სპექტაკლი ღია ცის ქვეშ |

0
ძალიან კარგი სიახლე გვაქვს ჩვენი ერთგული და მონატრებული მაყურებლისთვის! ► 14 ივლისს პროექტის "100 სკამი ცის ქვეშ" ფარგლებში სოხუმის თეატრი წარმოგიდგენთ დავით საყვარელიძის სპექტაკლს „იაკიში და პუპჩე“ ვაკის პარკის ღია კინოთეატრში "კლუბი 33ა". დასაწყისი: 22:00 სთ. | ხანგრძლივობა: 80 წთ. ბილეთების შეძენა შესაძლებელია TKT.GE ➞ სპექტაკლი გაიმართება ყველა წესის დაცვით! ━━━━━━━━━━━━━━━━━━━━━━━━ იაკიში და პუპჩე ხანოხ ლევინი ერთი მოქმედება სპექტაკლის ავტორი - დავით საყვარელიძე რეჟისორის თანაშემწე - სვეტლანა გოგოხია მონაწილეობენ: ჯანო იზორია, ნინო შავგულიძე, ვერონიკა კალანდარიშვილი, სანათა ძაძამია, ნიკოლოზ წერედიანი, მარინა სოლომონია, დავით ბერაძე, პაატა ვახტანგიშვილი. ეს არის სევდიანი კომედია მახინჯი და ღარიბი იაკიშის შესახებ, რომელსაც ცოლად შერთავენ ასევე მახინჯსა და ღარიბ პუპჩეს. თავგადასავალი იწყება მაშინ, როდესაც ნათესავები აღმოაჩენენ, რომ წყვილს ხორციელთათვის წმინდა ცნების “ინაყოფიერეთ და გამრავლდით” აღსრულება არ შეუძლია. სასოწარკვეთილნი იწყებენ გამოსავლის ძებნას. თუ როგორ სრულდება უბედური იაკიშისა და საცოდავი პუპჩეს წვალება, იხილავთ დავით საყვარელიძის სპექტაკლში “იაკიში და პუპჩე”. ━━━━━━━━━━━━━━━━━━━━━━━━ Yakish and Poupche Play by Hanoch Levin Director – David Sakvarelidze Assistant Director – Sveta Gogokhia Cast Yakish – Jano Izoria Poupche – Nino Shavgulidze Yakish’s Mother – Sanata Dzadzamia Yakish’s Father – Nikoloz Tserediani Poupche’s Mother – Marina Solomonia Poupche’s Father – David Beradze Leibech – Paata Vakhtangishvili Madame Fortsedes –Badri Begalishvili Shampinie Sandelie – Mariam Kolbaia About the production: A gloomy comedy Yakish and Poupche, who are both ugly and poor, and are matched together. The story begins when their relatives discover that the two cannot consummate a divine commandment for mortals: “Be fruitful and multiply”. The desperate couple starts to seek a way out. David Sakvarelidze’s production follows the sufferings of Yakish and Poupche. Duration: 80 min.
0