8 votes
0 comments
0 shares
Save
4 views
Salome Songulia
Batumi · 1 year ago
#კვრიათი

რა სილამაზეაა! 🏝❣️


Salome Songulia
Batumi · 1 year ago
Similar Posts
Salome Songulia
Batumi, Georgia · 1 year ago
კვარიათი 🏝
Salome Songulia
Batumi, Georgia · 1 year ago
საზანდარი!👏
Salome Songulia
Tsalenjikha, Georgia · 9 months ago
antalya ^^
Batumi Daily
Batumi, Georgia · 2 weeks ago
როდის აღდგება საერთაშორისო ტურიზმი?
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ რეგულარული ფრენების აღდგენის შესახებ კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ დიდი ალბათობით, რეგულარული ფრენების შეზღუდვის გადაწევა ივლისის ბოლომდე გახდება საჭირო. “რეგულარული ფრენების აღდგენა პირველ რიგში დამოკიდებულია დანარჩენი მსოფლიოს ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე... ეს ის ვითარებაა, როცა პირველი არის ჯანმრთელობა. იმ შემთხვევაშიც კი, თუკი ჩვენ გადავავადებთ და ალბათ გადავავადებთ ივლისის ბოლომდე რეგულარული ფრენების გახსნას, სრული მასშტაბით, არ იქნებოდა პასუხისმგებლიანი, რომ გაგვეხსნა ფრენები“, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა. მან ასევე ისაუბრა საერთაშორისო ტურისტების მიღების საკითხზე. მისი თქმით, ისინი ელოდებიან რა გადაწყვეტილებას მიიღებს ამაზე ევროკავშირი. “ჩვენ ივლისშიც ძალიან ფრთხილად მოვეკიდებით საერთაშორისო ვიზიტორებს, საერთაშორისო ტურისტებს... ძალიან დაცული რეგულაციები იქნება, მაგრამ უფრო გამარტივებული შემოსვლა ჩვენს ბაზარზე. ასევე, ამ დღეებში ველოდებით, რა გადაწყვეტილებას მიიღებს ევროკავშირი, რომელმაც ჯერ მხოლოდ საკუთარ წევრ სახელმწიფოებს შორის გახსნა საზღვარი და ამ დღეებში მიიღებს გადაწყვეტილებას არაწევრ ქვეყნებზეც.”#ტურიზმი #ახალიამბავი #საერთაშორისოტურიზმი BatumiDaily
Batumi Daily
Batumi, Georgia · 4 weeks ago
როდის ველოდოთ მეორე ტალღას
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ გუშინ “ქრონიკასთან” საუბრისას მიმდინარე კვირის მოვლენები შეაფასა და აღნიშნა, რომ ბოლო სამი-ოთხი დღის ციფრები ძველი შეზღუდვების უკან დაბრუნების საფუძველს არ იძლევა. “რთული იქნება, რა თქმა უნდა, თუ ყოველდღიურად 50 შემთხვევა დაფიქსირდება. მაშინ მოგვიწევს, ვიფიქროთ ღონისძიებების გამკაცრებაზე. დღევანდელი სიტუაცია არ არის საგანგაშო, მაგრამ არის ფრიად საყურადღებო და გვაძლევს სიგნალს, რომ დავიცვათ რეკომენდაციები. კლასიკურ მეორე ტალღას უფრო ველოდებით შემოდგომაზე, როცა აციების პერიოდი დაიწყება.” - განაცხადა ამირან გამყრელიძემ. როგორც მან “ქრონიკასთან” სატელეფონო საუბარში აღნიშნა ინფიცირებულთა რიცხვების ზრდას ჯანდაცვის სექტორი საკმაოდ მომზდაებული შეხვდა, ამიტომ პანიკა უსაფუძვლოა. #ამირანგამყრელიძე #კორონავირუსი #კარანტინი #მეორეტალღა #BatumiDaily
Batumi Daily
Batumi, Georgia · 1 week ago
"გახსენით საზღვარი" - აქცია სარფში
თურქეთში თვითდასაქმებულებმა დღეს სარფის საბაჟოსთან აქცია მოაწყვეს. დღევანდელი მათი მთავარი მოთხოვნა საზღვრის გახსნაა. როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, 300 ლარიანი კომპენსაცია არაფერი იქნება იმასთან შედარებით რა ზარალიც მათ მიადგათ, ამიტომ მოითხოვენ, რომ სარფის საზღვარი გაიხსნას. შეგახსენებთ, მიმოსვლა 15 მარტის შემდეგ შეჩერებულია. თვითდასაქმებულებმა კი ამის გასაპროტესტებლად არაერთი აქცია უკვე გამართეს. ჯერ უცნობია საზღვარი როდის გაიხსნება. #სარფი #თურქეთი #აქცია #batumidaily
Batumi Daily
Batumi, Georgia · 1 month ago
შეძლებენ თუ არა ქართველები ევროპაში მოგზაურობას?
