ვაჰანის ომები!

0
ომი სომეხ აჭანყებულებსა და სასანიდურ ირანს შორის 481 – 484 წლებში რომელსაც ხელმძღვანელობდა სომეხი სპასპეტი ვაჰან მამიკონიანი, დაპირისპირების მიზეზი გახდა სომხეთში ზოროასტრიზმის გავრცელება. იეზიგერდ II-ს სიკვდილის შემდეგ სასანიდური ირანის მმართველი ხდება მისი შვილი პეროზი, რომელმაც განაგრძო მისი წინამორბედის პოლიტიკა მეზობელი სახელმწიფოების მიმართ, რაც იმას ნიშნავს, რომ კავკასიის ქრისტიანულ ქვეყნებში დაიწყეს ისევ ზოროასტრიზმის გავრცელება და აიძულებდნენ ხალხს უარი ეთქვათ ქრისტეს რჯულზე. იმის გათვალისწინებით რომ ირანის ჩრდილოეთ საზღვრებს ისევ არბევდნენ ჰუნების მომთაბარე ტომები მეფეს მთელი თავის რესურსი მათთან ბრძოლაზე ჰქონდა მიმართული, შესაბამისად სომხეთში ძალისმიერი პოლიტიკის გამაოყენება ახალ აჯანყებას გამოიწვევდა, რასაც ირანის მეფე ერიდებოდა. პეროზმა დაიწყო სომეხი თავადების მოსყიდვა და ზოროასტრიზმის მიღების სანაცვლოდ ოქროსა და ძალაუფლებას ჰპირდებოდა. ამასობაში სომხეთი ორ ბანაკად დაიყო, ერთ მხარეს იყვნენ სპარსელების მიმართ ლოიალურად განწყობილი სომეხი ნახარარები , რომელთა ნაწილს უკვე მიღებული ჰქონდა ზოროასტრიზმი და მეორე მხარეს სომეხი დიდებულები, ვაჰან მამიკონიანის თავკაცობით, რომლებსაც სომხეთის დამოუკიდებლობის აღდგენა სურდათ და არ ემორჩილებოდნენ ირანის შახს. ( ვაჰან მამიკონიანი გახლდათ , ვარდან მამიკონიანის ძმის შვილი ) 480 წელს მოღალატე სომეხმა ნახარარებმა შეატყობინეს ირანის შახს : „ვაჰანმა დიდძალი ოქრო შეაგროვა სომხეთში, მისი გამოყენებით ის ახალი მოკავშირეები მოძებნას აპირებს, აჯანყება მალე დაიწყება“ ამ ამბავმა ვაჰანის ყურამდეც მიაღწია, მალევე იგი სპარსეთში პეროზთან შესახვედრად გაემართა, თან მთელი თავის ოქრო წააბრძანა და საჩუქრად მიართვა სპარსეთის შახს ყოველგვარი ეჭვის გასაქარწყლებლად, თან მოჩვენებითად ზოროასტრიზმიც მიიღო. უკან დაბრუნებულმა ვაჰან მამიკონიანმა გააგრძელა მოკავშირეების ძებნა. ბიზანტიის იმპერატორმა ყურთ არ იგდო ვაჰანის თხვოვნა დახმარებაზე ვინაიდან არ აპირებდა სპარსეთთან ურთიერთობის გაფუჭებას. ერთადერთ მოკავშირედ იბერია გამოდგა თუმცა იმდენად დასუსტებული და მცირე რიცხოვანი იყო გორგასლის ჯარი, მათი გაერთიანების შემთხვევაშიც კი ვაჰანი თვლიდა რომ სპარსელებთან აჯანყებას და გენერალური ბრძოლის გამართვას აზრი ჰქონდა. გორგასალმა სომხეთს ბრძოლაში ჰუნების გამოყვანას დაჰპირდა რომლებიც იმ პერიოდში ყველას შიშის ზარს სცემდნენ, ამ შემთხვევაში ვაჰანი თანახმა იყო აჯანყების დაწყებაზე. საუბედუროდ მოკავშირეებს არ დასცალდათ, მას შემდეგ რაც ვახტანგ გორგასალმა მოკლა ვაზგენ პიტიახში, პეროზის მთავარი დასაყრდენი ძალა კავკასიაში, აჯანყების დაწყება გარდაუვალი გახდა. თავდაპირველად აჯანყება ცენტრალურ სომხეთში დაიწყო, სომეხმა ნახარარებმა და სასულიერო პირებმა მმართველად საჰაკ ბაგრატუნი გამოაცხადეს, ხოლო მთვარსარდლად ვაჰან მამიკონიანი. შახის მიერ დანიშნული ყველა დიდებული დააპატიმრეს. მალევე პეროზი 10 000 კაციან სადამსჯელო რაზმს გზავნის კავკასიაში, სომხები ბრძოლას მოუმზადებელნი შეხვდნენ, მათ ვერ მოახერხეს ჯარის მობილიზება , ამას თან ერთვოდა სომეხი დიდგვაროვნების შიში სპარსეთთან ომზე რამაც უფრო გააჭიანურა ჯარის შეკრების პროცესი. ქალაქ დვინში სასწრაფო წესით შეიკრიბნენ სომეხი დიდგვაროვნები საჰაკ ბაგრატუნისა და ვაჰან მამიკონიანის ხელმძღვანელობით, გადაწყდა მცირე რიცხოვანი მხედრობის გაგზავნა არაქსის მიმართულებით სადაც სპარსელთა ჯარს უნდა გადმოეკვეთა სომხეთის საზღვარი, მათ დაევალათ მტრის შეჩერება და დროის მოგება სანამ სომხური ძირითადი რაზმები თავს მოიყრიდნენ ქალაქ დვინთან. მხედრობის მთავარსარდლად დაინიშნა ვაჰანის ძმა ვასაკ მამიკონიანი, მასთან ერთად ასევე იყვნენ ბაბკენ სიუნი და ძმები კამსარაკანები. მოგვიანებით აღმოჩნდა რომ სპერსელებს დიდი ხნის წინ ჰქონიათ მდინარე არაქსი გადალახული და უკვე აირარატის ველს უახლოვდებოდნენ. გაშლილ ველზე 10 ჯერ აღმატებულ არმიასთან ბრძოლას ვასაკმა თავი აარიდა და მტერი იქვე მდებარე სოფელ აკორის მახლობლად შეიტყუა. პირველი ბრძოლა აჯანყებულებსა და სპარსელებს შორის სოფელ აკორთან გაიმართა, მცირე რიცხოვანმა სომხურმა მხედრობამ ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვა სპრსელებზე და უთანასწორო ბრძოლაში პირველი დიდი გამარჯვება იზეიმეს. იქამდე სანამ სომხები სპარსელებს სოფელ აკორთან ებრძოდნენ , პრო სპარსულად განწყობილმა თავადებმა ვასაკ ამატუნიმ და ვარგოშ გნტუნიმ დარწმუნებული იმაში რომ სომხები აუცილებლად დამარცხდებოდნენ, ქალაქ დვინში გამოაცხადეს რომ სომხური მხედრობა დამარცხდა , ვასაკ მამიკონიანი და მისის მებრძოლები უკვლებრივ ყველა დაიღუპა. დღის ბოლოს დვინს შიკრიკი ეწვია რათა ბრწყინვალე გამარჯვების შესახებ ემცნო მოსახლეობისთვის, მაგრამ ამ დროს მთელი ქალაქი ვაჰან მამიკონიანთან ერთად დაღუპულებს გლოვობდნენ. შიკრიკი ქალაქში შევიდა და დაიძახა : წმინდა ჯვრის მხედრობამ გაიმარჯვა , და ყოველთვის გაიმარჯვებს ! ცოტა ხნის შემდეგ ქალაქში ვასაკ მამიკონიანი თავის მხედრობასთან ერთად დაბრუნდა. ვასაკ ამატუნი და ვარგოშ გნტუნი ქალაქ დვინშივე ღალატისთვის ციხეში გამოკეტეს. აკორის ბრძოლაში გამარჯვებამ სომხებს დიდი დრო მოაგებინა, ვაჰან მამიკონიანი შეუდგა სხვა ნახარარებთან მოლაპარაკებას და სთხოვდა მათ სპარსელების წინააღმდეგ გაერთიანებას და სომხეთისთვის ბრძოლას. 