?ინგრედიენტები:
✔ქოქოსის რძე 1ლ
✔სიმინდის სახამებელი 4 ს.კ.
✔შაქარი 250გრ
✔ვანილი 2 ც.
✔მოცვი 100გრ.
მომზადება:
ქოქოსის რძის ყუთი(ან ქილა) რაშიც იქნება, გამოყენებამდე კარგად შევანჯღრიოთ, რადგან მასა თავიდანვე ერთგვაროვანი იყოს.გადმოვასხათ ცალკე 200 მლ.რძე, ჩავყაროთ 4 ს.კ. სახამებელი და კარგად გავხსნათ.მანამდე, დარჩენილი რძე დავდგათ გაზქურაზე, ჩავყაროთ 200გრ.შაქარი და შევათბოთ დაბალ ტემპერატურაზე.როცა შაქარი გადნება, დავამატოთ სახამებლიანი რძე და მივიყვანოთ ადუღებამდე.ბოლოს ვამატებთ ვანილს.
დაველოდოთ გაგრილებას და მოვათავსოთ სასურველ ფორმაში.
❗მნიშვნელოვანია, რომ ყოველ 30-40 წთ-ში კარგად ამოვურიოთ, რადგან არ გაიკეთოს კრისტალები.
მოცვის დოპინგი:
100 გრ.მოცვს დავამატოთ 50 გრ. შაქარი.დავდგათ დაბალ ცეცხლზე დაახლოებით 10-15 წთ-ით.როცა ოდნავ გაგრილდება, შევურიოთ ნაყინს, ერთ-ერთი ამორევის დროს.
დოპინგად შეგიძლიათ გამოიყენოთ სასურველი ხილი, თხილეული, ყავა...და ა.შ.
#მოცვი
#ნაყინი
#მოცვისნაყინი
#მოცვისდოპინგი
#გემრიელი
#სამარხვო
#სამარხვონაყინი
#კულინარია
#culinary
#food
#health
#ახალიამბები