რამდენიმე კვირის განმავლობაში, საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა, რომ საქართველო რამდენიმე ქვეყანასთან საუბრობს საზღვრის გახსნასა და ტურისტების მიღებაზე. სხვადასხვა დროს ასეთ ქვეყნებად დასახელდა ავსტრია, ჩეხეთი, უკრაინა, ესტონეთი, ლატვია, ლიეტუვა და ისრაელი. მოქალაქეებს კი აინტერესებთ, შეძლებენ თუ არა ისინი ევროპაში, ან კონკრეტულად ამ ქვეყნებში მოგზაურობას. ბათუმის აეროპორტიდან ფრენების განახლების შესახებ ახალი ცნობები ჯერ არ არის. როგორც ჩანს, თურქული კომპანია Turkish Airlines ჯერ სტამბოლი-თბილისის ფრენების განახლებას გეგმავს. განახლდება თუ არა ფრენები ბათუმიდან, ეს ამ ეტაპზე უცნობია. რაც შეეხება ქუთაისის აეროპორტს, თურნავას მტკიცებით, ფრენები ზუსტად აქედან შესრულდება - კომპანია WizzAir-მა გამოთქვა მზაობა, სხვა კომპანიების მსგავსად, ბალტიისპირეთის ქვეყნებსა და საქართველოს შორის აღადგინოს მიმოსვლა. მეორე მხრივ, შენგენის წევრი სახელმწიფოების ნაწილმა ჯერ მხოლოდ ერთმანეთთან აღადგინა მიმოსვლა, ისიც ნაწილობრივ. ევროკავშირის გარეთ მყოფი სახელმწიფოების მოქალაქეებისთვის კი ჯერ-ჯერობით, ევროპის საზღვარი დაკეტილია. უცხოური მედიის ნაწილი წერს, რომ ივლისში შენგენი მხოლოდ წევრი სახელმწიფოებისთვის გაიხნსება. დღეისთვის, ზუსტი სურათი არ არსებობს - რა ფორმით აღდგება ევროპაში მიმოსვლა ან როდის. საეჭვოა, რომ ერთმა წევრმა ქვეყანამ ევროკავშირის ნების გარეშე აღადგინოს საქართველოსთან მიმოსვლა. მართალია, საქართველო კორონავირუსს ევროპის ბევრ ქვეყანაზე უფრო წარმატებულად გაუმკლავდა, მაგრამ ჯერ უცნობია, იმოქმედებს თუ არა ეს გავლენას სავიზო პოლიტიკაზე. ამ ეტაპზე ცნობილია, რომ ავსტრიაში შესვლა ევროკავშირისა და შენგენის წევრი სახელმწიფოებისთვის შესაძლებელია. თუმცა, ავსტრიაში შემოსვლისას მათ ან 14-დღიანი კარანტინი უნდა გაიარონ, ან ბოლო დღეებში გაკეთებული კორონავირუსის ტესტის ნეგატიური პასუხი წარმოადგინონ. საქართველოს მოქალაქეებისთვის ავსტრიაში შესვლა ჯერ-ჯერობით შეუძლებელია, თუკი ისინი რეზიდენტის ვიზას არ ფლობენ. რაც შეეხება უკრაინასთან ან ისრაელთან საზღვრის ადგენას, ეს გაცილებით უფრო მარტივი იქნება. ორივე ქვეყანას საკუთარი სავიზო პოლიტიკა აქვს და ორივე ქვეყანაში საქართველოს მოქალაქეები უვიზოდ მიემგზავრებიან. ისრაელში უვიზოდ 90 დღე შეიძლება ყოფნა, უკრაინაში კი განუსაზღვრელი ვადით. შენგენის ზონის დაკეტვა ქართველი სტუდენტებისთვისაც წარმოადგენს სირთულეს. თუკი სავიზო სერვისები არ აღდგა, სტუდენტური და გრძელვადიანი ვიზების გაკეთება შემოდგომის სემესტრამდე შეიძლება, ვერ მოესწროს. შესაბამისად, დაზარალდება სტუდენტური მობილობაც. უნივერსიტეტთა ნაწილმა უკვე განაცხადა, რომ შემოდგომაზეც ონლაინ-სწავლებას მისდევენ. ტურიზმი ევროპა შენგენი კორონავირუსი batumidaily
Batumi Daily
Batumi, Georgia · 1 month ago
რას წერდნენ აბაშიძის რეჟიმზე?
