჯარებმა. მისი დაპატიმრების ოფიციალური მიზეზი ხულიგნობის ბრალდება იყო - სავარაუდოდ, ერთ-ერთ მიტინგზე, ჯაბამ შეურაცხყოფა მიაყენა ორ ქალს. ასე რომ, კანონიერი ქურდი ისევ ციხეში მოხვდა. ჯაბამ 10 თვე გაატარა იზოლირებულ კამერაში. ამ პერიოდში დაწერა თავისი ყველაზე ცნობილი მოთხრობა - "ლიმონათის ქვეყანა", რომელიც გარკვეულწილად ავტობიოგრაფიული გახლდათ. გამსახურდიამ, რომელმაც თავისი მტერი წინასწარი დაკავების ცენტრში გაუშვა, ვერ გაითვალისწინა, თუ როგორი ერთგულები იყვნენ მხედრიონელები. 1991 წელს საქართველოს პირველი პრეზიდენტი გახდა გამსახურდია, რომელიც ხალხის ნდობით იყო აღჭურვილი. მან გადაწყვიტა ეროვნული გვარდიის დათხოვნა, რითაც დიდი შეცდომა დაუშვა. მხედრიონის წევრებმა მაშინვე თავიანთ რიგებში შეიყვანეს დათხოვილი მეომრები და გაცილებით ძლიერნი გახდნენ. როდესაც ძალაუფლება იგრძნო, ჯაბამ დავალება მისცა თავისი მებრძოლებს და შედეგად მათ გადატრიალება მოახდინეს, დაამარცხეს გამსახურდია და გაათავისუფლეს თავიანთი ლიდერი. ჯაბას ფაქტობრივი პროტეჟე იყო ედუარდ შევარდნაძე, რომელიც ავტორიტეტის მხარდაჭერით, პირველად გახდა ხელმძღვანელი, ხოლო 1995 წელს - საქართველოს მეორე პრეზიდენტი. ჯაბა მხოლოდ მას არ უწყობდა ხელს: შევარდნაძის უფლებამოსილების გამოყენებით მან მოიპოვა დეპუტატის მანდატი და გადაიქცა საქართველოს რუხ კარდინალად, პრაქტიკულად მართავდა ქვეყანას 1992 წლიდან 1995 წლამდე. ამასთან, თავად შევარდნაძეს განსაკუთრებით არ მოეწონა ეს ვითარება: ჯაბასთან უკმაყოფილების გამო, როცა ქვეყნის პრეზიდენტი გახდა, მან საკუთარი პოლიტიკის გატარება დაიწყო. სამართლიანობისთვის, თანამედროვეები აღნიშნავდნენ, რომ სიმართლე იყო ყოფილი სსრკ საგარეო საქმეთა მინისტრის, "პოლიტიკური მელას" შევარდნაძის მხარეს. მთელი თავისი ღირსშესანიშნავი გონების მიუხედავად, ჯაბას წარმოდგენა არ ჰქონდა საგარეო და საშინაო პოლიტიკის წესების და პრობლემების შესახებ. იგი ცდილობდა თავისი ქურდული ცნებების შეტანას საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში გარკვეულწილი რომატიზმით. 1995 წელს კანონიერი ქურდი გამოემშვიდობა დეპუტატის უფლებამოსილებას და სხვა ხალხის არჩეულებს განუცხადა: ”ხალხი არ გვაპატიებს დაუდევრობას. თუ ისინი ჩვენს დაპატიმრებას მოახდენენ, ჩემი ადგილი ფანჯარასთან იქნება, თქვენი კი პარაშასთან მოგიწევთ ძილი.შეგიძლიათ ამაზე ინერვიულოთ. ” ამ მთავრობასთან ჯაბას დაპირისპირება ცუდად დასრულდა: შევარდნაძემ გასცა ბრძანება იოსელიანის დაკავებაზე, ამ უკანასკნელს ადანაშაულებდა მასზე თავდასხმის მცდელობაში. ამასთან, პრეზიდენტმა გაითვალისწინა თავისი წინამორბედის შეცდომა, მან მხედრიონი კანონგარეშედ გამოაცხადა და მისი წევრების განიარაღება ბრძანა. სტატია მომზადებულია ინტერმედას მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით.