0
20 ივნისის გავრილოვის სისხლიანი ღამის შემდეგ, კლუბმა "ბასიანმა" ივენთი გააუქმა და სოლიდარობის ნიშნად, რუსთაველზე პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქციას შეუერთდა. „საზოგადოების გაჩუმების ყველა მცდელობა უშედეგოა და საბოლოოდ ისევ საპროტესტო ტალღის გაძლიერებას უწყობს ხელს. ჩვენი საზოგადოება არ დათმობს ჩვენს მთავარ მონაპოვარს - თავისუფლებას, რომელსაც საფრთხე ემუქრება ერთის მხრივ ოკუპანტი ქვეყნის, რუსეთის, ხოლო მეორეს მხრივ მოძალადე ხელისუფლებისა და სხვადასხვა ანგაჟირებული პოლიტიკური ჯგუფების მხრიდან“, - წერდა „ბასიანის“ ადმინისტრაცია.
0