მემედ აბაშიძის შვილიშვილისგან, ალბათ, ვარდების რევოლუციამდელი აჭარა სულ სხვა ტიპის მმართველობას ელოდებოდა. თუმცა მანამ, სანამ საქართველო არაერთ გარე და შიდა კონფლიქტში იყო ჩართული, ასლან აბაშიძეს სურდა, მცირე სამფლობელოში დიდი დიქტატურა დაემყარებინა. 2003 წელს რადიო თავისუფლებამ ასე მიმოიხილა იმდროინდელი აჭარის პოლიტიკური ვითარება: "1999 წლის არჩევნების წინ ბათუმში ჩამოყალიბებული გაერთიანება ალტერნატიულ პოლიტიკურ ცენტრად მოინათლა. ამ ცენტრის მთავარი ბურჯი ასლან აბაშიძე იყო, იდეოლოგი კი – ალექსანდრე ჭაჭია. ჭაჭიას მიერ მოსკოვიდან ჩამოტანილი იდეოლოგიის ორი მთავარი ღერძი ასე გამოიყურებოდა: ტრადიციული საზოგადოება, სამოქალაქო საზოგადოების ნაცვლად, და ჩრდილოეთ-სამხრეთის ინტეგრაცია, დასავლეთ-აღმოსავლეთის ინტეგრაციის ნაცვლად". 1999-დან მოყოლებული, აბაშიძეს ჰქონდა ამბიცია, აჭარას გაცილებით უფრო ფართო ავტონომიით ესარგებლა, ვიდრე სხვა რეგიონებს. რაც, ღიად პრორუსული ორიენტაციის იყო და შესაბამისად რუსეთის მხარდაჭერითაც სარგებლობდა, თუმცა ბუნებრივია, ეს რეგიონის განვითარების პოლიტიკური ხედვა არ იყო. ერთპიროვნულ მმართველს არ სურდა, ძალაუფლება ცენტრალურ ხელისუფლებასთან გაეყო და ერჩივნა, პატარა აჭარის დიდი პიტიახში ყოფილიყო. ამან 2003 წლის შემდეგ ცენტრალურ ხელისუფლებასთან ურთიერთობები გაამწვავა, 2004 წლის 6 მაისს კი ასლანს საქართველოდან რუსეთში გაქცევა მოუწია. ეს არ იყო დანებება, რომელიც შეიარაღებული კონფლიქტით იქნა მიღწეული. ქუჩაში გამოდიოდა აჭარის მოსახლეობა და რეგიონის განთავისუფლებას მიესალმებოდა. საზოგადოების უმრავლესობა არ უჭერდა დიქტატურას მხარს, რადგან რეჟიმს ისინი მძევლად ჰყავდა აყვანილი. ასლანი კი დღესაც რუსეთში იმალება. საქართველოში მას ტერორიზმსა და კორუფციაში სდებენ ბრალს. და მაინც, რა იყო კორუფციისა და ტერორიზმის მაგალითი “ასლანის” აჭარაში? აბაშიძემ შექმნა არალეგალური შეიარაღებული დაჯგუფებები, რომლებიც ფაქტობრივად საბაჟოებს აკონტროლბედნენ. ასევე, აჭარასა და დანარჩენ საქართველოს შორის ერთგვარი არალეგალური ბარიერიც არსებობდა - დაჯგუფება რეგიონში შემომსვლელებს ძირფესვიანად აკონტროლებდა. ამასთან, იდევნებოდა ოპოზიცია და არ არსებობდა სამოქალაქო საზოგადოების ცნება. აქციები ძალადობრივად იშლებოდა, ხელისუფლების კრიტიკა მიუღებელი იყო. შეიძლება ითქვას, რომ კუთხური ნაციონალიზმიც, კორუმპირებული რეჟიმის პირობებში, რეალურ გამოწვევას წარმოადგენდა. მაღალ თანამდებობაზე ინიშნებოდნენ მხოლოდ აბაშიძის მიერ ხელდასმული პირები. ამ ყველაფერს 2004 წელს, გიორგობაზე, ბოლო მოეღო. აღსანიშნავია, რომ რუსული პრესა მაშინაც და ახლაც არაოფიცალურ კავშირებს აჭარის იმდროინდელ ხელისუფლებასთან უარყოფდა და მხოლოდ "სამშვიდობო" მისიის შენარჩუნებაზე იყო ორიენტირებული. დღესაც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა ცოცხალი მაგალითია რუსული "რბილი ძალის" ჩავარდნის - აბაშიძისა და რუსეთის ძალისხმევის მიუხედავად, ის დღეს საქართველოს განუყოფელი ნაწილია. არ წარმომქნილა რაიმე რუსეთის მიერ აშენებული იდენტობა, რომელიც საქართველოს მოქალაქის იდენტობას არ დაემთხვეოდა. აჭარა დარჩა ცოცხალ მაგალითად, რომ საზოგადოების კონსოლიდაციის პირობებში, რუსული რბილი ძალა ჩავარდნისთვის განწირულია. #ასლანი #აბაშიძე #აჭარა #არქივი batumidaily
Zugdidelebi. Ge
Batumi, Georgia · 3 weeks ago
ამბავი ორ ქირურგ ძმაზე
ქირურგი ძმები: ზურაბ და კონსტანტინე ჯიჯიხიები ზუგდიდში დაიბადნენ. მათი მშობლები: ნონა და მალხაზი, სიალალით და საქმისადმი დიდი პასუხისმგებლობით ცნობილი მოქალაქეები არიან. ჯერ ზუგდიდში, შემდეგ კი, კრასნოდარში, არაერთი ქართველი თანამემამულის ხელის გამმართავი და მხარდამჭერები იყვნენ და არიან დღესაც. შვილებიც ამ პრინციპით გაზარდეს,–ზურგი არ უნდა აქციონ ადამიანს, გასაცემი სიკეთე გასცენ, ფეხზე დაუდგნენ მტერს და მოყვარეს, საქმეში იყვნენ პროფესიონალები და მართლები. ბიჭები კარგად სწავლობდნენ სკოლაში, გატაცებებიც ჰქონდათ–ზურაბს სიმღერა, კონსტანტინეს–სპორტი. მაგრამ, სკოლის დამთავრების შემდეგ, ორივემ, პროფესიად ექიმობა აირჩია. შემდეგ, ორივემ, ქირურგობა გადაწყვიტა. ზურაბი ნეიროქირურგია და კრასნოდარში მოღვაწეობს. კონსტანტინე კარდიოქირურგი და მოსკოვში, ბაკულევის ცნობილ სამეცნიერო კლინიკაში მუშაობს. ისე მოხდა, რომ პროფესიული წარმატება, ორივეს, თითქმის ერთდროულად “ესტუმრა”, თუმცა, ჩვენი მასალის წაკითხვის შემდეგ, თქვენ ნახავთ, რომ მარტივად არა, მხოლოდ დიდი შრომით. “ზუგდიდელები”, პარალელურ რეჟიმში დაუკავშირდა ძმებს–კრასნოდარში ზურაბს და მოსკოვში-კონსტანტინეს. ზურაბ ჯიჯიხია: “–2005 წელს, წარჩინებით დავამთავრე კრასნოდარის 54-ე გიმნაზია და ჩავირიცხე კუბანის სამედიცინო უნივერსიტეტში, რომელიც დავამთავრე 2011 წელს. ამავე წელს, ჩავირიცხე ორდინატურაში ნეიროქირურგის სპეციალობით, რომელიც დავამთავრე 2013 წელს და დავიწყე მუშაობა კრასნოდარის სამხარეო კლინიკურ საავადმყოფოში, 1 ნეიროქირურგიულ განყოფილებაში, სადაც დღემდე ვმუშაობ. პარალელურად ვსწავლობ ასპირანტურაში, რომელსაც ვამთავრებ წელს. ვმუშაობ თემაზე:”თავის ტვინის სიმსივნის ეპიდემიოლოგია კრასნოდარის მხარეში”. -ზურაბ, გახსოვთ თქვენი პირველი ოპერაცია… -პირველი ოპერაცია რომ გავაკეთე, ჯერ კიდევ ორდინატორი ვიყავი. შემოვიდა პაციენტი, მძიმე ქალა–ტვინის ტრავმით. ოპერაცია საოცრად რთული იყო ორდინატორის დონისთვის, თუმცა ყველაფერმა მშვენივრად და მშვიდობიანად ჩაიარა,–პაციენტი გადარჩა. მახსოვს, როგორი ამაყი ვიყავი… გმირის, გამარჯვებულის გრძნობა მქონდა, რადგან ცხოვრებაში პირველად, მე როგორც ქირურგი, საკუთარი ხელით დავეხმარე ადამიანს სიცოცხლისკენ მობრუნებაში. მას შემდეგ, ყოველდღე ვზრდი ჩემს თავს, უკვე ნეიროქირურგი ვარ, ბუნებრივია, იზრდება ოპერაციების რაოდენობა, ოპერაციების სირთულე, მაგრამ… გმირობის შეგრძნება ქრება, იწყებ გაცნობიერებას, რომ ეს არის არა იმდენად გმირობა, რამდენადაც უბრალოდ, დიდი სურვილი, გააკეთო რამე სიკეთე ამ ცხოვრებაში. ძალიან ამაყი ხარ, როცა ხედავ, როგორ დგებიან პაციენტები ფეხზე, როგორ უბრუნდებათ მეხსიერება, სმენა, მოძრაობის უნარი, როგორ უბრუნდებიან სრულფასოვან ცხოვრებას, თავიანთ ოჯახებს, შვილებს, მშობლებს და მეგობრებს. ასეთი იყო ჩემი ბოლო ოპერაცია, როცა მძიმე და შეიძლება ითქვას, უკურნებელის სენით დაავადებული ახალგაზრდა ქალის ცხოვრება, ჩემი, როგორც ექიმის, დროული ჩარევით, ისევ საინტერესო და იმედიანი გახდა. ასეთი ოპერაციებით სიცოცხლეს უბრუნდებიან ჩვენი პაციენტები და აქვე ვიტყვი იმას, რომ ასეთი წარმატებული ოპერაციები გვაძლიერებენ ჩვენ, ქირურგებს. ეს არის ნამდვილად ექიმისა და პაციენტის ერთობლივი გამარჯვება. სხვათაშორის, ეს წარმატებული ოპერაცია უყურადღებოდ არ დარჩენიათ კრასნოდარელებს. -ექიმის ცხოვრება ადვილი არ არის. განტვირთვას როგორ ახერხებთ? -მიუხედავად იმისა, რომ ნებისმიერ ოპერაციას, ექიმისგან მიაქვს “გულის სისხლი”, სიცოცხლის გარკვეული