შოვი

0
შოვი — კლიმატურ-ბალნეოლოგიური კურორტი ონის მუნიციპალიტეტში, მდებარეობს რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთის მხარეში, მდინარე ჭანჭახის (რიონის მარცხენა შენაკადი) ხეობაში, ოსეთის სამხედრო გზაზე. ზღვის დონიდან 1520 მეტრი, ონიდან 30 კილომეტრში. გარშემორტყმულია წიწვოვანი (ნაძვი, სოჭი, ფიჭვი) და ფოთლოვანი ტყით. სამკურნალო ფაქტორი: მთის ჰავა და ნახშირმჟავა-ჰიდროკარბონატული ნატრიუმ-კალციუმიანი მინერალური წყაროების წყალი. სამედიცინო ჩვენება: სუნთქვის ორგანოთა, კუჭ-ნაწლავის, სანაღველე და საშარდე გზების დაავადებანი, ლიმფადენიტი, მეორეული სისხნაკლებობა და სხვა. შოვში არის სანატორიუმები, დასასვენებელი სახლები, პანსიონატები ტურბაზა და სხვა.
0