0
Вербовка ??? ? ავლიპი დავითის ძე ზურაბაშვილი (დ. 15 თებერვალი [ძვ. სტ. 2 თებერვალი], 1902, სოფელი ბოდბისხევი, ახლანდელი სიღნაღის მუნიციპალიტეტი, — გ. 15 აგვისტო, 1994, თბილისი) — ქართველი ფსიქიატრი და ნეირომორფოლოგი.[1] მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1937), პროფესორი (1942), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1955), სსრკ მედიცინის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1960). საქართველოში თავის ტვინის კვლევის ევოლუციური მიმართულების ერთ-ერთი ფუძემდებელი. მისმა ფუნდამენტურმა გამოკვლევებმა, თავის ტვინის ნატიფი აღნაგობის, ნერვულ უჯრედთა აღდგენადი დაზიანების, პათოფსიქოლოგიის, პერსონოლოგიისა და პათოპერსონოლოგიის შესახებ საერთაშორისო აღიარება მიიღო.
0