წუთები, გღლის, მე მაინც ვრჩები სიცოცხლისმოყვარე ადამიანად. მიყვარს მეგობრებთან, ოჯახთან დასვენება. -თქვენზე მითხრეს, შესანიშნავად მღერისო… – აბა, რომელ ქართველს არ უყვარს სიმღერა? მუსიკით ბავშვობიდანვე ვარ გატაცებული, სამუსიკო სკოლაში ვსწავლობდი და წითელ დიპლომებზეც კი დავამთავრე, ვუკრავდი გიტარაზე, ვიოლინოზე, ფორტეპიანოზე, მაგრამ დღესდღეისობით, ჩემთვის ყველაზე “მოთხოვნადი” გიტარა დარჩა. ვიკრიბებით მეგობრები ერთად, ვუკრავთ, ვმღერით, ალბათ ამაშია ჩადებული ძალა, განწყობა და ენერგიის მუხტი. ჩვენს ოჯახს საკუთარი მუსიკალური ტრადიციებიც აქვს, მამა კარგად მღერის, უკრავს გიტარაზე. ოჯახში, ხშირად დიდ სუფრებს ვშლით და ერთად ვმღერით. -ალბათ, ქართველები იკრიბებით ერთად… -სუფრასთან არიან არა მხოლოდ ქართველები… კუბანი ძალიან მეგობრული და მრავალეროვანია. როგორც გითხარით, ჩვენ, ვიწრო ოჯახურ წრეშიც კი ვმღერით… სანამ ჩემი ძმა მოსკოვში გადავიდოდა, მთელი ოჯახი ვიკრიბებოდით ვახშამზე. თითქმის ყოველი საღამო სიმღერით სრულდებოდა, აი, ასე, უბრალოდ, მთელი ოჯახი ვმღეროდით და ამით ვახარებდით ერთმანეთს. ალბათ ასეთ მომენტებშია ჩადებული ბედიერება ცხოვრებაში. კონსტანტინე ჯიჯიხია: “–მთელი ჩემი ცხოვრება გავატარე რუსეთში. 2008 წელს დავამთავრე კრასნოდარის 54-ე გიმნაზია. სკოლის პერიოდში არ ვიყავი კარგი მოსწავლე, მშობლები მაიძულებდნენ, მესწავლა. საკუთარი თავი წარმოდგენილი მყავდა როგორც პროფესიონალი და ცნობილი სპორტსმენი. მინდოდა, სპორტული კარიერა გამეგრძელებინა, მშობლებს კი, სურდათ ზურაბივით, სამედიცინოზე ჩამებარებინა. ბოლოს და ბოლოს, მეც მივიღე გადაწყვეტილება ექიმი გავმხდარვიყავი. უნივერსიტეტში შეიცვალა მთელი ჩემი ცხოვრება. ვიგრძენი, რომ მედიცინა მიყვარს და ჩემი თავი ვიპოვე ამ საქმეში. სწავლისკენ მოვბრუნდი 180 გრადუსით. ყოველდღე ვსწავლობდი და ვვითარდებოდი. ერთი სიტყვით, ერთი დღეც არ გამიტარებია, რომ რამე არ მესწავლა და ცოდნა არ მიმეღო. 6 წლის განმავლობაში, დავწერე 18 სამეცნიერო ნაშრომი. მესამე კურსზე ვიყავი, მოსკოვში, სტუდენტთა საერთაშორისო კონფერენციაზე დავიკავე პირველი ადგილი. უნივერსიტეტი დავამთავრე 2014 წელს წითელ დიპლომზე. სიმართლე გითხრათ, ცხოვრებაში არასოდეს მიფიქრია, რომ ასეთი სწავლისმოყვარე ვიქნებოდი.” -რატომ პედიატრობა? -ჩემი ძმა, ზურაბი, სწავლობდა პედიატრიულზე, მეტი სხვა მიზეზი არ იყო. შემდეგ მივიღე გადაწყვეტილება, რომ ორდინატურა მოსკოვში უნდა გამევლო. მოგეხსენებათ, რომ რუსეთში არის ერთ–ერთი ყველზე ცნობილი და მაღალი დონის კარდიოქირურგიული ცენტრი “ა.ნ.ბაკულევის სახელობის გულ–სისხლძარღვთა სამეცნიერო ცენტრი”. სწორედ აქ გავიარე ორდინატურა, ასპირანტურა და აქ ვმუშაობ დღემდე. -ვიცით, ცნობილ ქართველ ექიმთან, ლეო ბოკერიასთან დაიცავით დისერტაცია… -ბატონი ლეო ხელმძღვანელობდა იმ სხდომას, რომელზეც დავიცავი დისერტაცია, მაგრამ ხელმძღვანელი გახლავთ კონსტანტინ შატალოვი. ადამიანი, ვინც უკვე 5 წელია ჩემს გვერდით ერთგულად დგას. დისერტაციის დაცვამ წარმატებით ჩაიარა. ერთი იყო მასზე მუშაობა, და მეორე, თუ როგორი შეფასება მისცეს მას ჩემმა უფროსმა კოლეგებმა. რაც შეეხება, სამეცნირო დარგს, დისერტაციის გარდა, დღეისთვის, მაქვს 29 სტატია, 6 გამოგონების პატენტი,–გულის პროტეზები, ოპერაციის ახალი ტექნოლოგიები. –რას გვეტყვი ქართველ ქირურგზე, თითქმის ლეგენდად ქცეულ ლეო ბოკერიაზე? -ჩვენ ვიცნობთ ერთმანეთს, მაგრამ ხშირი კონტაქტი არ გვაქვს. ეს ადამიანი გახლავთ დიდი პიროვნება, საქმის პროფესიონალი და კოლორიტი. 