მარნეულის საავიაციო ბაზაზე მცხოვრები 150 ოჯახის მოთხოვნა

0
მარნეულში, საავიაციო ბაზაზე მცხოვრები 150 ოჯახი ფეხბურთის, კალათბურთისა და ფრენბურთის კომბინირებული სათამაშო მოედნის მოწყობას ითხოვს. ოჯახები ახლა ხელმოწერების შეგროვების პროცესში არიან. ნონა სამხარაძე წლებია მარნეულში საავიაციო ბაზაზე ცხოვრობს. მან მედიას განუცხადა, რომ იმედი აქვს, რომ მათი მოთხოვნა დაკმაყოფილდება. „რადგან ტერიტორია არის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ბაზაზე, გართულებულია ხოლმე თავდაცვის სამინისტროსგან მოსახლეობაზე დაიხაჯოს ინფრასტრუქტურულ პროექტებში თანხები და ამიტომ, ადგილობრივ თვითმმართველობას რომ ვკითხეთ, გვითხრეს, რომ წერილი შემოიტანეთო. ძალიან იმედიანად ვართ განწყობილი, რომ რაღაც სამართლებრივი მექანიზმი მოიძებნება იმისათვის, რომ მოსახლეობის ინტერესი დაკმაყოფილდეს“ - გვითხრა ნონა სამხარაძემ
#სათამაშომოედანი
#ხელმოწერა
#მარნეული
#marneulidaily
წყარო; რადიო მარნეული
#ახალიამბები
0