მაბნევ

0
მე შენს ყელზე თვალებივით მომზირალ შავ ხალებს, დავუჟინე მზერა ჩემი შენ მიღიმი, მაბნევ... შენს სხეულზე კი მოარულ ჩემ თითებზე ვამჩნევ მგრძნობელობა მიყუჩდება ძლივსღა ვიტევ წამებს. მესმის რაღაც მექანიზმი როგორ მიდგენს ვადებს და შენ უკვე გეჩქარება მაგრამ მინდა დარჩე! სიჩუმეში ჩაძირული სურვილების ტალღებს, მსურს რომ ჩემი მილეული ჰაბიტუსი გავცე...
#ხელოვნება
#ლექსები
#სიყვარული
#თითები
#დეტალები
#ვინდაეძებსვინდაწერა
#დარჩი
0