79 წლის გახლავთ და ყოველდღიურად აკეთებს მინიმუმ სამ ოპერაციას. -საავადმყოფოში, თქვენს გარდა, კიდევ არიან ქართველი ექიმები? -დიახ. ჩვენთან ბევრი ქართველი ექიმი მუშაობს სხვადასხვა სპეციალობაზე. არიან ქირურგები, კარდიოლოგები, დიაგნოსტები. ქართველები ყოველ წელს მოდიან ორდინატურაში. -თქვენი თავისუფალი დრო… -თავისუფალი დროს ვუთმობ თვითგანვითარებას. ვმუშაობ ახალ ნაშრომებზე, ვკითხულობ წიგნებს და ვსწავლობ უცხო ენას. -რა არის საიდუმლო, რის გამოც, დღეს, ძმები ჯიჯიხიები წარმატებულები არიან? -ეს მოხდა უპირველესად, ღვთის წყალობით, შემდეგ კი, დედაჩვენის ლოცვით და დისციპლინით. -საქართველოში ჩამოსვლას არ აპირებთ? -საქართველოში ყოველ წელს ჩამოვდივარ. ხშირად მინდა ჩამოვიდე, მაგრამ სამწუხაროდ დრო არ მაქვს. -სამომავლო გეგმები… -სადოქტორო დისერტაცია, დაოჯახება და უცხო ენის სწავლება. -წარმატებებს გისურვებთ. -მადლობა. ეკა ფარულავა
Zugdidelebi. Ge
Batumi, Georgia · 3 weeks ago
პატარა ამბები დიდ კაკა ჟვანიაზე
“მე კოლხი ვარ, ასი წელი ვარწიე, ქვეყნისათვის ბევრი ჯაფა გავწიე, ვხარობ, ვტკბები დღეს ზუგდიდის მშვენებით, რომ დასჭირდეს კედელს ჩავეშენები, ვერ დავდივარ, ვეღარ ვეალერსები, მის მიწაში მაინც მიდგას ფესვები, ძალას ვიკრებ, ერთხელ კიდევ ვეცდები, ვეამბორები მშობელ ქალაქს ლექსებით”, – ეს სიტყვები კაკა ჟვანიას უთქვამს ზუგდიდისთვის. ზუგდიდის კოლორიტზე, მშვენიერი მელექსეზე, “ვეფხისტყაოსნის” მეგრულად მთარგმნელზე, ფოლკლორის დიდ ამაგდარზე, უბადლო თამადაზე და ულამაზესი თვალთტანადობის, სიცოცხლეშივე ლამის ლეგენდადქცეულ კაკა ჟვანიაზე “ზუგდიდელები” მისი შვილიშვილის მურმან ჟვანიას მოგონებას გთავაზობთ. მურმან ჟვანია: -ბაბუა 1875 წელს დაიბადა ზუგდიდში, აზნაურ დიმიტრი ჟვანიას ოჯახში. როგორც მისგან გადმოცემით ვიცი, მამამისი, დიმიტრი ჟვანია იმ დროისათვის მეტად განათლებული და სახელოვანი პიროვნება ყოფილა, რომელსაც სწავლა-აღზრდა ეკატერინე და დავით დადიანების სასახლის კარზე ჰქონია მიღებული. მინდა ერთი საინტერესო დეტალი გავიხსენო, რომელსაც ბაბუა სიამაყით მიყვებოდა ხოლმე: ეკატერინე დავითს რომ შეურთავს და სამეგრელოში ჩამოუყვანიათ, “დიარაზე” მის პატივსაცემად “მარულა” გაუმართავთ-ზუგდიდიდან ცაიშამდე და ცაიშიდან ზუგდიდამდე. ეკატერინეს ერთი ცხენი და მისი 10-12 წლის მხედარი გამოურჩევია სხვებისგან, რომელზედაც ფსონს ჩამოსულა. მომხდარა ისე, რომ სწორედ იმ ცხენსა და მხედარს უმარჯვნია და პირველობა აუღია. ის მხედარი კი კაკას მამა, მაშინ პატარა ბიჭი, დიმიტრი ჟვანია ყოფილა. ეკატერინეს მოსწონებია ეს ბავშვი, აუყვანია სასახლეში და თურმე, თავისი ზედამხედველობით იზრდებოდა… ისე ჟვანიები, ჩვენი შტო, მარტვილის რაიონის სოფელ დოშაყედან ვართ წარმოშობით. წოდებით-ტახტის აზნაურები. გუტი ჟვანია-დიმიტრის მამა და კაკი ბაბუა, რუსეთის იმპერატორი, ნიკოლოზ I რომ ჩამობრძანდა, გრიგოლ დადიანს ახლდა, თურმე. გოლიათური აღნაგობის გუტი იმპერატორს “დამხვდურებში” გამოურჩევია და მისი ვინაობა უკითხავს დადიანისთვის. გუტი ჟვანიას ცალი ჩექმა მარტვილის მუზეუმშია შენახული და ნორმალურ კაცს წელამდე წვდება, იმხელაა. ბაბუა ამაყობდა თავისი გვარითა და წინაპრებით. ხშირად ახსენებდა ანტონ ჟვანიძეს, რომელიც XVI საუკუნეში ცხუმ-აფხაზეთის ეპისკოპოსი, მიტროპოლიტის ხარისხის პირველი მატარებელი იყო და ბედიის ტაძარშია დასაფლავებული. -თვითონ კაკას რა განათლება ჰქონდა მიღებული? – ბაბუა