482 წლის მაისში - გაიმართა კიდევ ერთი ბრძოლა , სოფელ ნერსხაპატთან ავარაირის ველთან .( დღევანდელი ნახიჯევანი ) ამ შემთხვევაში სომხურ ჯარს თავად ვაჰან მამიკონიანი და საჰაკ ბაგრატუნი მეთაურობდნენ, დღის ბოლოს სისხლიმღვრელი ბრძოლის შემდეგ გამარჯვება ისევ სომეხმა აჯანყებულებმა მოიპოვეს და მტერს გათენებამდე მდინარე არაქსამდე სდიეს, და განდევნეს სომხეთის ტერიტორიიდან. ბრძოლის შემდეგ როდესაც სომხები ქალაქ დვინისკენ ბრუნდებოდნენ, გზაში ვახტანგ გორგასლის შიკრიკს გადაეყარნენ. წერილში ვახტანგმა სომხების სარდალს დახმარებას სთხოვს და ატყობინებს რომ ქართლს ურიცხვი სპარსელი მოადგა და მას უკან დახევა მოუწია, თან ჰუნებიც მოდიან ჩვენს დასახმარებლადო ( არადა, რეალურად მხოლოდ 300 ჰუნი მხედარი იყო მისული აჯანყებულთა დასახმარებლად ). ვაჰან მამიკონიანი დაჰყვა მოკავშირის თხოვნას და სომეხთა და იბერიელთა ჯარი ჭარმანიანის ველზე ჩავიდა (სავარაუდოდ, გარდაბნის მიმდებარე ტერიტორია). იქ უკვე დაბანაკებულიყვნენ სპარსელები და მოწინააღმდეგეს ელოდნენ. ჰუნების გარეშე ვაჰან მამიკონიანი არ აპირებდა სპარსელებთან გენერალური ბრძოლის გამართვას და პარტიზანულ ომს ამჯობინებდა, თუმცა ვახტანგმა ის რთულ ვითარებაში ჩააგდო, უკან დასახევი გზა აღარ იყო. ისტორიკოსი ლაზარ ფარპეცი წერდა : იბერიელთა ჯარი სომხებისაზე მცირერიცხოვანი იყო, თანაც სომეხთა ჯარის სარდალი ვაჰან მამიკონიანი არ იყო ბოლომდე დარწმუნებული სომეხი ნახარარების (დიდებულების) ერთგულებაში, ამიტომაც არ ჩქარობდა სპარსელებთან გენერალური ბრძოლის გამართვასო. ვახტანგმა და ვაჰან მამიკონიანმა ლაშქარი შემდეგნაირად განალაგეს: მარჯვენა ფლანგზე სომეხი სარდლები ბარშილ ვაჰევუნი და სატონ გაბელიანი დადგნენ, ცენტრში თვითონ ვაჰან მამიკონიანი, მარცხენა ფლანგზე კი ვახტანგ გორგასალი. მიუხედავად რიცხობრივი უპირატესობისა, გამოცდილმა სპარსელმა სარდალმა მიჰრან შაბურმა შეტევის დაწყება აჯანყებულებს აცადა. როგორც ჩანს, მართლაც გაეჭრა გორგასლის ხრიკს ჰუნებთან დაკავშირებით, რომლებიც თავზარს მარტო სპარსელებს კი არა, მთელ მაშინდელ სამყაროს სცემდნენ. და რა გასაკვირია, რომ სპარსელებიც წამხდარიყვნენ მორალურად. ბრძოლა დაიწყო. სპარსელებმა ვერ გაუძლეს