Fleurs 1948

0
ცხოვრების რაღაც ნაწილში ყველას უყვარს სალვადორ დალი, განსაკუთრებით შემოქმედებს. ადამიანი, რომელიც სხვა სამყაროსა და სიზმრების კარს გიხსნის ნახატებით.

სალვადორი

მეც მიყვარდა ბავშვობაში, სტუდენტობის დროსაც მიყვარდა, რაც მეტს სწავლობ უფრო კრიტიკული ხდები და მერე და მერე გაფერმკრთალდა სალვადორი, მაგრამ ეს ნახატი დარჩა
ჩემი ერთ-ერთი საყვარელი ნახატია დღემდე და სულ. კალმით, მელნითა და აკვარელით აქვს შესრულებული. 32x24 cm. სიურეალისტური ყვავილების მთელი სერია ჰქონდა დახატული ამ დროს, გაერთო მოკლედ, 15 ვერსია მაინც დახატა. გაჩვენებთ:

‘Flordali’

ასე დაარქვა სერიას. ხან ტუჩები მიუხატა, ხან ცხვირი და ხანაც საათებში ამოიყვანა მცენარეები.
რატომაც არა, სალვადორია და ყველფერი შეუძლია უსაზღვრო ფანტაზიითა და წარმოუდგენელი უნარებით.
ჩემი რჩეული ნახატი უცნაურად რეალისტური და ჰაეროვანი გამოუვიდა, არა დალისებრი, საოცრად დახვეწილი და ჰარმონიული.
ჰოდა აღმოჩენიდან რამდენიმე წამში გადაწყდა რომ ჩემი საყვარელი ნახატი უნდა ყოფილიყო. სულ ?
#ხელოვნება
#სალვადორი
#დალი
#სალვადორდალი
#ნახატი
#უცნობინახატი
#მხატვრობა
#მცენარე
#მცენარეები
#ილუსტრაცია
0