იყო რუსული ენისა და ლიტერატურის სპეციალისტი. დამთავრებული ჰქონდა ქუთაისის სათავადაზნაურო გიმნაზია, ხოლო პეტერბურგში-სამხედრო სასწავლებელი, რომელშიც უჩა დადიანი უწყობდა ხელს. წლების განმავლობაში, ის მეფის ოფიცერი იყო. პირველი მსოფლიო ომში მან “შტაბსკაპიტნის” წოდებაც მიიღო და უამრავი ჩინ-მედლით დაჯილდოვდა. რუმინეთში ტყვედ ჩავარდა, ათას უბედურებაგამოვლილი, ნაწვალები დაბრუნდა შინ. მანამდე, 1903 წელს ზუგდიდში გახსნილ პირველ სამრევლო სკოლას ედგა სათავეში და აქედან წავიდა ის პირველ მსოფლიო ომში. კარგად არ ვიცი, პეტერბურგში თუ სოხუმში მას პედაგოგიკის კურსები ჰქონდა დამთავრებული. მისი ნამოწაფარები იყვნენ სახელგანთქმული ლოტბარი კიწი გეგეჭკორი (რომელიც ბაბუას ენათესავებოდა და ბაბუას დედა, მატა გაგუა ზრდიდა). სერაპიონ შენგელაია, იასონ კვარაცხელია, დავით ფონია, ჭვატია ყალიჩავა. -არ გიყვებოდათ, ტყვეობას თავი როგორ დააღწია? -ო, ეს დიდი ისტორიაა, რუმინეთში “ბომბიროვკაში” მოხვედრილა, კონტუზია დამართნია და ტყვედ ჩავარდნილა- -ოჯახმა კი მიიღო ხელმწიფის წერილი, შავი ქაღალდი-მისი დაღუპვის შესახებ. უჩა დადიანი სამეგრელოში ყოფილა მაშინ. დაუტირიათ კაკა. როგორც ჩვენთან იყო მიღებული გამოუფენიათ “ნიშანი”, შეუსუდრავთ უკუღმაშეკაზმული ცხენი და გადაუხდიათ ქელეხი. მიწის ბორცვზე მის სახელზე ჯვარი აღუმართავთ, ქელეხის და ორმოცის ხარჯები უჩა დადიანს გაუღია, როგორც კაკას უფროს მეგობარსა და ახლობელს. ამის შემდეგ გადის დრო, ახლოვდება გარდაცვალების წლისთავი და ხდება ისე, რომ ქუთაისში მიმავალი უჩა დადიანი თავისი მხლებელი “ძიძიშვილებით” ხობის დუქანში ჩერდება დასანაყრებლად და მუხლის ჩასახრელად. მათ მყუდროებას მოულოდნელად დილიჟანსის ხმაური არღვევს. უჩა მხლებლებს გზავნის ამბის გასაგებად. თუ ვინ “დიდი კაცი” მოადგა ხობს “დილიჟანსით”. მათ ამბავი მოაქვთ, მიცვალებული კაკა ჟვანიას “გაცოცხლების” თაობაზე. უჩა არ იჯერებს ამას და ძიძიშვილებს შეუტევს, ორმა ჭიქა ღვინომ ისე როგორ დაგათროთ, რომ მკვდარი გელანდებათო. მას ეჭვი არ ეპარება ხელმწიფის ქაღალდის სისწორეში. ამასობაში კაკა, ჩინ-მედლებით მკერდდახუნძლული, უახლოვდება დუქანს, ნახავს უჩას და მუხლს მოიყრის მის წინაშე. გახარებული, გაოცებული უჩა წამოაყენებს კაკას ზეზე, ძმურად გადაეხვევა და შემდეგ სიტყვებს ეტყვის: შინ რომ მიხვალ, დედაშენს ჩემს მაგივრად მკერდზე აკოცე. შენ შენი ვაჟკაცობითა და მამაცობით დაიმსახურე ეს ჩინ-მედლები. მე კი მხოლოდ ერთი მაქვს-გიორგის ჯვარი და ისიც იმიტომ მომცეს, რომ დადიანი ვარო… ასე რომ, მან ერთი წლის მერე ტყვეობას თავი დააღწია. -დიდი იყო მისი სამეგობრო წრე… -ამით სულდგმულობდა. უაღრესად განსწავლული, ქართული, რუსული და ევროპული ლიტერატურის მცოდნე, მეგობრობდა შალვა დადიანთან, კონსტანტინე გამსახურდიასთან. ლეო ქიაჩელთან, ალიო მირცხულავასთან, აკაკი ხორავასთან. მე არა, მაგრამ ზუგდიდში ჯერ კიდევ არიან ისეთი ადამიანები, რომლებსაც ახსოვთ ხეივანში მოსეირნე დიდი კონსტანტინე და ბაბუაჩემი… მან ავადმყოფი ბაბუა სიკვდილამდე 10 დღით ადრე ინახულა. -როდის დაიწყო “ვეფხისტყაოსნის” თარგმნა, თუ იცით, როგორ თარგმნიდა? -რვა წელი თარგმნიდა ბაბუა “ვეფხისტყაოსანს”. ორმოცდათვრამეტში დაიწყო და 1966 წელს დაამთავრა. წინ ედო 1712 წელს გამოცემული ვახტანგისეული “ვეფხისტყაოსანი” და შალვა ნუცუბიძისეული რუსული თარგმანი. ერთმანეთს უდარებდა მათ, სწონიდა თითოეულ სიტყვას… არჩევდა, უკეთეს ვარიანტს ეძებდა. მან ეს ტიტანური