4 votes
comments
shares
Save
6 reads
Giorgi Gvajaia
Tbilisi · 1 year ago

? იუსტიციის სახლი საზღვარგარეთ წასვლის მსურველ მოქალაქეს კომფორტისთვის მომსახურების სრულ პაკეტს სთავაზობს.

➡ იუსტიციის სახლის 22 ფილიალში მისულ მომხმარებელს საშუალება აქვს საზღვარგარეთ გამგზავრებამდე ერთ სივრცეში მიიღოს: საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული პასპორტი, იქვე დააზღვიოს სამგზავრო დოკუმენტი, მიიღოს სამოგზაურო დაზღვევა და აიღოს საერთაშორისო სიმ ბარათი, რომელიც მას 200-ზე მეტ ქვეყანაში გამოადგება.

სიმ ბარათის სერვისით უკვე 783-მა მომხმარებელმა ისარგებლა.

ამ სერვისის დანერგვის ინიციატივა ეკუთვნის იუსტიციის სახლს, რომელმაც ახალი მომსახურების მომწოდებელი მობილური ოპერატორი - „გლობალსელი“ აუქციონის წესით შეარჩია. გამარჯვებული კომპანია მომხმარებლებს საერთაშორისო სიმ ბარათებს განსაკუთრებული პირობებით და სპეციალურ ფასად სთავაზობს.

ℹ მომხმარებლებს საერთაშორისო სიმ ბარათის შეძენა 15 ლარად შეუძლიათ. ბარათი ითვალისწინებს შემდეგ პირობებს: დაფარვის ზონა - 200-ზე მეტი ქვეყანა; უფასო შემომავალი ზარები - 150-მდე ქვეყანა; გამავალი ზარი - 0.09 დოლარიდან; უფასო შემომავალი მოკლე ტექსტური შეტყობინება (SMS) – მთელ მსოფლიოში; გამავალი მოკლე ტექსტური შეტყობინება (SMS) – 0.05 დოლარიდან; მობილური ინტერნეტი - 140-მდე ქვეყანა; GPRS 1MB – 0.005 დოლარიდან; მუდმივი ნომერი; არანაირი სააბონენტო გადასახადი.

საერთაშორისო სიმ ბარათის შეძენა შეუძლია ყველა სრულწლოვან მოქალაქეს იუსტიციის სახლის ნებისმიერ ფილიალში


Giorgi Gvajaia
Tbilisi · 1 year ago
4
Write a comment