იბერიელ-სომეხთა ძლიერ შეტევას და უკან დაიხიეს. მაგრამ მოულოდნელად შუა ბრძოლისას სომეხ დიდებულთა ნაწილმა მტრის მხარეზე დაიწყო გადასვლა - „უეცრად გაიქცა და განშორდა მთელი ჯარი სომხებისა“ წერს ფარპეცი, რომლებიც წინასწარ ყოფილან შეკრულნი სპარსელებთან. სომეხი დიდებულების ღალატმა , პანიკა გამოიწვია იბერიელებში, რომელთა შორისაც ასევე არაერთი მოღალატე გამოჩნდა. ისინი ხმამაღლა გაჰყვიროდნენ, "სომხები გაიქცნენ, თავს უშველეთ" (მხოლოდ ვაჰან მამიკონიანი, მისი მომხრეები და გორგასლის ერთგული მებრძოლები ბოლომდე შერჩნენ ბრძოლის ველს). სომეხი და ქართველი ისტორიკოსების ცნობით ბრძოლის ველზე განსაკუთრებული სიმამაცით გამოირჩნენ ვაჰან მამიკონიანი და ვახტანგ გორგასალი. საბოლოო ჯამში ქართულ-სომხური კოალიცია სასტიკად დამარცხდა, ბრძოლის ველზე დაეცა არაერთი სომეხი დიდგვაროვანი მათ შორის საჰაკ ბაგრატუნი და ვასაკ მამიკონიანი. ვახტანგი ბრძოლის შემდეგ ეგრისში გადავიდა, ვაჰანი კი ტაოს სომხურ ნაწილში და ახალი ძალების შეკრებას შეუდგა. მიუხედავად გამარჯვებისა, მიჰრან-შაბურის ამ ლაშქრობას შედეგი არ მოჰყოლია, რადგან სომხეთსა და იბერიაში პარტიზანული ომები არ წყდებოდა. მართალია სომხებს აღარ სურდათ ბრძოლის გაგრძელება, მაგრამ იბერიელებმა, რომ იტყვიან, მოსვენება არ მისცეს. ვახტანგი კიდევ ერთხელ სთხოვს აჯანყებულ სომხებს მასთან ერთად ბრძოლას, სპარსელი დამპყრობლების წინააღმდეგ. ვახტანგის მცდელობას უშედეგოდ არ ჩაუვლია, რადგან სომეხთა შორის ბევრი მომხრე აღმოაჩნდა, რომლებიც მზად იყვნენ, ქართველთა მხარდამხარ სისხლი დაეღვარათ. სომეხთა დიდი რაზმი ვაჰან მამიკონიანის ბრძანებით , სეპუჰ მუშელის სარდლობით ქართველებს გაჰყვა და ბოლომდე მათთან ერთად ებრძოდა დამპყრობლებს. უნდა აღინიშნოს რომ ამ ბრძოლების შემდეგ სომხეთის ტერიტორიაზე დიდ ბრძოლებს ადგილი აღარ ჰქონია, ზოგიერთ სომხურ პროვინციებში გრძელდებოდა პარტიზანული ბრძოლები. 484 წელს სპარსეთში ჰუნებთან ბრძოლის დროს იღუპება მეფე პეროზი და მის ადგილს იკავებს მისი შვილი ბალაში, რომელმაც მთელი რაზმები გამოიწვია კავკასიიდან. 486 წელს სომხეთმა და სპარსეთმა შეთანხმებას მოაწერეს ხელი რომლის თანახმადაც - დაინგრა ყველა წარმართული ტაძარი, სომეხმა ნახარარებმა სრული თავისუფლება მოიპოვეს, სპარსეთის შახი აღარ ერეოდა სომხეთის შიდა საქმეებში, სომხებმა კიდევ ერთხელ მოიპოვეს რელიგიური აღმსარებლობის თავისუფლება ! იმავე წელს ვაჰან მამიკონიანი გამოცხადდა სომხეთის მმართველად და მთავარსარდლად. წყარო : ლაზარ ფარპეცი - ვაჰანის ომები
0