ნამუშევარი რუსთაველის 800 წლისთავს მიუძღვნა, რომელიც ზუგდიდმაც აღნიშნა შალვა დადიანის სახელობის სახელმწიფო თეატრში. ბაბუა მაშინ ლოგინად იყო ჩავარდნილი. ამ საღამოზე წარმოთქვა ბაბუას მისამართით, ბატონმა აკაკი შანიძემ ის ცნობილი სიტყვა, რომელიც შემდეგ არაერთგზის დაბეჭდილა პრესაში: “მარტო ის რად ღირს, რომ ზუგდიდის ჭადრების ხეივანში გაივლის კაკა ჟვანია და თავის დათაფლული მეგრულით აამეტყველებს გენიოს შოთასო”. -ამბობენ, ნიჭიერების გარდა, ულამაზესი კაციც იყოო… -ბიბლიური გარეგნობისა იყო. ენითართქმული სილამაზის. ერთ ეპიზოდს გავიხსენებ. 58-ში სკოლა რომ დავამთავრე, თბილისში უმაღლესში ჩასარიცხად ჩასულს ბაბუა გამომყვა. სხვათაშორის, ვერცხლის მედალოსანი ვიყავი. ჩემმა დამ, ნუნუ ჟვანიამაც ოქროს მედალზე დაამთავრა სკოლა. ჩვენ მამა ადრე გარდაგვეცვალა. მთელი 10 წელი გლოვობდა ბაბუა მას, მართალია, დედა ძალიან ზრუნავდა ჩვენს აღზრდა-განათლებაზე, მაგრამ მედალოსნობაში ბაბუას ლომის წილიც იდო. ბევრს გვთხოვდა და არაფრით გვაპატიებდა უცოდინრობას, წარმოიდგინეთ, “ვეფხისტყაოსანი” ქართულად, რუსულად და მეგრულად თავიდან ბოლომდე ზეპირად იცოდა… სათქმელს გადავუხვიე. ბაბუას ფეხით სეირნობა უყვარდა რუსთაველზე. მთელი რუსთაველი, მელიქიშვილით დაწყებული ფეხით ჩამომასეირნა. უკან ცნობისმოყვარეთა არმია მოსდევდა ეროვნულ ტანსაცმელში გამოწკეპილ ასხეპილი ტანის მოხუცს. “ზარია ვოსტოკას” და “კომუნისტის” რედაქციასთან კორესპონდენტები დაგვესივნენ, მე გვერდით მიმაყენეს და აჩხაკუნეს და აჩხაკუნეს აპარატები. ზემელზე, წლობით ჰქონდათ მისი ფოტოები სტენდზე. – ბევრს ყვებიან მისი და გვანჯი ჩიქვანის მეგობრობაზე, ენაკვიმატობაზე, შაირობაზე… – განუყრელები იყვნენ. ბაბუ გვანჯის ჩვენებურად, მეგრულად “ქოვარის” (ქო-ვარიში გამგები-კი და არას გამგები) ეძახდა. ძალიან უყვარდათ ერთმანეთი, მაგრამ ენაკვიმატობით, სიყვარულით, რა თქმა უნდა, ერთმანეთს “ამწარებდნენ”. ერთხელ ჩვეულებრივად მისეირნობდნენ გვანჯი და კაკა. გვანჯი ნაცნობს გაესაუბრა. კაკა კი რამდენიმე ნაბიჯით ჩამორჩა მათ. საუბრის დამთავრების შემდეგ გვანჯიმ მოხედა ბაბუას და დაუძახა,-კაკა წამოდი, რაღა ხბოსავით სულ უკან მრჩებიო… ძროხებს ხბოები უკან მისდევენო, უპასუხა სხარტად ბაბუამ. ერთხელ კიდევ ბაბუამ მანქანისთვის საბურავები სთხოვა რაიკომის პირველ მდივანს. მდივანმა ის საწყობის უფროსთან, ვინმე ტოტოშასთან გაგზავნა. ტოტოშამ ერთიოჯერ დაიბარა ბაბუა, მაგრამ არ დახვდა, ტყუილი გამოუვიდა. მომდევნო შეხვედრაზე რაიკომის მდივანმა ჰკითხა კაკას, მოგცეს თუ არა საბურავებიო. კაკამ, თურმე, ექსპრომტად უპასუხა: “მუჟამ ვორდინ, კოჩ ვორდია, დღას ვენომხუნ კოტოშა, მარა შურო კოჩ ვაყოფე, თქვან ნაცქვეფ ტოტოშა”. 20-იანი წლებია, ზუგდიდში ერთ-ერთ ოჯახში კაკა თამადაა. მოპასუხე კი, პატარძლის მაყრიდან ვინმე საბაიაა, სოფელ ბარღებიდან საბაია შაირს ეუბნება ბაბუს: “დუდუმაყარე გოხოლუქ, საბაია ბარღებელი, ხვალე მოფრთინ ვაიჩქუდან, ართო ვორეთ არყებული” კაკა პასუხობს: “ვითი ხოჯი დოპილით, ხოლო ვარე ბაღებული, არძა ართო მუს მიშით, დუდი რყოფუნა არდებული”. -რამდენიმე სიტყვა შთამომავლობაზე… -კაკას 5 ვაჟი ჰყავდა: შალვა, დავითი, ირაკლი, ლეონიდი, ვაჟა და ხუთივეს უმაღლესი განათლება მიაღებინა. 14 შვილიშვილი, 27 შვილთაშვილი, 11 შვილთაშვილის შვილი დარჩა ბაბუს. ვცდილობთ, ჩვენი საქმიანობით, ჩვენი ცხოვრების წესით, ბაბუას სახელი, დიდი კაკა ჟვანიას სახელი არ შევარცხვინოთ. წყარო: ჟურნალი “ზუგდიდელები”